საკმაოდ მძიმე ფსიქიკური
დარღვევების გამოწვევა შეუძლია ხანგრძლივ დიეტას, რომელსაც შედეგი ან
პრაქტიკულად არ აქვს, ანდაც ეს შედეგი მეტად ხანმოკლეა. ასეთ
დარღვევათა რიგში შეგვიძლია განვიხილოთ
ბულემია (მგლის მადა, კინორექსია)
მდგომარეობა ხასიათდება საკვების მიღების დარღვევით, მადის მკვეთრი
მომატებით, რომელსაც შეტევის მაგვარი ხასიათი აქვს და თან ახლავს
მტანჯველი შიმშილის შეგრძნება, სისუსტე, მკვეთრი ტკივილი ეპიგასტრალურ
( ნეკთა რკალის ქვედა) არეში. შედეგად ვითარდება წონის ან მკვეთრი
მომატება (ნორმის ზევით), ან წონის მკვეთრი დაკლება. ამავდროულად,
დაავადებულები ცდილობენ გათავისუფლდნენ ჭარბად მიღებული საკვებისგან
ხელოვნური ღებინების გზით, რასაც მეორადი აშლილოებიც ახლავს თან.
ხშირად თან ერთვის ანორექსია, რომელიც ამ შემთხვევაში განიხილება,
როგორც დაავადების მეორე სტადია. კანი ღებულობს მოყვითალო ელფერს,
სახეზე ჩნდება სისხლჩაქცევები, ნაოჭები, ირღვევა სუნთქვა, ვითარდება
მკვეთრი დეპრესია. თავად ანორექსია საკვების მიღებაზე უარის თქმაა
ნორმალური მადის ფონზე. ხდება წონის მკვეთრი დაქვეითება თავად
ავადმყოფის სურვილით, თუმცა სურვილი კიდევ და კიდევ დაიკლოს წონაში არ
ქრება. წონის ქვედა ზღვარს მიღმა ყოფნის დროსაც კი.. ვლინდება წონის
მომატების ძლიერი შიში, ირღვევა საკუთარი სხეულის რეალისტური აღქმა.
გამომწვევი მიზეზები იყოფა: ბიოლოგიურად (გენეტიკურად პირობადებული),
ფსიქოლოგიურად, (ოჯახის გავლენა, შინაგანი კონფლიქტი) და სოციალურად.
(გარე სამყაროს მტრულად აღქმა).
გენეტიკური კვლევების საშუალებით
დღესდღეობით უკვე აღმოჩენილია ანორექსის განმაპირობებელი გენომი.
ორივე დაავადებისას, როდესაც წონა წონის ქვედა ზღვარს ჩამოსცილდება
ვითარდება კახექსია-განლევა, რომელიც სამწუხაროდ ხშირად ლეტალური
(სასიკვდილო) გამოსავლით მთავრდება. როგორც ვხედავთ, ეს სამი საშიში
დაავადება გახდომის სურვილის გამო ვითარდება. ამიტომ მეტი დაფიქრება
გვმართებს რა მეთოდი ვარჩიოთ, როდესაც წონის დაკლების საჭიროების
წინაშე აღმოვჩნდებით.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.