2019 წლის 10 ოქტომბერს
ნიდერლანდების ფსიქოთერაპიის აკადემიაში, ქალაქ ამსტერდამში გაიმართა
ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის საერთო კრება AGM. კრებაზე მოხდა საერთაშორისო
ორგანიზაციაში პირველი ქართული ორგანიზაციის, ფსიქოკორექციისა და
ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ "დენდრონის" აკრედიტაციის რატიფიკაცია. სრული
აკრედიტებული წევრის სტატუსი უმაღლესი სტატუსია, რომელიც ევროპული
ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის მიერ გაიცემა. ეს გულისხმობს
ამავდროულად, ორგანიზაციის სასწავლო პროგრამების აკრედიტებას და ECIP
სერთიფიცირების სტანდარტებთან კურსდამთავრებულთა შესაბამისობის
აღიარებას.