დენდრონის პარტნიორი
ორგანიზაციების: ქალთა და ბავშვთა გაძლიერების და
განვითარების ინსტიტუტის - ვედ ჯორჯიას,
ფსიქოთერაპიის და ქოუჩინგის ცენტრის - ლებ
ლაიფის და ოჯახური კრიზისების
დაძლევის ცენტრის მიერ
შემუშავებული პროგრამა ,, ჩვენ თქვენთან ვართ" განკუთვნილია
ემიგრანტებისათვის და ემსახურება მათ ბიო-ფსიქო-სოციალურ
გაჯანსაღებაზე ზრუნვას. დენდრონი მიესალმება და მხარს უჭერს
პროფესიონალ ფსიქოთერაპევტთა ძალისხმევას COVID-19-თან დაკავშირებული
ფსიქოლოგიური გამოწვევების აღმოფხვრისათვის.
ამ მიზნით ემიგრანტების დახმარებას უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ფსიქოთერაპევტები და ქოუჩები.
ფორსმაჟორულ
სიტუაციებში (პანდემია, ეპიდემია, სტიქიური მოვლენები, ომი,
მიწისძვრა, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც კონტროლს
არ ექვემდებარება და რომელთა თავიდან აცილება შეუძლებელია)
ემიგრანტებს გაეწევათ უსასყიდლოდ ონლაინ მომსახურება, როგორც
ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული ინტერვენციისათვის, ასევე ზოგადად
მენტალური გაჯანსაღებისათვის.დახმარების ფორმები: ფსიქოგანათლება,
ფსიქოკორექცია, ფსიქოთერაპია, ქოუჩინგი.
,, ჩვენ თქვენთან ვართ"-გვერდი შექმნილია საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელიც ჩამოყალიბებულია- ,, ვედ ჯორჯია", ,, ლებ ლაიფი"-ს და ,,ოჯახური კრიზისების დაძლევის ცენტრი"-ს ორგანიზაციების გაერთიანებით.
პროგრამის ფარგლებში დახმარებას
გაგიწვეენ დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო
აკადემიის კურსდამთავრებული, ევროპული კვალიფიკაციის ინტეგრირებული
ფსიქოთერაპევტები.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.