ფსიქოკორექციისა და
ფსიქოდიაგნოსტიკის სახლი დენდრონი გილოცავთ ახალ წელს!
შესაძლოა ახალი წელი ბანალურ და
უინტერესო დღესასწაულად გეჩვენებათ, მთელი მისი არსი ხომ იმაში
მდგომარეობს, რომ წინა წლის იმავე თარიღიდან 365 კალენდარული დღე
გავიდა. თარიღიც კი პირობითია და საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ
შეიცვალა.
ეს ყველაფერი სიმართლეა, თუმცა არსებობს მოვლენები, რომელიც აზრს მატებს ჩვენს ცხოვრებას და არის მოვლენები, რომლებსაც ჩვენ, ჩვენი ფიქრებით ვძენთ აზრს.
ჩვენ გვჭირდება დღე იმისთვის, რომ
მოვწყდეთ ყოველდღიურ რუტინას და მოვინახულოთ დიდი ხნის უნახავი
მეგობრები.
იმისთვის, რომ შევახსენოთ
გარშემომყოფებს როგორ გვიყვარს ისინი, თუნდაც ამის მიზეზი მხოლოდ
ახალი კალენდარული წლის ათვლა იყოს.
ბოლოსდაბოლოს, ჩვენ გვჭირდება
ფერადი მოსართავები ზამთრის ცივ ღამეებში და დღე, როდესაც ყველა
საუბარი მილოცვით იწყება.
ჩვენ გვჭირდება ბევრი ასეთი
დღე.
ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლი "დენდრონი" გისურვებთ, რომ ყოველი თქვენი დღე იყოს დღესასწაული.