ფსიქოგანათლების პროგრამის მე-8
ონლაინ სესიის თემაა ემოციური ფაქტორი სომატურ დარღვევებში.
შეხვედრას გაუძღვება ნანა დაშნიანი
ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
სერთიფიკატის მფლობელი. ICF სერთიფიცირებული ქოუჩი, ლებ ლაიფის -
ფსიქოთერაპიისა და ქოუჩინგის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი.
სესია გაიმართება შაბათს, 6
ივნისს, 17.00 საათზე. დაცულ და უსაფრთხო სივრცეში-დახურულ ჯგუფში,
სადაც მონაწილეები მოხვდებიან რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციისთვის
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.
ფსიქოგანათლების პროგრამის მიზანია ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება და ყოველდღიური ფსიქოსოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება. პროგრამა დამყარებულია დენდრონის ფსიქოთერაპევტთა ენთუზიაზმზე, ურთიერთთანამშრომლობასა და პროფესიულ და საზოგადოებრივ თვითშეგნებაზე. მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს უფასოდ.
პროგრამა წარიმართება დისტანციურ რეჟიმში. დასწრება უფასოა. პროგრამის ფარგლებში შეხვედრებს გაუძღვებიან დენდრონის საერთაშორისო კლასის ფსიქოთერაპევტები. კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის საქმიანობა მოიცავს ფსიქოგანათლების პროგრამას, ფსიქოკონსულტირების პროგრამას, სტრესის მართვის პრაქტიკუმს, სტატიებს თვითრეგულაციისა და ცნობიერების ამაღლებისათვის.
1. კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის პლატფორმის მიზნები.
2. კორონავირუსთან დაკავშირებით მენტალური ჯანმრთელობის წინაშე წამოჭრილი გამოწვევები.
3. ფსიქოგანათლების უფასო პროგრამა.
4. ვრცლად პლატფორმის შესახებ იხილეთ ბმული.