ცოტა რამ წარმატების შესახებ
ჩვენ ხშირად ვოცნებობთ, რომ გვცნობდნენ ქუჩაში, რომ ჩვენი აზრები, ცხოვრებისეული პოზიციები და მიღწევები აღიარონ. როგორ ფიქრობთ ადვილია ამის მიღწევა?
რა არის წარმატება და როგორ მოვიპოვოთ ის? ეს კითხვები, მუდმივი ინტერესის საგანია.
ცოტამ თუ იცის მათზე პასუხი, ანდაც არავინ არ იცის.
საიდან იწყება გზა, რომელიც წარმატების მომტანია? როგორ უნდა გავიაროთ იგი? შვეჩერდეთ და დავფიქრდეთ: იმისდა მიუხედავად, რომ მრავალი ავტორი ცდილობს შემოგვაჩეჩოს მზამზარეული, გაურკვეველია რაზე და ვისზე დაყრდნობილი მეთოდები წარმატების მისაღწევად, თხზავს ფილოსოფიას ამ მიმართულებით,
შეუძლებელია საყოველთაოდ გამოსადეგი წარმატების ფორმულის დეფინიცირება.

წარმატება ერთი და იგივე როდია სხვადასხვა ინდივიდისათვის. მაშასადამე ჩვენი შესაძლებლობები უნდა მოვარგოთ იმ გარემოსა და სივრცეს, რომლის "დაუფლებასაც" ვესწრაფვით. ეს შეუძლებელია თუ არ გვექნება საკუთარი "ძალმოსილების" და "საზოგადოებრივი საჭიროების" განცდა.
წარმატებული კომუნიკაციები, ურთიერთობის ხელოვნება, საკუთარი აზრის , გრძნობებისა და განცდების სწორად გადმოცემის უნარი, პოზიტიური აზროვნება და ოპტიმისტური განწყობა, მომავალი "წარმატებული მეს" ხედვა და მისი ასოცირებული აღქმა ის ძირითადი მახასიათებლებია, რომელთაც "წარმატება" ეყრდნობა და თუ კი ყოველივე ამას ფლობ, გაუღიმე სამყაროს და იარე წინ!

წარმატების გასაღები ხშირად ჩვენს ხელშია და ისღა გვრჩება კლიტეს მოვარგოთ, თუმცა ყოველთვის როდი ვპოულობთ მას.
წარმატებულობის საიდუმლო მის მის დაახლოებაშია საკუთარ თავთან და ჩვენს მიერ აღქმულ და შემეცნებულ სამყაროს ერთიანობასთან.
თითოეული ჩვენთაგანისთვის ეს განსხვავებულია და მეტად პირადული,თითქმის ინტიმურიც კი, საფუძვლად კი ის სურვილები და მისწრაფებები უდევს, რომელიც აქ და ამჟამად ჩვენთვის პრიორიტეტულია.

იმისთვის, რომ იყო წარმატებული:
1. უნდა ფლობდე საკუთარი სურვილებისა და მისწრაფებების სწორხაზოვნად, მიზნის მიღწევის საშუალებად, გამოყენების უნარს,
2. უნდა შეგეძლოს საკუთარი ემოციების, გრძნობების და ნების მართვაც. ყოველი ჩვენთაგანის შესაძლებლობების რეალიზებას მეტად სპეციფიკური, ამ შესაძლებლობების გამოვლენისათვის საჭირო, გარემო სჭირდება, გარემო კი ყველასთვის ერთია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, წრმატებული "მეს" ნიმუში მკაცრად ინდივიდუალურია და პირადი. დაფუძნებულია კულტურალურ, გენეტიკურ, ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ღირებულებათა და რწმუნებულებათა სისტემასა და უნარ-შესაძლებლობებზე. ასევე ტალანტებსა და ნიჭებზე.
შემოგთავაზებთ წარმატების განმარტების სხვადასხვა წყაროსა და ქართული სოციუმის გათვალისწინებით შეჯერებულ ვერსიას:
წარმატება არის იმ მიზნის განხორციელება, რომელიც დასახულია პიროვნების მიერ იმ სოციო-ფსიქოლოგიური პრიორიტეტების გათვალისწინებით, რომელიც მიზნის დასახვის მომენტში იყვნენ აქტუალური.

მიზნის დასახვის პროცესში ჩართულია ღირებულებათა და რწმუნებულებათა რთული სისტემა, რომელთა ფორმირებაშიც არაცნობიერი და კოლექტიური არაცნობიერი მონაწილეობს. განმარტებიდან გამომდინარე, წარმატება თავად ჩვენშია. იმისთვის რომ "პროგრამა გაიშვას" მხოლოდ სამართავი პულტია მოსაძიებელი. ეს სამართავი პულტიც ჩვენს ხელთაა! ჩვენ კი სამწუხაროდ სხვის პულტს მივჩერებივართ.
მთავარია ყალბი, შემოჩეჩებული მოდელი არ მივიჩნიოთ ჩვენეულად.

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?