სესია III სტრესი - ნორმა თუ პათოლოგია?!
დენდრონში მოქმებს covid19-ის პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური გამოწვევებისა და სტრესის მართვის პროგრამა.

მესამე შეხვედრა: "სტრესი - ნორმა თუ პათოლოგია" შეხვედრას გაუძღვება მაია ბეგაშვილი, დენდრონის ხელმძღვანელი, სახელმწიფო სერთიფიცირებული ექიმი ფსიქოთერაპევტი, ECP ევროპული სერთიფიცირების ერთადერთი ქართველი მფლობელი მულტიმოდალური მიმართულებით. ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი. სერთიფიცირებული სუპერვიზორი და ტრენერი.

ფსიქოგანათლების პროგრამის - მიზანია ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება და ყოველდღიური ფსიქო - სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება. ყოველკვირეული ლაივ ჩართვები გაიმართება დაცულ და უსაფრთხო სივრცეში, დახურულ ფეისბუქ ჯგუფში, სადაც მონაწილეები მოხვდებიან რეგისტრაციის შემდეგ. პროგრამა დამყარებულია დენდრონის ფსიქოთერაპევტთა ენთუზიაზმზე, ურთიერთთანამშრომლობასა და პროფესიულ და საზოგადოებრივ თვითშეგნებაზე. მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს უფასოდ. მესამე შეხვედრა შედგება შაბათს, 25 აპრილს, 17.00 საათზე. პროგრამა, რა თქმა უნდა, წარიმართება დისტანციურ რეჟიმში. დასწრება უფასოა.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ აპლიკაცია

პროგრამა ხორციელდება დენდრონის საზოგადოებრივი პროექტის, კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის ფარგლებში. პროგრამის ფარგლებში შეხვედრებს გაუძღვებიან დენდრონის საერთაშორისო კლასის ფსიქოთერაპევტები. კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის საქმიანობა მოიცავს ფსიქოგანათლების პროგრამას, ფსიქოკონსულტირების პროგრამას, სტრესის მართვის პრაქტიკუმს, სტატიებს თვითრეგულაციისა და ცნობიერების ამაღლებისათვის.

1. კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის პლატფორმის მიზნები;

2. კორონავირუსთან დაკავშირებით მენტალური ჯანმრთელობის წინაშე წამოჭრილი გამოწვევები;

3. ფსიქოგანათლების უფასო პროგრამა;

4. ვრცლად პლატფორმის შესახებ იხილეთ ბმული.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი