2018 წლის 12-15 ოქტომბერს პრაღაში
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეგიდით და ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP ორგანიზებით გაიმართა
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია:
Roots and Gifts of Integrative Psychotherapy.
კონფერენციაზე ქართულ ფსიქოთერაპიულ სკოლას მოწვეული სტუმრის სტატუსით
წარმოაგენდა დენდრონი მისი ხელმძღვანელის, მაია ბეგაშვილის
სახით.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კვლევები ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მნიშვნელობისა და მისი თერაპიული უპირატესობების შესახებ ცალკე აღებულ სხვა მიმდინარეობებთან, ასევე გაკეთდა პროგნოზები უახლოესი ასწლეულის ფსიქოთერაპიის სახეცვლილების შესახებ.