დენდრონის სახით ქართული
ფსიქოთერაპიული სკოლის კიდევ ერთი აღიარება: საქართველო უკვე ჩანს იმ
ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც არსებობს EAIP აკრედიტებული
ფსიქოთერაპიული დაწესებულება, ფსიქოთერაპევტის სპეციალიზაციისთვის
პოსტდიპლომურ საფეხურზე კადრების მომზადების უფლებით. გვეამაყება, რომ
დარგის წარმმართველი ორგანიზაციის, EAP -ის წევრობის შემდეგ, როდესაც
მსოფლიო ფსიქოთერაპიულ სკოლებს შორის პირველად გამოჩნდა საქართველოს
დროშა (2014 წელი), კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია
აღიარებს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტის
ფსიქოთერაპიული ორგანიზაციის არსებობას ჩვენს ქვეყანაში.