ფსიქოგანათლების პროგრამის მე-4
სესია დაეთმობა თქვენს შეკითხვებს.
სესიის ფარგლებში თქვენ შეძლებთ
ანონიმურობის დაცვით მოგვწეროთ კითხვები თქვენთვის აქტუალურ
პრობლემებზე ბმულის საშუალებით:
https://drive.google.com/open?id=1dMstUNWQt-yjxCcKDfYkEqhPLmljUJmzhdMuS_klGA4
შეკითხვები შეგიძლიათ
დასვათ ყველა საკითხზე, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი, აქტუალური ან
პრობლემურია.
თქვენს მიერ გადმოგზავნილ
შეკითხვებს ფეისბუქ ლაივის საშუალებით პასუხს გასცემს ფსიქოთერაპევტი
მაია ბეგაშვილი.
ლაივ შეხვედრა შედგება შაბათს, 2 მაისს, 17.00 საათზე. დენდრონის ფეისბუქის გვერდის საშუალებით იხილეთ ბმული.
მაია ბეგაშვილი - სახელმწიფო
სერთიფიცირებული ექიმი ფსიქოთერაპევტი, ECP ევროპული სერთიფიცირების
ერთადერთი ქართველი მფლობელი მულტიმოდალური მიმართულებით. ECIP
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატის მფლობელი.
სერთიფიცირებული სუპერვიზორი და ტრენერი.
ფსიქოგანათლების პროგრამის მიზანია
ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება და ყოველდღიური ფსიქო -
სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება.
პროგრამა დამყარებულია დენდრონის
ფსიქოთერაპევტთა ენთუზიაზმზე, ურთიერთთანამშრომლობასა და პროფესიულ და
საზოგადოებრივ თვითშეგნებაზე. მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ
მსურველს უფასოდ.