გიწვევთ ჯგუფურ
ფსიქოთერაპიაზე პროფესიონალ ფსიქოლოგებს,
ფსიქოკონსულტანტებს, ფსიქოთერაპევტებს, ექიმ ფსიქოთერაპევტებს,
ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მოდალობის კურსების
მსმენელებს, პედაგოგებს, აღმზრდელებს, მშობლებს,
ოჯახურ წყვილებს და ყველა
დაინტერესებულ პირს თერაპიული ჯგუფი არის დაცული, პროფესიული გარემო,
სადაც საშუალება
გექნებათ ისაუბროთ თქვენს
პრობლემებზე და სირთულეებზე, მიიღოთ
პროფესიული დახმარება და პასუხები
თქვენთვის მნიშვნელოვან პიროვნულ
კითხვებზე.
ფსიქოლოგები, ფსიქოკონსულტანტები
და ფსიქოთერაპევტები მოიპოვებენ მათთვის სავალდებულო პირადი (ჯგუფური,
ინდივიდუალური) თერაპიის საათებს, რაც დადასტურდება შესაბამისი
ორენოვანი (ქართული/ინგლისური) სერტიფიკატით.
თერაპიული ჯგუფის მიზანია:
1. პროფესიონალური
საქმიანობის წარმოების გაადვილება,
2. დარგით დაინტერესებული
პირებისთვის სათანადო სერვისის მიწოდება.
3. იმ ადამიანების დახმარება,
რომლებსაც აქვთ ფსიქოლოგიური (კომუნიკაციური, ემოციური,
პიროვნული, პროფესიონალური) სირთულეები,
4. აქტუალურ ცხოვრებისეულ
საკითხებში იმ პასუხების მოძიება და
მოპოვება, რომელიც მათ დაეხმარებათ
გარემოსტან უკეთ ადაპტირებაში.
5. ახალი, უფრო სავსე და
წარმატებული ცხოვრების დაგეგმვა და
განხორციელება
თერაპიულ ჯგუფში მონაწილეობის
უპირტესობები:
1. ჯგუფის წევრებს საშუალება აქვთ ახლოს გაიცნონ საკუთარი თავი, გამოავლინონ და მიიღონ, როგორც საკუთარი, ასევე სხვა ადამიანების უნიკალურობა.
2. ჯგუფში ყოფნა თითოეულ
მონაწილეს უადვილებს გარემოსთან ადაპტაციას:
- პირადი სირთულეების
გააზრებით
- საკუთარი შინაგანი ცხოვრებისადმი
მეტი ყურადღებით
- სამყაროს აღქმის რუქის
გაფართოებით
3. ჯგუფის წევრებს
საშუალებას აქვთ სხვა კუთხით შეხედონ საკუთარ თავსა და
მიმდინარე მოვლენებს.
4. ეხმარება მათ სწორი არჩევანის
გაკეთებაში
5. ეხმარება მათ ფსიქო/ფიზიკურ
გაჯანსაღებაში
6. ეხმარება ჯგუფის
წევრებს არსებული, თითქოს გადაუჭრელი სირთულეების
დაძლევაში.
7. გაჯანსაღებისა და მდგომარეობის
გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ფაქტორია სხვა ადამიანთა ურთიერთობებში
ჩართულობა, მათთვის თანაგრძნობა და მხარდაჭერა, სხვა ადამიანის
მეშვეობით საკუთარი შეცდომების ამოცნობა, რასაც მოყვება საკუთარი
ტკივილისგან განთავისუფლება, თავდაჯერებლობა, შიშისა და შფოთვის
დაძლევა, ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
ჯგუფის მუშაობის პირობები:
ჯგუფი მუშაობს პროფესიონალ
წამყვანთან ერთად, დახურულ რეჟიმში, ანუ ერთხელ ჩამოყალიბებული ჯგუფი
აგრძელებს მუშაობას ბოლომდე, ახალი წევრების მიერთების გარეშე, რაც
ხელს უწყობს ჯგუფის წევრებისთვის დაცულობის, გულწრფელობის,
გახსნილობის ატმოსფეროს შენარჩუნებას.
სამუშაო
მიმართულებები:ფსიქოსინთეზი, სიმბოლდრამა, ფსიქოდრამა,
გეშტალტთერაპია, ნლპ, ნლპ ქოუჩინგი, ფსიქოდინამიური ფსიქოთერაპია,
ზღაპართერაპია.
ჯგუფის სამუშაო თემები:
-პიროვნული კონფლიქტები
- კომუნიკაციური სირთულეები
- ბავშვთა და მშობელთა
ურთიერთობების პრობლემები
- ქალსა და მამაკაცს შორის
პრობლემური პარტნიორული ურთიერთობები
- შიშები, ფობიები, პანიკური
შეტევები, აკვიატებული მდგომარეობები
- ნევროტული მდგომარეობები
- ძილის სხვადასხვა სახის
დარღვევები
- დეპრესიული მდგომარეობები
- დამოკიდებულებათა სინდრომები
(საკვებდამოკიდებულება და ა. შ...)
ჯგუფის მუშაობის პირობები:
1) ჯგუფი არის დახურული, ანუ
ერთხელ ჩამოყალიბებულ ჯგუფში ახალი წევრები არ დაიშვებიან;
2) მონაწილეთა რაოდენობა -
10-12
3) ჯგუფი თვითონ ირჩევს სამუშაო
თემას
4) ჯგუფის მუშაობის ხანგრძლივობა
განისაზღვრება სამუშაო თემის სირთულითა და მონაწილეთა სურვილით
5) შეხვედრების სიხშირე - კვირაში
1 დღე, ხანგრძლივობა - 4 სთ
6) 1 შეხვედრის ღირებულება -
სპეციალისტებისთვის (ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი) პირადი ჯგუფური
თერაპიის ფორმატში.
თერაპიულ ჯგუფებში ვიწვევთ ფსიქოლოგებს, ფსიქოთერაპევტებს (პირადი ჯგუფური თერაპია), პედაგოგებს, მედიკოსებს, მშობლებს, ოჯახურ წყვილებს და ყველა სხვა დაინტერესებულ პირს.
წამყვანი:
მაია ბეგაშვილი -ფსიქოთერაპევტი
(ECP), მულტიმოდალი, ნლპ - ოსტატი, ნარკოლოგი, ფსიქიატრიის
დოქტორანტი
სამუშაო მიმართულებები - კლიენტზე
ცენტრირებული თერაპია, ფსიქოდინამიური ფსიქოთერაპია, ფსიქოსინთეზი,
გეშტალტთერაპია, ნლპ, ნლპ-ქოუჩინგი, ფსიქოდრამა, ზღაპართერაპია,
ოჯახური ფსიქოთერაპია
ჯგუფში მოსახვედრად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია და 1 თვის ღირებულების გადახდა. რეგისტრაციისა და გადახდის რეკვიზიტების მისაღებად გამოგზავნეთ შეტყობინება ელ. მისამართზე: pps.dendroni@gmail.com, begashvili.maia@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ „ჯგუფური
თერაპია“.
საკონტაქტო ტელეფონები: +995 (599) 505 898, F