ავტორების შერჩევა დენდრონის საავტორო კუთხისთვის | ნაკადი II
დენდრონის საავტორო კუთხის ავტორების შერჩევა დაიწყო!

საავტორო კუთხის მეორე ნაკადის მიზნებია შექმნას მხარდაჭერის, თვითგამოხატვისა და გაზიარების პლატფორმა საზოგადოებრივ აზროვნებაზე კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისათვის.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას.

საავტორო კუთხის მეორე ნაკადის თემებია:
1. მე, როგორც სამყაროს ნაწილი
2. რესურსული მოგონებები
3. მარტოობის ფილოსოფია
4. ყოფნის ფილოსოფია
5. შინაგანი დიალოგი

ავტორი თავად ირჩევს საავტორო ჩანაწერის სათაურს. მთავარია, ჩანაწერი პასუხობდეს ზემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთს.

მონაწილეობის მისაღებად გამოაგზავნეთ საავტორო ჩანაწერი ელ. ფოსტაზე pps.dendroni@gmail.com
ავტორებს აქვთ თავისუფლება წარადგინონ საკუთარი ვინაობა მკითხველის წინაშე იმ სახით, რა სახითაც სურთ, იქნება ეს ნამდვილი სახელი და გვარი თუ ფსევდონიმი.

საავტორო ჩანაწერის მოცულობა თავისუფალია.

ავტორი არ არის შეზღუდული ასახოს ორგანიზაციის პოზიცია, ასევე მეცნიერულად დასაბუთებული ან საყოველთაოდ აღიარებული პოზიცია.

ჩანაწერები მიიღება 7 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.



საავტორო კუთხე არის დენდრონის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალბედა ავტორების წახალისებას თავისუფლად შექმნან და გამოაქვეყნონ საავტორო ჩანაწერები, გაუზიარონ პირადი და პროფესიული გამოცდილება სხვა ადამიანებს, გამოხატონ საზოგადოებრივი პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე, დაუახლოვდნენ აუდიტორიას და გავლენა მოახდინონ თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებაზე.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

დენდრონის საავტორო კუთხის მე-2
ნაკადის შერჩეული ავტორის, ანეტას (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის სტუდენტი) ბლოგი თემით
დენდრონის საავტორო კუთხის მე-2 ნაკადის შერჩეული ავტორის, ანეტას (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი) ბლოგი თემით "შინაგანი დიალოგი".

გთავაზობთ საავტორო ჩანაწერს უცვლელად: საავტორო კუთხის ავტორები არ არიან შეზღუდულნი გამოხატონ ორგანიზაციის პოზიცია, მეცნიერულად დადასტურებული ან საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებები.

დიალოგი-საუბარი ორ ან მეტ ადამიანს შორის. რა იცვლება სიტყვა „შინაგანი“-ს დამატებით? საკუთარი თავი უზის „მე“-ს და ესაუბრება ჩვენს შიგნით? გაორება გვჭირს თუ გასამება? თითქოს ორი კლონი გამოგვეყო, რომელიც შინაგანად სახლობს და საუბრობს ერთმანეთთან. ჩვენთვის ეს ფიქრის მხატვრული ელფერით აღქმაა თუ ,ყოველგვარი კლონირების გარეშე, განუწყვეტელი მონოლოგი მიმართული საკუთარი თავის, გარშემომყოფებისა და სამყაროსადმი?
დენდრონის საავტორო კუთხის მე-2 ნაკადის შერჩეული ავტორის, ლუკა
შამუგიას (აბიტურიენტი) ბლოგი თემით
დენდრონის საავტორო კუთხის მე-2 ნაკადის შერჩეული ავტორის, ლუკა შამუგიას (აბიტურიენტი) ბლოგი თემით "მარტოობის ფილოსოფია".

გთავაზობთ საავტორო ჩანაწერს უცვლელად: საავტორო კუთხის ავტორები არ არიან შეზღუდულნი გამოხატონ ორგანიზაციის პოზიცია, მეცნიერულად დადასტურებული ან საყოველთაოდ აღიარებული შეხედულებები.

რა არის მარტოობა? -დისტრესი. რა შეუძლია მარტოობას?-დეპრესიის გამოწვევა, გულის შეტევათა რისკის გაზრდა და სხვა.
ვფიქრობ საჭირო და აუცილებელია გავმიჯნოთ მარტოობა, როგორც საშუალება და მარტოობა, როგორც მიზანი. მე ვისაუბრებ მარტოობაზე, როგორც საშუალებაზე საკუთრი თავის შესაცნობად.