დიალოგი - ანეტას ბლოგი
დენდრონის საავტორო კუთხის მე-2 ნაკადის შერჩეული ავტორის, ანეტას (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი) ბლოგი თემით "შინაგანი დიალოგი".

გთავაზობთ საავტორო ჩანაწერს უცვლელად: საავტორო კუთხის ავტორები არ არიან შეზღუდულნი გამოხატონ ორგანიზაციის პოზიცია, მეცნიერულად დადასტურებული ან საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებები.

დიალოგი-საუბარი ორ ან მეტ ადამიანს შორის. რა იცვლება სიტყვა „შინაგანი“-ს დამატებით? საკუთარი თავი უზის „მე“-ს და ესაუბრება ჩვენს შიგნით? გაორება გვჭირს თუ გასამება? თითქოს ორი კლონი გამოგვეყო, რომელიც შინაგანად სახლობს და საუბრობს ერთმანეთთან. ჩვენთვის ეს ფიქრის მხატვრული ელფერით აღქმაა თუ ,ყოველგვარი კლონირების გარეშე, განუწყვეტელი მონოლოგი მიმართული საკუთარი თავის, გარშემომყოფებისა და სამყაროსადმი?

როდესაც ვსაუბრობთ, ეს, თითქოს, თავისთავად ნიშნავს დიალოგს; გვაქვს ცნობიერი თუ ნაწილობრივ გაუცნობიერებელი მოლოდინი რომ გვიპასუხებენ, თუნდაც უსიტყვოდ; შინაგანი მონოლოგი დიალოგში გადადის, უფრო სწორად, შეიძლება დავუშვათ, რომ არის კიდეც.

როდესაც ვფიქრობთ, ანუ ვამბობთ შინაგანად, მაგალითად, „ყვავილი“, „ბოთლი“, „მწყურია“, ვინ თუ არა საკუთარი თავი გვისმენს, დიალოგშია ჩვენთან; სახმო იოგებს იმდენად არ ვატოკებთ, რომ სხვებმა გაიგონ, თუმცა, შესაძლოა, ჟესტიკულაციით ან მიმიკით არავერბალური ინიციატორები ვიყოთ გარშემომყოფებთან დიალოგის დაწყებისა; გაცნობიერებულად თუ ნაწილობრივ გაუცნობიერებლად საკუთარი თავისგან ველით პასუხის გაცემას.

როგორი შეიძლება იყოს პასუხი? ლოგიკურია, წესით, კითხვის, მომართვის შესაბამისი; შესაბამისობა კი, მომდინარეობს მოპასუხის ფსიქოლოგიური განვითარებიდან და მდგომარეობიდან. მოსაუბრისგან მიღებული ვერბალური თუ არავერბალური რეაქციის მიხედვით, ჩვენში შექმნილი მდგომარეობის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს,აგრეთვე, საკუთარი თავისგან მომდინარე „პასუხის პასუხიც“.

თუ ნეგატიურ დიალოგს წარვმართავთ „მე“-სთან, შეიკვრება ერთგვარი მანკიერი წრე, რომელიც უფრო და უფრო გაზრდის დისტრესს. უარყოფითი ზემოქმედების მქონე დიალოგში იგულისხმება ერთი შეხედვით ქაოტური აზრებიც.

ალბათ გვქონია შეხება, ან თუ არ გვქონია, წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც მწყობრი საუბრის მაგივრად, „წამოისვრის“ სხვადასხვა წინადადებას, ფრაზას, სიტყვებს, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთთან არც ისე მყარად ან საერთოდ არაა დაკავშირებული; არ გამომდინარეობს ერთმანეთისგან, არ მიჰყვება ერთმანეთს აზრობრივად. რა სახის ემოციებს გამოიწვევს ასეთი ადამიანის მოსმენა ან მასთან დიალოგი? ზოგისთვის ეს იქნება გამაღიზიანებელი, რისხვის გამომწვევიც კი; ზოგს შეიძლება შეეშინდეს; სხვები განიცდიან სიბრალულს; იქნებიან ისეთებიც, ვინც სიმშვიდითა და გაგებით მოეკიდება ამ ფაქტს.

სხვადასხვა შინაარსისა თუ გენეზის გარკვეულწილად ქაოტური ფიქრები, დროთა განმავლობაში, ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ჩვენზე, რომელსაც გაცნობიერებულად თუ ნაწილობრივ გაუცნობიერებლად შევიგრძნობთ დისტრესის სახით.

მწყობრი, ერთმანეთთან აზრობრივად, მიზეზშედეგობრივად დაკავშირებული ფიქრები მუსიკალურ ჰარმონიას ჰგავს; ქაოტურობა კი ხმაურივითაა, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს ფსიქოსომატიკაზე.

როდესაც ადამიანს რაიმე აწუხებს, ის ცდილობს სხვადასხვა გზებით განთავისუფლდეს დისტრესისგან. ზოგი ირჩევს გაქცევას, თავის არიდებას, სირაქლემას პოზიციაში ყოფნას; სხვები- არსებული პრობლემის მოგვარების გზების ძიებას ან ადაპტაციას გარკვეული მექანიზმებით.

ადამიანთა ნაწილი თვლის, რომ პრობლემა, დისტრესის წყარო შინაგანი დიალოგია, რომელიც წარმოადგენს ფიქრის განუწყვეტელ პროცესს; ფიქრის გარეშე კი ადამიანს არ შეუძლია არსებობა. მოწოდებულია არაერთი ტექნიკა, თუ როგორ „შევამციროთ“ და საბოლოოდ „გავაქროთ“ შინაგანი დიალოგი, რაც შეუძლებელია, რადგან ის, რომ უნდა წარმოვიდგინოთ „თეთრი ეკრანი“ ან „ვუყუროთ ნახევარსფეროს“ , შინაგანი დიალოგის ნაწილია; „ნახევარსფერო“, „თეთრი ეკრანი“, „ვმშვიდდები“, „სიმშვიდე“, „ვგრძნობ სიმშვიდეს“, „კარგია“, „დაძაბულობა“, „თავის გარშემო სტრესისგან გამოწვეული მოჭერითი ხასიათის შეგრძნება ნელ-ნელა იხსნება“-ფიქრებია, შინაგანი დიალოგია. ამ შემთხვევაში, თითქოს, მანკიერი წრის საპირისპირო რამ ხდება, ერთგვარი დადებითი ჯაჭვური რეაქცია.

ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ შინაგანი დიალოგი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვევის ფორმირებისთვის აუცილებელია გარკვეული ქმედების რეგულარულობა, საჭიროა ერთგვარი ვარჯიში, თავდაპირველად, თუნდაც კონცენტრირებაში, რასაც მოჰყვება ჩვევათა „ტრანსპოზიცია“ სიმშვიდის მოპოვების ტექნიკების რეპეტიტიულობის გათვალისწინებით; ეს პროცესები აისახება დისტრესის გამომწვევი ქაოტური ფიქრების ჰარმონიზებაში.

ადამიანი მისთვის დამახასიათებელი, ბუნებრივი პროცესის შეწყვეტის მაგივრად უნდა ეცადოს მის მართვას, მისგან სარგებლის მიღებას.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

დენდრონის საავტორო კუთხის მე-2 ნაკადის შერჩეული ავტორის, ლუკა
შამუგიას (აბიტურიენტი) ბლოგი თემით
დენდრონის საავტორო კუთხის მე-2 ნაკადის შერჩეული ავტორის, ლუკა შამუგიას (აბიტურიენტი) ბლოგი თემით "მარტოობის ფილოსოფია".

გთავაზობთ საავტორო ჩანაწერს უცვლელად: საავტორო კუთხის ავტორები არ არიან შეზღუდულნი გამოხატონ ორგანიზაციის პოზიცია, მეცნიერულად დადასტურებული ან საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებები.

რა არის მარტოობა? -დისტრესი. რა შეუძლია მარტოობას?-დეპრესიის გამოწვევა, გულის შეტევათა რისკის გაზრდა და სხვა.
ვფიქრობ საჭირო და აუცილებელია გავმიჯნოთ მარტოობა, როგორც საშუალება და მარტოობა, როგორც მიზანი. მე ვისაუბრებ მარტოობაზე, როგორც საშუალებაზე საკუთრი თავის შესაცნობად.
დენდრონის საავტორო კუთხის
ავტორების შერჩევა დაიწყო!

საავტორო კუთხის მეორე ნაკადის მიზნებია შექმნას მხარდაჭერის,
თვითგამოხატვისა და გაზიარების პლატფორმა საზოგადოებრივ აზროვნებაზე
კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური გავლენების
შემცირებისათვის.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას.

საავტორო კუთხის მეორე ნაკადის თემებია:
1. მე, როგორც სამყაროს ნაწილი
2. რესურსული მოგონებები
3. მარტოობის ფილოსოფია
4. ყოფნის ფილოსოფია
5. შინაგანი დიალოგი

ავტორი თავად ირჩევს საავტორო ჩანაწერის სათაურს. მთავარია, ჩანაწერი
პასუხობდეს ზემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთს.
დენდრონის საავტორო კუთხის ავტორების შერჩევა დაიწყო!

საავტორო კუთხის მეორე ნაკადის მიზნებია შექმნას მხარდაჭერის, თვითგამოხატვისა და გაზიარების პლატფორმა საზოგადოებრივ აზროვნებაზე კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისათვის.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას.

საავტორო კუთხის მეორე ნაკადის თემებია:
1. მე, როგორც სამყაროს ნაწილი
2. რესურსული მოგონებები
3. მარტოობის ფილოსოფია
4. ყოფნის ფილოსოფია
5. შინაგანი დიალოგი

ავტორი თავად ირჩევს საავტორო ჩანაწერის სათაურს. მთავარია, ჩანაწერი პასუხობდეს ზემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთს.