რა უნდა გავითვალისწინოთ ციფრული კონსულტირებისა და ტრენირებისას
კორონავირუსის გავრცელებამ ურთიერთობის ახლებური სტილის შემოტანასთან ერთად, საჭირო გახადა კომუნიკაციის ახალი საშუალებების ათვისება და ახალი უნარების გამომუშავება.
ფსიქოთერაპიული ტრენირების და კონსულტირების პროცესი, როგორც უკიდურესი დაახლოვება საკუთარ შინაგან სამყაროსთან განსაკუთრებული სენსიტიურობით ხასიათდება.
პროცესის ინტერნეტ-სივრცეში გადატანამ საჭირო გახადა როგორც თერაპიის მიმღები პირების, ასევე თერაპევტების მხრიდან იმგვარი ძალისხმევა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის უსაფრთხოებას ციფრული სამყაროს გამოწვევების გათვალისწინებით.


ამისათვის, გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

1. კავშირის დაწყებამდე შეარჩიეთ თქვენთვის კომფორტული სივრცე (სასურველია განცალკევებული ოთახი).

2. "მოირგეთ" დამხმარე ტექნიკა, იქნება ეს მობილური ტელეფონი თუ ლეპტოპი. შეეცადეთ წინასწარ შეისწავლოთ იმ პროგრამის გამოყენების თავისებურებები, რომლითაც აპირებთ კომუნიკაციის დამყარებას.
 - ყურადღება მიაქციეთ პროგრამაში შესვლის და მისი გამორთვის თავისებურებებს. სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ელექტრონული გზამკვლევებით ან ვიდეო ინსტრუქციით, რომელსაც მარტივად იპოვით საძიებო სისტემების საშუალებით.
 - გაეცანით ვიდეოკავშირის დაწყებისა და შეწყვეტის თავისებურებებს.

 - გაეცანით ხმის რეგულირების თავისებურებებს.

3. წინასწარ შეარჩიეთ განათება და ფონი, რომელშიც კომფორტულად იგრძნობთ თავს.

4. სასურველია გამოიყენოთ ყურსასმენი.

5. გაითვალისწინეთ, რომ პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ აკონტროლოთ თუ რამდენი პირია საუბარში ჩართული.

6. საუბრის დასრულებისას, გაითვალისწინეთ, რომ საკომუნიკაციო ფანჯრის ეკრანიდან გაქრობა არ ნიშნავს კავშირის შეწყვეტას. არასასურველი ვითარების თავიდან ასაცილებლად დარწმუნდით, რომ კავშირი ნამდვილად შეწყვეტილია.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი