წონის კორექცია ნაწილი I
გარეგნობა ჩვენი სავიზიტო ბარათია, რომლითაც საზოგადოების წინაშე წარვსდგებით. გარეგნობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია წონა, ანუ სხეულის მასა. პრობლემები როგორც წონის სიჭარბის, ასევე მისი დანაკლისის არსებობისას საკმაოდ მტკივნეულად გადაიტანება პიროვნების მიერ.

რა მიზეზებით შეიძლება იყოს განპირობებული ჭარბი წონის არსებობა?
ქართული სოციუმისათვის ძირითადად ალიმენტარული ხასიათისაა, მიღებული საკვების რაოდენობასა და კვებით ღირებულებაზეა დამოკიდებული.
როდესაც მიღებული კალორიების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ორგანიზმის მიერ ცხოველქმედების პროცესში დახარჯული კალორიების რაოდენობას, ორგანიზმი იწყებს ჭარბი ცხომის დაგროვებას.
გახდომა გასუქების პროცესი ნივთიერებათა ცვლის ხასიათსა და ტიპზეა დამოკიდებული, ეს კი რთული ნერვულ-ჰუმორალური მექანიზმებით რეგულირდება. რაიმე მიზეზით ამ მექანიზმების მოშლა იწვევს წონის სტაბილურობის დარღვევებს. 
რა წონითი ზღვარი შეიძლება გახდეს ჯანმრთელობისთვის საშიში.
ამისთვის მოვიყვანთ საერთაშორისო სტანდარტის ზოგიერთ მონაცემს:
  • ქალები_150-165 სმ.
ნორმალური წონითი ზღვარი: 47-62 კგ.
ჭარბი წონის ნიშნული_61-72 კგ.
  • ქალები 165-170 სმ.
ნორმალური წონითი ზღვარი_56-67 კგ.
ჭარბი წონის ნიშნული_72-74 კგ.
  • ქალები_170-175 სმ.
ნორმალური წონითი ზღვარი_58-70 კგ.
ჭარბი წონის ნიშნული_ 74-77 კგ.
  • მამაკაცები_165-170 სმ.
ნორმალური წონითი ზღვარი_60-74 კგ.
ჭარბი წონის ნიშნული_76-78 კგ.
  • მამაკაცები_170-180 სმ.
ნორმალური წონითი ზღვარი_63-80 კგ.
ჭარბი წონის ნიშნული 80-88 კგ.
  • მამაკაცები_180-185 სმ.
ნორმალური წონითი ზღვარი-71-86 კგ.
ჭარბი წონის ნიშნული-88-95 კგ.სომატური პათოლოგიები, რომელთა წარმოქმნის საშიშროებასაც ჭარბი წონა გვიქმნის, საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.ჩვენ მოვიყვანთ მხოლოდ ზოგიერთ მათგანს:1. დარღვევები ძვალსახსართა სისტემის მხრიდან: ართრიტები, ართროზები, ხერხემლის სვეტის სხვადასხვა სახის დეფორმაციები, ოსტეოქონდროზი და ა.შ.2. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევები: პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, კოლიტები, თორმეტგოჯას წყლულოვანი დაავადებები, ღვიძლის სხვადასხვა პათოლოგიები.3. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონული დაავადება, სისხლძარღვთა ვარიკოზული დაავადება და ა.შ.4. გამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმელის სხვადასხვა პათოლოგიები.5. დარღვევები განაყოფიერებისა და შვილოსნობის ფუნქციებში, უნაყოფობა. 
საერთაშირისო სტანდარტით მიღებულია მეტაბოლიტური დაავადების არსებული ხუთი სიმპტომიდან სამით დიაგნოსტირება.ესენია:
1. წელის გარშემოწერილობა ქალებში 80 სმ-ზე მეტი, მამაკაცებში-100 სმ-ზე მეტი.
2. არტერიული წნევა მეტი, ანდაც ტოლი 130/85 მმვცწყსვ.
3. შაქრის შემცველობა სისხლში უზმოზე 6.1
4. ტრიგლიცერიდების რაოდენობის მომატება.
5. მაღალი სიმკვრივის ჰიპოპროტეიდების დაქვეითება. ამ ნორმებიდან გამომდინარე, ქართული სოციუმის უდიდესი ნაწილი მეტაბოლიტური დაავადების ზღვარზეა, ხოლო ნაწილს აღენიშნება ჭარბი წონა.სიმსუქნე მხოლოდ ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი დაგროვება როდია, ანდაც კოსმეტიკური დეფექტი.

იხილეთ გაგრძელება

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?