AGM ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის უმაღლესი მმართველობითი ორგანო
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფსიქოთერაპიულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა. ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ დენდრონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, რაც  ხელს შეუწყობს ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის დაახლოებას დარგის თანამედროვე ევროპულ გაგებასთან.

რა არის AGM
AGM- წევრთა ყოველწლიური კრება ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა. სწორედ მის მიერ არის შემუშავებული EAP-ის მოქმედი სტატუტი ვენაში 2016 წელს. კრებას ხელმძღვანელობს ასოციაციის პრეზიდენტი. AGM-ზე განიხილება ევროპის მასშტაბით დარგში არსებული გამოწვევები და განისაზღვრება ორგანიზაციის ძირითადი სამოქმედო პოლიტიკა მომდევნო სამუშაო წლის განმავლობაში.
AGM გადაწყვეტილებაუნარიანია თუ ის მოწვეულია EAP სტატუტის პირობათა დაცვით.

ვის აქვს AGM  ხმის უფლება
AGM-ზე ხმის უფლება აქვთ მხოლოდ EAP წევრის სტატუსის მქონე ორგანიზაციებს. 
ევროპის მასშტაბით დარგის წარმმართველი საერთაშორისო ორგანიზაცია -  ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია ცნობს წევრობის სამ ორგანიზაციულ სტატუსს.
ესენია:
  • ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაცია
  • ეროვნული მააკრედიტებელი ორგანიზაცია
  • ინდივიდუალური წევრი ორგანიზაცია
  • შვილობილი წევრი ორგანიზაცია
AGM-ზე ხმის უფლებით სარგებლობენ: ინდუვიდუალურ წევრთა საბჭოს დელეგატები, ორგანიზაციულ წევრთა საბჭოს დელეგატები,  შვილობილი ორგანიზაციების გამოკლებით (შვილობილი ორგანიზაცია არის სხვა წევრ ორგანიზაციასთან აფილირებული  რაც არ მოიცავს ხმის უფლებას და წევრი ორგანიზაციის სტატუსს EAP-ში).

AGM-ის უფლებამოსილება
AGM-უფლებამოსილია მოისმინოს და განიხილოს შემდეგი საკითხები:

  • პრეზიდენტის და გენერალური მდივნის, საგარეო ურთიერთობათა ოფიცრის ყოველწლიური მოხსენებები
  • კომიტეტების ყოველწლიური მოხსენებები
  • ორგანიზაციის ყოველწლიური ბიუჯეტი
  • პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის და ფინანსური დირექტორის არჩევა
  • აუდიტორების არჩევა
  • ბორდის და წევრი ორგანიზაციების წინადადებები სხვადასხვა საკითხებზე
  • სტატუსით განსაზღვრული სხვა საკითხები.

AGM ფორმატი ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციების (EWAO) საქმიანობაში

ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციები (EWAO), რომლებიც კურირებენ ფსიქოთერაპიის ამა თუ იმ მიმართულებას იწვევენ AGM-ს აკრედიტებული წევრი ორგანიზაციების მონაწილეობით.  AGM ფორმატით ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციები (როგორიცაა მაგალითად ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია) განიხილავენ ფსიქოთერაპიის აქტუალურ საკითხებს იმ მიმართულებისთვის, რომელსაც წარმართავს კონკრეტული EWAO, ასევე, კანდიდატი ორგანიზაციების შესაბამისობას EWAO-ს სტანდარტებთან და უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სხვა საკითხებს.

2019 წლის ოქტომბერში, ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის (EWAO), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) AGM შეხვედრაზე პირველად იქნება წარმოდგენილი ქართული ფსიქოთერაპიული სკოლა ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ "დენდრონის" დელეგაციით.

გაგვიზიარე შენი აზრი

პარტნიორები

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

ქართულენოვანი ვერსია მომზადებულია დენდრონის მიერ EAP-ის წყაროზე
დაყრდნობით.
რეალურობის თერაპია განვითარდა
მედიცინის დოქტორის, ამერიკელი ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის, უილიამ
გლასერის მიერ. ეს არის თერაპიის მეთოდი, რომელიც ადამიანებს ასწავლის
იმ საჭიროებების გაგებას, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენი სახეობის
ევოლუციის პროცესში და ამოძრავებს ყველა ადამიანს. მეთოდის ფოკუსია
უფრო ეფექტური არჩევანის გაკეთება ამ საჭიროებების მისახვედრად,
საკუთარი ცხოვრების წარმართვა და ძალისხმევის გამომუშავება სტრესთან
და ცხოვრებისეულ პრობლემებთან გასამკლავებლად.

არჩევანის თეორია ფსიქოლოგიაში წარმოადგენს რეალურობის თერაპიის
საფუძველს. თანამედროვე კიბერნეტიკული კვლევა მხარს უჭერს არჩევანის
თეორიის იდეას იმის შესახებ, რომ ყველა ქცევა გაცნობიერებული თუ
გაუცნობიერებელი, ეფექტური თუ არაეფექტური, ნორმალური თუ არანორმალური
წარმოადგენს საუკეთესო ვერსიას რაც არსებობდა არჩევანის გაკეთების
დროისათვის ჩვენს შინაგან მდგომარეობასთან და მოთხოვნილებებთან
თანხმობისათვის.
ქართულენოვანი ვერსია მომზადებულია დენდრონის მიერ EAP-ის წყაროზე დაყრდნობით.

რეალურობის თერაპია განვითარდა მედიცინის დოქტორის, ამერიკელი ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის, უილიამ გლასერის მიერ. ეს არის თერაპიის მეთოდი, რომელიც ადამიანებს ასწავლის იმ საჭიროებების გაგებას, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენი სახეობის ევოლუციის პროცესში და ამოძრავებს ყველა ადამიანს. მეთოდის ფოკუსია უფრო ეფექტური არჩევანის გაკეთება ამ საჭიროებების მისახვედრად, საკუთარი ცხოვრების წარმართვა და ძალისხმევის გამომუშავება სტრესთან და ცხოვრებისეულ პრობლემებთან გასამკლავებლად.

არჩევანის თეორია ფსიქოლოგიაში წარმოადგენს რეალურობის თერაპიის საფუძველს. თანამედროვე კიბერნეტიკული კვლევა მხარს უჭერს არჩევანის თეორიის იდეას იმის შესახებ, რომ ყველა ქცევა გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი, ეფექტური თუ არაეფექტური, ნორმალური თუ არანორმალური წარმოადგენს საუკეთესო ვერსიას რაც არსებობდა არჩევანის გაკეთების დროისათვის ჩვენს შინაგან მდგომარეობასთან და მოთხოვნილებებთან თანხმობისათვის.
ქართულენოვანი ვერსია მომზადებულია დენდრონის მიერ EAP-ის წყაროზე
დაყრდნობით.

გეშტალტ თერაპია არის ადამინის
ზრდის და განვითარების მხარდაჭერის ექსპერიმენტული და ჰუმანისტური
მიდგომა. ეს მეთოდი დიდ ყურადღებას უთმობს ურთიერთობის ხარისხს პირს
(ჯგუფს) და სიტუაციას შორის. თერაპია მოიცავს 
ქართულენოვანი ვერსია მომზადებულია დენდრონის მიერ EAP-ის წყაროზე დაყრდნობით.

გეშტალტ თერაპია არის ადამინის ზრდის და განვითარების მხარდაჭერის ექსპერიმენტული და ჰუმანისტური მიდგომა. ეს მეთოდი დიდ ყურადღებას უთმობს ურთიერთობის ხარისხს პირს (ჯგუფს) და სიტუაციას შორის. თერაპია მოიცავს  "აქ და ამჟამად" ცნების ფოკუსირებულ აღმოჩენას. პროცესი ეხმარება კლიენტს სამგვარად:
1. საშუალებას აძლევს დაუკავშირდეს და ფლობდეს საკუთარ გრძნობებს, ფიქრებს და ფიზიკურ შეგრძნებებს.
2.ზრდის ცნობიერებას აზროვნების ჩვევებისა და ურთიერთობების შესახებ, რომელიც შესაძლოა კარგად არ ფუნქციონირებდეს და იწვევდეს ემოციურ სირთულეებს.
3. უფრო მძიმე მდგომარეობის და ფსიქოპათოლოგიის შემთხვევაში ცნობის გაღრმავება იმის შესახებ, თუ რითაა გამოწვეული მძიმე განცდები ამა თუ იმ სიტუაციაში და დახმარება სოციალურ-ემოციური და ბიჰევიორალური რეაქციის გამომუშავებასა და  წონასწორობის აღდგენაში. 
დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898