ფსიქოთერაპიული კლინიკა ონლაინ
დენდრონის ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს საქართველოში პირველი ფსიქოთერაპიული კლინიკა ონლაინ.

ონლაინ კლინიკა ატარებს ფსიქოთერაპიული კლინიკის ყველა მახასიათებელს ამავდროულად, იძლევა ნებისმიერი ფსიქოთერაპიული სერვისის დისტანციურად მიღების საშუალებას.

დისტანციური ფსიქოთერაპია გულისხმობს კონსულტირების სრული პროცესის წარმართვას ონლაინ რეგისტრაციის მომენტიდან სრული კურსის ამოწურვამდე.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული.

ფსიქოთერაპიული კლინიკა ონლაინ ემსახურება კორონავირუსით გამოწვეული ახალი რეალობის გათვალისწინებით ნებისმიერი ადამიანისათვის ფსიქოთერაპევტთან ვიზიტიტის ანალოგიური დისტანციური სერვისის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. პანდემიის პირობებში უსაფრთხო ფსიქოთერაპიული სერვისის წარმოებას როგორც ზრდასრულების, ასევე მოზარდებისათვის.

დისტანციური მომსახურების ფორმით შესაძლებელია ჩაწერა:
- ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიულ სესიაზე;
- ოჯახურ ფსიქოთერაპიულ სესიაზე;

იმ შემთხვევაში თუ აღგენიშნებათ:
• შფოთვა ან კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
• სტრესთან გამკლავების პრობლემები ან სტრესული სიტუაციებისგან თავის დახსნის სირთულე;
• უნდობლობა და სიმორცხვე;
• დეპრესია, გუნება-განწყობის დაქვეითება, სევდა, სიცარიელის შეგრძნება;
• გუნება-განწყობის ცვალებადობა;
• ურთიერთობების დამყარებისა ან შენარჩუნების სირთულე, ან ახალი ურთიერთობის დაწყების შიში.
• სექსუალური პრობლემები;
• რაიმე სახის დანაკლისები: სამსახურის დაკარგვა, განქორწინება, ფიზიკური დანაკლისი;
• კვებითი დარღვევები;
• თვითდაზიანების სურვილი;
• აკვიატებული ქცევა;
• პანიკური შეტევა და ფობია;
• სხვადასხვა დამოკიდებულებები 

ინფორმაცია დენდრონის სპეციალისტების და მათი კვალიფიკაციის შესახებ: ჩვენი გუნდი.

ონლაინ კონსულტირებისთვის გამოიყენება უსაფრთხო დისტანციური პლატფორმები როგორიცაა Zoom, Microsoft teams.

კონსულტირების საფასურის გადახდა ხდება ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით რეგისტრაციის გავლისა და რეგისტრატორის მიერ მისი წარმატებით დასრულების დადასტურების შემდგომ.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული.

შეგახსენებთ! დენდრონში ფუნქციონირებს კრიზისების მართვის პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც კორონავირუსით და მისი თანამდევი მოვვლენებით გამოწვეულ სირთულებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო კონსულტირებით.


პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

კორონავირუსის გავრცელების რისკთან
დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დენდრონის
ფსიქოთერაპიული კლინიკა იწყებს დისტანციური მომსახურების
განხორციელებას.

დარგის მაღალი სენსიტიურობიდან
გამომდინარე, ფსიქოთერაპიული სერვისის მიღებისას პაციენტს/კლიენტს
შეუძლია თავად აირჩიოს ფსიქოთერაპიული კონსულტირების მისთვის მისაღები
ფორმა (ვიზიტი ან დისტანციური კონსულტირება).
კორონავირუსის გავრცელების რისკთან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დენდრონის ფსიქოთერაპიული კლინიკა იწყებს დისტანციური მომსახურების განხორციელებას.

დარგის მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე, ფსიქოთერაპიული სერვისის მიღებისას პაციენტს/კლიენტს შეუძლია თავად აირჩიოს ფსიქოთერაპიული კონსულტირების მისთვის მისაღები ფორმა (ვიზიტი ან დისტანციური კონსულტირება).
დენდრონი განაგრძობს საქართველოში
ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას.

სტატია შედგენილია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ
შემუშავებულ სტანდარტზე დაყრდნობით.

კვალიფიციური ფსიქოთერაპიული სერვისის უზრუნველსაყოფად აუცილებელია
პაციენტი/კლიენტი სრულად იყოს ინფორმირებული მის მიერ მისაღები
მომსახურების შესახებ.
დენდრონი განაგრძობს საქართველოში ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას.

სტატია შედგენილია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებულ სტანდარტზე დაყრდნობით.

კვალიფიციური ფსიქოთერაპიული სერვისის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პაციენტი/კლიენტი სრულად იყოს ინფორმირებული მის მიერ მისაღები მომსახურების შესახებ.
დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898