ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაცია ევროპაში - ECP
ფსიქოთერაპიული განათლების საერთოევროპული სტანდარტი შემუშავებულია დარგის წარმმართველი ორგანიზაციის, ფსიქოთერაპევტთა ევროპული ასოციაციის მიერ. საგანმანათლებლო სტანდარტი, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს პირმა ფსიქოთერაპიული პრაქტიკის წარმოებისთვის დასტურდება ECP სერთიფიკატით (ISO/IEC 17024 (2012)) . აბრევიატურა ECP იშიფრება როგორც European Certificate of Psychotherapy, - ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატი.
კანდიდატისათვის ECP სერთიფიკატის მისანიჭებლად აუცილებელია მას გააჩნდეს ევროპაში ფსიქოთერაპიული პრაქტიკის განსახორციელებლად საჭირო კომპეტენცია. 
კომპეტენცია გულისხმობს  თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის მინიმუმ 3200 საათის დაგროვებას, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ფსიქოთერაპიის შესახებ სტრასბურგის 1990 წლის დეკლარაცია აღიარებს ფსიქოთერაპიას დამოუკიდებელ პროფესიად, რაც გამორიცხავს ფსიქოთერაპევტის სტატუსის მითვისებას სხვა პროფესიის წარმომადგენლების, ფსიქოლოგების, ფსიქიატრების და სხვა პირთა მიერ, შესაბამისი პოსტდიპლომური განათლების გარეშე. სტანდარტი, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს ფსიქოთერაპევტის განათლება, საერთოა ევროპის მასშტაბით (დანერგილია და ხორციელდება ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ზედამხედველობის ქვეშ).
სავალდებულოა მინიმუმ 1400 პროფესიული საათი 4 წლის განმავლობაში, რომელთა შორისაც უნდა შედიოდეს:

  • 250 თერაპიული საათი
  • თეორიისა და მეთოდოლოგიის 500-800 საათი
  • სუპერვიზიის ქვეშ კლიენტთან მუშაობის მინიმუმ 300 საათი
  • სუპერვიზიის მინიმუმ 150 საათი
  • მინიმუმ 3 წელი კლინიკური გამოცდილება ფსიქოთერაპიაში განათლების დასრულების შემდეგ.

უნიფიცირებული სტანდარტის აღიარებისა და წევრ სახელმწიფოთა შორის პროფესიონალთა მობილობის შესაძლებლობის მისაცემად შემუშავდა ECP სერთიფიცირება.
2017 წელს ECP სერთიფიკატი პირველად მიენიჭა ქართველ ფსიქოთერაპევტს, დენდრონის დამფუძნებელს, - მარინე ბეგაშვილს (იხილეთ ბმული).

პირდაპირი გზით ECP სერთიფიცირებისათვის კანდიდატების მოსამზადებლად ევროპაში შემუშავდა ფსიქოთერაპიული პოსტდიპლომური განათლების წარმოების სტანდარტი. ორგანიზაციის შესაბამისობა სტანდარტთან დგინდება ფსქოთერაპიის ევროპული აცოციაციის ექსპერტების მიერ, სასწავლო სილაბუსების, პერსონალის კვალიფიკაციის, ორგანიზაციის საქმიანობის ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შეფასების შემდეგ. შეფასება წარმოებს როგორც პროგრამების გაცნობით, ასევე სასწავლო პრცესის დაკვირვებით ადგილზე. 

2019 წელს პირველად, ქართულ ფსიქოთერაპიულ ორგანიზაციას მიენიჭა პოსტდიპლომური ფსიქოთერაპიული განათლების წარმოების აკრედიტაცია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის სტანდარტის შესაბამისად. დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია გახდა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის აკრედიტებული წევრი (იხილეთ ბმული). ორგანიზაციის მიზანია საქართველოში ფსიქოთერაპიის, როგორც დამოუკიდებელი პროფესიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, დარგში ევროპული ეთიკის სტანდარტების დამკვიდრება, არალიცენზირებულ პრაქტიკასთან ბრძოლა და ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნა.

გაეცანი ევროპულ სტანდარტს და იყავი დაცული არალიცენზირებული პრაქტიკისგან!

გაგვიზიარე შენი აზრი

პარტნიორები

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

მომზადებულია ფსიქოკორექციისა
და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ
მომზადებულია ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ "დენდრონის" მიერ EAP -ის წყაროზე დაყრდნობით.
ფსიქოსინთეზი ერთ-ერთია ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ აღიარებულ ვალიდურ მოდალობებს შორის.

ადამიანის ფსიქიკისთვის დამახასიათებელია მანიფესტები (ფუნდამენტური პროცესები). ეს მანიფესტებია: შემოქმედებითობა, წარმოსახვა (კრეატიულობა), ინტუიცია, ძლიერი სურვილები (მისწრაფებები), გენიალურობა. ეს ყოველივე ისეთივე რეალური და მნიშვნელოვნა, როგორც რეფლექსიით განპირობებული მანიფესტები. ადამიანისთვის მოთხოვნილებას წარმოადგენს როგორც სულიერი პროცესები, ასევე სექსუალური და აგრესიული ბიძგები, თუმცა, ხშირად, პიროვნებისთვის ფსიქიკის უმაღლესი მოთხოვნილება (სულიერი) უკანა პლანზე გადადის, აგრესიისა და სექსუალური მოთხოვნილებების ხარჯზე. ასეთი შემთხვევები ხშირია ნევროზების ან სხვა მსგავსი ფსიქიკური პრობლემების დროს.
რა თქმა უნდა, სულიერი მოთხოვნილებები არ უნდა შემცირდეს პიროვნების სექსუალური და აგრესიული კომპონენტების სუბლიმაციის ან პათოლოგიური ქცევების გზით. (ასაჯოლი 1965).
ფსიქოსინთეზის ფუძემდებელია რობერტო ასაჯოლი, ის ერთ-ერთი პირველი ფსიქოანალიტიკოსი იყო იტალიაში, რომელიც ახალ იდეებსა და მეთოდებს ნერგავდა ტრანსპერსონალურ ფსიქოთერაპიაში.
მომზადებულია ფსიქოკორექციისა
და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ
მომზადებულია ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ "დენდრონის" მიერ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ეგიდით გამოცემულ სამეცნიერო ვალიდურობის კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

ინტეგრირებული ფსიქოთერაპია, როგორც მოდალობათა ინტეგრაციის შედეგად მიღებული თვისობრივად ახალი და შინაარსობრივად განცალკევებადი შესწავლის საგანი წამოჭრის საკითხს, თუ რამდენად შესაძლებელია სამეცნიერო ფსიქოთერაპიის ნაწილად მიჩნეული ამ და სხვა მიდგომების შერწყმა იმგვარად, რომ ისინი განვიხილოთ საერთო საფუძვლის მქონე სფეროებად.

საერთო პრინციპებზე დაკვირვებით (მაგალითად, თერაპიული ალიანსი, გაცნობიერებულობის გაძლიერება, ცვლილების გამომწვევი გამოცდილების წახალისება) ცხადი ხდება, რომ სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მოდალობების შეტანილი წვლილი ერთმანეთს ერწყმის, რაც ზრდის დარგის განვითარების შესაძლებლობას. უფრო მეტიც, თეორიულ ჩარჩოში არსებული ცნებების სალაპარაკო ენაზე თარგმნით, ჩვენს განკარგულებაშია საერთო ყველასათვის გასაგები ენა დიალოგისთვის.
დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898