ფსიქოთერაპიული კლინიკა
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე აწარმოებს პირის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასებას.

შეფასება წარმოებს კომისიური წესით, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ.

კომისიის შემადგენლობა ყალიბდება ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასების შესახებ მომართვის საფუძველზე საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტებისგან (ფსიქოთერაპევტი, ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოდიაგნოსტიკაში სპეციალიზირებული ფსიქოლოგი).

შეფასების შედეგების საფუძველზე დგება დასკვნა საჭიროებისამებრ წარსადგენად.

გამოსაკვლევ პირთან შეხვედრების რაოდენობა: 7 შეხვედრა.
ღირებულება ზრდასრულებისთვის: 150 ლარი (თითოეული შეხვედრა).
დენდრონის ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს საქართველოში პირველი ფსიქოთერაპიული კლინიკა ონლაინ.

ონლაინ კლინიკა ატარებს ფსიქოთერაპიული კლინიკის ყველა მახასიათებელს ამავდროულად, იძლევა ნებისმიერი ფსიქოთერაპიული სერვისის დისტანციურად მიღების საშუალებას.
კორონავირუსის გავრცელების რისკთან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დენდრონის ფსიქოთერაპიული კლინიკა იწყებს დისტანციური მომსახურების განხორციელებას.

დარგის მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე, ფსიქოთერაპიული სერვისის მიღებისას პაციენტს/კლიენტს შეუძლია თავად აირჩიოს ფსიქოთერაპიული კონსულტირების მისთვის მისაღები ფორმა (ვიზიტი ან დისტანციური კონსულტირება).
დენდრონი განაგრძობს საქართველოში ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას.

სტატია შედგენილია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებულ სტანდარტზე დაყრდნობით.

კვალიფიციური ფსიქოთერაპიული სერვისის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პაციენტი/კლიენტი სრულად იყოს ინფორმირებული მის მიერ მისაღები მომსახურების შესახებ.

რა არის შფოთვა?

შფოთვა (anxiety) ფსიქიკის დისკომფორტის მდგომარეობაა, შფოთვა ბუნებრივი და თანდაყოლილი მახასიათებელია ადამიანისთვის, ის ერთგვარი ნეგატიური ემოციაა, რომელიც ვლინდება გაურკვეველი საფრთხის შეგრძნებით და აისახება როგორც ფსიქიკური პროცესების განხორციელების სიზუსტესა და სისწრაფეზე, ასევე ცვლის ორგანიზმის ფიზიკურ/ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.

გიწვევთ  ჯგუფურ  ფსიქოთერაპიაზე  პროფესიონალ  ფსიქოლოგებს,  ფსიქოკონსულტანტებს, ფსიქოთერაპევტებს, ექიმ ფსიქოთერაპევტებს,  ფსიქოთერაპიის  სხვადასხვა  მოდალობის  კურსების  მსმენელებს,  პედაგოგებს,  აღმზრდელებს, მშობლებს, ოჯახურ   წყვილებს  და  ყველა  დაინტერესებულ პირს თერაპიული ჯგუფი არის დაცული, პროფესიული გარემო, სადაც საშუალება
გექნებათ ისაუბროთ თქვენს პრობლემებზე და სირთულეებზე, მიიღოთ
პროფესიული დახმარება და პასუხები თქვენთვის მნიშვნელოვან პიროვნულ
კითხვებზე.

 

ინდივიდუალური და ჯგუფური სუპერვიზია

 

სუპევიზია ერთგვარი სწავლების ფორმაა ფსიქოთერაპევტებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ტრენერებისთვის, ქოუჩებისთვის, რომელთაც გააჩნიათ დარგში მოღვაწეობის გარკვეული გამოცდილება. იგი ყოველთვის მუშაობის პროცესისკენაა მიმართული და მიზნად ისახავს სპეციალისტისთვის ცოდნის გაღრმავებას, პროფესიული უნარ/ჩვევების გამომუშავებას და პროფესიული საქმიანობის სრულყოფას.

 

რა არის მობილური დაუყოვნებელი ფსიქოთერაპია/ ფსიქოკონსულტირება?
ეს არის იმ პაციენტის / კლიენტის ფსიქოთერაპიული/ ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისი, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო უჭირს ფსიქოთერაპევთან/ ფსიქოკონსულტანტთან ვიზიტის განხორციელება, მაგრამ საჭიროებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ასეთი მიზეზი შესაძლოა იყოს: ავადობა, შიშები, ფობიები, დეპრესია, თვითიზოლაცია, სხვადასხვა სპეციალიზირებულ დაწესებულებაში მკურნალობა
ქვიშათერაპია თანამედროვე ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ერთერთი უნიკალური და ეფექტური მიმართულებაა. ამერიკელი ინდიელები მრავალი საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ „ქვიშის სახეებს“ ჰარმონიის აღდგენისა და კარგი გუნება-განწყობის შექმნისთვის. დღეს კი ეს არის საშუალება სამყაროსთან და საკუთარ თავთან ურთიერთობის მოწესრიგებისთვის. ქვიშათერაპია წარმატებით გამოიყენება დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, თუმცა ის ნაკლებად არის ცნობილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ფსიქოლოგიური დახმარების ეს მეტად საინტერესო და ეფექტური საშუალება ჩვენს ქალაქშიც არის ხელმისაწვდომი ფსიქოთერაპიულ ცენტრში “დენდრონი”

პარტნიორები