კორონავირუსი ჩვენი სამყაროს ახალი
გამოწვევაა, რომელიც გარემოსთან მიწყობის ახალებურ უნარ-ჩვევებს,
საკუთარი არსებობისა და მოვლენების სიღრმისეულ გაგებასა და გააზრებას
საჭიროებს, თუმცა მხოლოდ გამოწვევაა... და დაძლევადი!
მჯერა, მაღალი მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, თვითორგანიზება, მიღება და ზუსტად შესრულება იმ რეკომენდაციების, თუ მითითებების, რომელთაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დარგის სპეციალისტები იძლევიან გამოწვევას მართვადს და დაძლევადს გახდის.

მთავარია გვწამდეს სიკეთის და ვიყოთ მადლიერი პირველ რიგში იმ ქართველი ღირსეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, ინფექციონისტების, რომლებიც საკუთარ თავზე მიიღეს პირველი დარტყმა და გმირულად და საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ზრუნავენ ჩვენს დაინფიცირებულ თანამოქალაქეებზე. მადლიერი ვიყოთ სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტროს იმ უწყებების, რომლებმაც შექმნეს მოხერხებული და ქმედითი სისტემა ინფექციასთან ბრძოლისათვის. მადლიერება გვმართებს სამყაროსადმი, რომელმაც მრავალი ბედნიერი საათი გვაჩუქა და გულში მუდამ დავიტოვოთ ადგილი მარადიული ჭეშმარიტებისათვის, რომელსაც სიყვარული ჰქვია! ...და ყველაფერი კარგად იქნება.