ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის 2020 წლის დისტანციური სამუშაო შეხვედრები
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის 2020 წლის 14-17 ოქტომბრის სამუშაო შეხვედრები განსხვავებული სტილით, ონლაინ ფორმატში წარიმართა. საქართველოდან და ქართული პროფესიული საზოგადოების სახელით ვუერთდებით ევროპელი კოლეგების ძალისხმევას ფსიქოთერაპიის დარგის განვითარებისა და თანამედროვე გამოწვევებისათვის სწარაფი და ადეკვატური რეაგირების მექანიზმების შემუშავებაში.
2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო მოსახლეობის მენტალური ჯანმრთელობა და ემოციური კეთილდღეობა განსაკუთრებული, ახალი ტიპის გამოწვევების წინაშე დააყენა, რისთვისაც მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიული საზოგადოების ძალისხმევა. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავდა დისტანციური კონსულტაციისა და ტრენირების სტანდარტი, დასრულდა მუშაობა ფსიქოთერაპიის განახლებულ პროფესიულ ჩარჩოზე. განხილული იყო ეთიკური პრაქტიკის წინაშე მდგარი გამოწვევები. ფსიქოთერაპიის დარგში მიმდინარე სიახლეების ასევე მისი ვალიდური მოდალობებისა და ეთიკური საფუძვლების შესახებ ინფორმაცია ქართულ ენაზე უკვე ხელმისაწვდომია საიტზე dendroni.ge. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი 2014 წლიდან წარმოადგენს საქართველოს ევროპული ასოციაციაში და მუშაობს მისი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დანერგვისთვის ჩვენს ქვეყანაში. ვაცნობიერებთ ევროპულ პროფესიულ ოჯახში ქართული ფსიქოთერაპიული საზოგადოების შეყვანისა და წარმოდგენის საპატიო პასუხისმგებლობას და ვაგრძელებთ დარგში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

ფსიქოთერაპიის ევროპული ფლაგმანის - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე - ანანო ნიაური გახდა პირველი ქართველი რომელიც ასოციაციის საკომიტეტო საქმიანობაში ჩართულია თანახელმძღვანელის სტატუსით და იკავებს არჩევით თანამდებობას.
ანანო ნიაური ამავდროულად არის ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის იურიდიული მრჩეველი. EAP ეთიკის კომიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს ეთიკის საკითხებთან დაკავშირებული კვლევისა და სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას მათ შორის, სიმპოზიუმების, ვორქშოფების და ღონისძიებების ორგანიზებით, პერიოდულად აწარმოოს ეთიკის კოდექსის რევიზია და მასში ცვლილებების ინიცირება.
2024 წლის 13-16 მარტს ვენაში
ჩატარდა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ბორდის შეხვედრა.
ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის
დელეგაციამ ტრადიციულად მონაწილეობა მიიღო შეხვედრებში და წარმოადგინა
ქართული ფსიქოთერაპიული საზოგადოება. შეხვედრაზე განხილული იყო
ფსიქოთერაპიის დარგში მიმდინარე სიახლეები და გამოწვევები, სამუშაო
მექანიზმები და გაედლაინები.
2024 წლის 13-16 მარტს ვენაში ჩატარდა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ბორდის შეხვედრა. ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის დელეგაციამ ტრადიციულად მონაწილეობა მიიღო შეხვედრებში და წარმოადგინა ქართული ფსიქოთერაპიული საზოგადოება. შეხვედრაზე განხილული იყო ფსიქოთერაპიის დარგში მიმდინარე სიახლეები და გამოწვევები, სამუშაო მექანიზმები და გაედლაინები.