რეკომენდაცია მომზადებულია EAP-ის ეგიდით, ქართულენოვანი ვერსია მომზადებულია ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების სახლ დენდრონის მიერ.
კვალიფიციური ფსიქოთერაპისათვის საქართველოში
ნაწილი II კლინიკური საკითხები
ნაწილი I შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
ადამიანები ონლაინ სივრცეში სხვაგვარად იქცევიან. საპასუხოდ თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ თქვენი თეორიული პერსპექტივის ან კლინიკური ტექნიკების ადაპტირება. უფრო კონკრეტულად:
- „ციფრული ადგილობრივებისთვის“, რომლებიც აღიზარდნენ ონლაინ
სამყაროსთან ერთად, ბევრად ნაცნობია ეს სივრცე, ვიდრე „ციფრული
ემიგრანტებისთვის“, რომელთაც მოუწიათ მოგვიანებით სწავლა.
-
თვენ შესაძლოა დაკარგოთ ფსიქოლოგიური კავშირი ზოგიერთ კლიენტთან,
მაშინ როდესაც სხვები უფრო მეტად მოახერხებენ ინტიმურ საკითხებზე
საუბარს, განსაკუთრებით სატელეფონო და ტექსტური შეტყობინებებით
მუშაობის დროს.
-
ონლაინ განმუხრუჭების ეფექტი მოიაზრებს, რომ ზოგიერთი ადამიანი უფრო
სწრაფად და ინტენსიურად გაიხსნება ონლაინ სივრცეში. ამან შესაძლოა
გამოიწვიოს გაოცება საწყის ეტაპზე:
-
შედეგად წინააღმდეგობები და დაცვის მექანიზმები შესაძლოა იყოს ბევრად
შემცირებული.
-
„ძალაუფლების სხვაობას“ ცვლის ბევრად უფრო თანასწორი
ურთიერთობა:
- თქვენ აღარ
იქნებით თერაპიის „მფლობელი“ იმავე დოზით;
- კლიენტები ხშირად უფრო ბუნებრივები არიან, ვიდრე პირისპირ შეხვედრის შემთხვევაში;
- მოქმედებენ უფრო, როგორც კლიენტები და არა როგორც პაციენტები.- ასევე, „თავისუფალ ასოციაციებს“ უნდა შევხედოთ განსხვავებულად ონლაინ სივრცეში:
- კლიენტებთან შეხვედრა მოხდება მათ პირად სივრცეში;
- მათ შეეძლებათ გაჩვენონ ფოტოები, ნივთები,
არტეფაქტები.
- ისინი შესაძლოა გამოცხადნენ სხვადასხვა ოთახებიდან ან ბაღიდან.
-
მათ შესაძლოა გამოიყენონ შინაური ცხოველები, ბალიშები, საკვები და
ა.შ. დაცვის სახით.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს მასალა მოწოდებულია გასააზრებლად და
პრაქტიკაში დასანერგად და არა კრიტიკისათვის.
-
მუშაობა
სტრუქტურირებულ ელექტრონულ ფოსტასთან, ტელეფონთან ან ტექსტურ
შეტყობინებებთან შესაძლოა იყოს ძალიან ინტენსიური სათანადო შესრულების
შემთხვევაში (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონტრ - ტრანსფერი).
თუმცა, დაუდევარ თერაპევტს შესაძლოა ადვილად გაეფანტოს ყურადღება და
დაკარგოს კონცენტრაცია.
- სხვადა
სხვა მოდალობებს შეუძლიათ და სასურველია განახორციელონ საკუთარი
ტექნიკების მოდიფიცირება, მაგალითად არტ თერაპევტებმა, კოგნიტურ
ანალიტიკურმა თერაპევტებმა, ფსიქოანალიტიკური სკოლის
წარმომანდგენლებმაც კი.
-
თქვენ დაგჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ხმისთვის,
განათებისა და გარემოსთვის ვიდეოს გამოყენების შემთხვევაში.
გადაამოწმეთ, როგორ გამოჩნდება ეს ყველაფერი ცლიენტის თავლით ონლაინ
მუშაობის დაწყებამდე.
ზოგადად თერაპევტები
შესაძლოა შეწუხებულნი იყვნენ ონლაინ თერაპიის დროს მიმდინარე
მოვლენებით. თუმცა არსებობს პარალელები პირისპირ მუშაობასთან
მიმართებაში.
- პაციენტები
ცხადდებიან დაგვიანებით და გვალოდინებენ
-
ისინი ტოვებენ სივრცეს მოულოდნელად - გადიან სივრციდან, ხურავენ
კომპიუტერის ზედაპირს;
-
იკარგება კონტაქტი, ვინმე აკაკუნებს თქვენს კარზე
-
იცმევენ ან იქცევიან შეუსაბამოდ
-
შესაძლოა სესიის ბოლოს დაგვტოვონ აფორიაქებული მათი უსაფრთხოების გამო
და ჩვენთვის შეუძლებელი იყოს რაიმე ქმედების
განხორციელება.
დაგჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღების დათმობა თერაპიის დასასრულისთვის და იმისთვის როგორ იქნებიან ისინი მხარდაჭერილი.
სუპერვიზია და ტრენირება
ვინაიდან ონლაინ მუშაობა ძირითადად ისეთივეა, როგორც პირისპირ მუშაობა, შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, ვიპოვოთ სუპერვიზორი, რომელმაც იცის ონლაინ მუშაობა.
უფრო კარგი იქნება, თუ იპოვით კარგ ტრენინგს ონლაინ მუშაობაში.