სესია VI გვემუქრება თუ არა კორონავირუსი ფსიქოტრავმით
შაბათი ფსიქოგანათლების დღეა❣
მე-6 სესიის თემაა: - გვემუქრება თუ არა კორონავირუსი ფსიქოტრავმით
- სესია გაიმართება შაბათს, 16 მაისს, 17.00 საათზე. დაცულ და უსაფრთხო სივრცეში-დახურულ ჯგუფში, სადაც მონაწილეები მოხვდებიან რეგისტრაციის შემდეგ.

სესიას გაუძღვება ნინო კობახიძე - ფსიქოთერაპევტი, დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი. ფსიქოდიაგნოსტიკისა და კონსულტირების მაგისტრი.

ფსიქოგანათლების პროგრამის მიზანია ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება და ყოველდღიური ფსიქოსოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება. პროგრამა დამყარებულია დენდრონის ფსიქოთერაპევტთა ენთუზიაზმზე, ურთიერთთანამშრომლობასა და პროფესიულ და საზოგადოებრივ თვითშეგნებაზე. მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს უფასოდ.

პროგრამა წარიმართება დისტანციურ რეჟიმში. დასწრება უფასოა.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
პროგრამის ფარგლებში შეხვედრებს გაუძღვებიან დენდრონის საერთაშორისო კლასის ფსიქოთერაპევტები. კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის საქმიანობა მოიცავს ფსიქოგანათლების პროგრამას, ფსიქოკონსულტირების პროგრამას, სტრესის მართვის პრაქტიკუმს, სტატიებს თვითრეგულაციისა და ცნობიერების ამაღლებისათვის.

1. კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის პლატფორმის მიზნები

2. კორონავირუსთან დაკავშირებით მენტალური ჯანმრთელობის წინაშე წამოჭრილი გამოწვევები 

3. ფსიქოგანათლების უფასო პროგრამა

4. ვრცლად პლატფორმის შესახებ იხილეთ ბმული

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი