ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული
კონსულტირება ფსიქოთერაპიული მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და
საშუალებას გაძლევთ გაიაროთ ფსიქოკონსულტაცია უფასოდ.
კონსულტაცია შედგება Zoom-ის გამოყენებით წინასწარი რეგისტრაციისა და დროის შეთანხმების შემდეგ.
კონსულტაციის დღეებია:
სამშაბათი 12.00-15.00
ოთხშაბათი 15.00 - 18.00
ხუთშაბათი 15.00 - 18.00
პროგრამა ხორციელდება დენდრონის
პროექტის, კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის
პლატფორმის ფარგლებში.
პროგრამა დამყარებულია დენდრონის
ფსიქოთერაპევტთა ენთუზიაზმზე, ურთიერთთანამშრომლობაზე და მაღალ
საზოგადოებრივ და პროფესიულ თვითშეგნებაზე.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
ჩვენი მუშაობის მიზანია ზრუნვა მოსახლეობის მენტალურ ჯამრთელობასა და ემოციურ კეთილდღეობაზე. მიმდინარე გამოწვევებთან და სტრესებთან გამკლავების ხელშეწყობა ტრავმული სტრესის, პოსტტრავმული გართულებებისა და ადაპტაციის სხვადასხვა ტიპის დარღვევების პრევენციის მიზნით.
კონსულტირებას აწარმოებენ დენდრონის საერთაშორისო კლასის ECIP სერთიფიცირებული ფსიქოთერაპევტები.
ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა:
პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ იმ პირებს, ვისაც უშუალოდ შეეხო კორონავირუსის პანდემია (ასევე მათი ოჯახის წევრებს), და ყველა სხვა პირს, ვინც თვლის, რომ ზიანი მიადგა პანდემიასთან დაკავშირებული თანამდევი მოვლენებით (თვითიზოლაცია, სამსახურებრივი და ოჯახური სირთულეები და სხვა). ფსიქოკონსულტირების სამუშაო თემატიკა იქნება ამ მდგომარეობით გამოწვეული შფოთვა, სტრესი, ფორიაქი, შიში, თვითიზოლაციით გამოწვეული სხვადასხვა სახის დისკომფორტი.
კრიზისების მართვისა და მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ფსიქოთერაპიული პლატფორმის საქმიანობა მოიცავს ფსიქოგანათლების პროგრამას, ფსიქოკონსულტირების პროგრამას, სტრესის მართვის პრაქტიკუმს, სტატიებს თვითრეგულაციისა და ცნობიერების ამაღლებისათვის.
ვრცლად პლატფორმის შესახებ იხილეთ ბმული.