რატომ არის მნიშვნელოვანი ფსიქოთერაპიის ქოლგა ორგანიზაციის არსებობა საქართველოსთვის
2021 წლიდან საქართველოს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?

1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000 სპეციალისტს.

2. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გვქონდეს წვდომა ყველა თანამედროვე ფსიქოთერაპიულ მეცნიერულ მიღწევაზე, ვმონაწილეობდეთ დარგის განვითარების პროცესში და ქართველი სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ინფორმაცია უახლესი მიღწევების და სტანდარტების შესახებ.

3. ქოლგა ორგანიზაციის არსებობა ქართულ ფსიქოთერაპიას საშუალებას აძლევს ჰქონდეს მჭიდრო კავშირი დარგის წამყვან მეცნიერებთან ევროპის და მსოფლიო მასშტაბით,  მათი ცოდნა და სწავლებები ხელმისაწვდომი იყოს ჩვენს ქვეყანაში.

4. ქოლგა ორგანიზაციის არსებობა საქართველოში შესაძლებელს ხდის ჩამოყალიბდეს ფსიქოთერაპიის მაღალსტანდარტული პროფესიული სკოლები, რომლებიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ახორციელებენ გადასცემენ პროფესიულ ცოდნას.

5. ქოლგა ორგანიზაციის არსებობა ხელს შეუწყობს მაღალი კლინიკური და ეთიკური სტანდარტის დანერგვას და მონიტორინგს მაღალპროფესიული, კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად, რომლებიც აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტს და კვალიფიციურად მუშაობენ კლიენტებთან/პაციენტებთან.

6. ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციასთან პირდაპირი წარმომადგენელის არსებობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინსვლაა ფსიქოთერაპიის ევროპულ სტანდარტთან დარგობრივი დაახლოებისთვის.

7. კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობასა და ემოციურ კეთილდღეობაზე. პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში ევროპასა და საქართველოს შორის ფსიქოთერაპიის დარგში მაკავშირებელი რგოლის არსებობას კვალიფიციური ფსიქოთერაპიის შესახებ ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარებისთვის, განახლებადი ცოდნის მიმოცვლისა და სპეციალისტების გადამზადებისათვის ენიჭება სტრატეგიული მნიშვნელობა.
 
8. დენდრონი იყო პირველი ორგანიზაცია საქართველოსა და კავკასიაში, რომელმაც 2014 წელს მოიპოვა სრული წევრის სტატუსი ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციაში. ორგანიზაცია ამ პერიოდიდან მუშაობს საქართველოს დარგობრივი დაახლოების საკითხებზე ფსიქოთერაპიის ევროპულ სტანდარტთან. 2021 წლიდან ეროვნული ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება ქართული ფსიქოთერაპიული საზოგადოების ახალი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული ფსიქოთერაპიული საზოგადოების განვითარების გზაზე.

რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონისთვის? - ეს ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ კვალიფიციური ფსიქოთერაპიისთვის ჩვენ მიერ გაწეულმა შრომამ შედეგი გამოიღო როგორც ჩვენი ორგანიზაციის წევრებისათვის, ასევე ყველა იმ პირისთვის, რომლისთვისაც საქართველოში ფსიქოთერაპიის მაღალი კლინიკური და ეთიკური სტანდარტის არსებობა მნიშვნელოვანია.



ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ: 

ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი - National Umbrella Organisation

National Umbrella Organisation ქართულ ფსიქოთერაპიაში

რატომ არის მნიშვნელოვანი ეთიკური პრაქტიკა ფსიქოთერაპიაში

როგორ მივიღოთ კვალიფიციური ფსიქოთერაპია

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სრული წევრი საქართველოდან


პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა
განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა,
რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია.
გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის
განსხვავების შესახებ:

ადამიანებს ხშირად უჭირთ იმის გაგება თუ რა განსხვავებაა ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას შორის. მიუხედავად ამისა, რეალურად ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების პოვნა საკმაოდ ადვილია. გთავაზობთ სამოყვარულო ენით ახსნილ ინფორმაციას ამ ორ პროფესიას შორის განსხვავების შესახებ:

მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ
ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში.
სტატიაზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

კვალიფიციური ფსიქოთერაპიისათვის
საქართველოში.




ამ
სტატიის მიზანია წაახალისოს პრაქტიკოსი და მომავალი ფსიქოთერაპევტები
წარმართონ თავისი საქმიანობა ეთიკური და კეთილსინდისიერი 
საქმიანობის სტანდარტის დაცვით, ასევე დაეხმაროს ფსიქოთერაპიული
მომსახურების მიმღებ პირებს იმის გაცნობიერებაში, რომ ისინი დაცულნი
არიან პროფესიული
ეთიკის




სტანდარტით.
მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის მიერ ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში. სტატიაზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

კვალიფიციური ფსიქოთერაპიისათვის საქართველოში.

ამ სტატიის მიზანია წაახალისოს პრაქტიკოსი და მომავალი ფსიქოთერაპევტები წარმართონ თავისი საქმიანობა ეთიკური და კეთილსინდისიერი  საქმიანობის სტანდარტის დაცვით, ასევე დაეხმაროს ფსიქოთერაპიული მომსახურების მიმღებ პირებს იმის გაცნობიერებაში, რომ ისინი დაცულნი არიან პროფესიული ეთიკის სტანდარტით.