მგზავრმა გაიარა სასაფლაოსთან,
სადაც სუფისტი მასწავლებელი იყო დასაფლავებული.
საფლავის ირგვლივ ფიქრებში
ჩაძირული მოსწავლეები ისხდნენ. კაცმა შეხედა საფლავის ქვას, რომელზეც
მასწავლებლის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები იყო ამოკვეთილი.
მათ ქვემოთ კი ეწერა:
_მან, ვინც აქ განისვენებს,
იცოცხლა სრული 10 წელი.
_ეი მომისმინეთ, _  მიმართა
გამვლელმა მოსწავლეებს _  აქ შეცდომაა!
თუ დაბადებისა და სიკვდილის
თარიღებით ვიმსჯელებთ, თქვენმა მასწავლებელმა 70 წელი იცოცხლა.
_შეცდომა არ არის, _ უპასუხა
ერთ-ერთმა მოსწავლეთაგანმა _  მან ეს 10 წელი იცოცხლა სიხარულითა
და ბედნიერებით აღსავსემ.
კაცი დაფიქრდა და თქვა _ 
გამოდის, ჩემზე დაწერენ:
“ის დაიბადა და თითქმის არ
უცხოვრია?!”
            
                    
		
		
                        




