ჩვენი ტვინი შესაძლოა
წარმოვიდგინოთ, როგორც ბიოკომპიუტერი. თუ მივაწვდით არასწორ
ინფორმაციას, ის მოგვცემს ძიების არასწორ შედეგს. აზრი არის ყველა
მოვლენის დასაწყისი, ის სივრცესა და დროში განვრცობადი კვანტური
პროცესია.
ჩვენი აზრები იწვევენ ემოციებს. არა მარტო ჩვენში, არამედ ჩვენს გარემოში. ემოციები მოქმედებენ ქცევებზე. ქცევები გავლენას ახდენენ გარესამყაროზე, რაც თავის მხრივ აღძრავს ჩვენში ემოციებსა და ქმედებებს. ამ წაჭვური მოვლენების დროს ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ “ბედნიერი” ან ” უბედური”, “მშვიდი”, ან “მშფოთვარე”. ადამიანის წარმოდგენები განისაზღვრება მისი მიდგომებითა და აზრობრივი წყობით, რომელიც ყალიბდება წარსული გამოცდილების საფუძველზე.
ემოციები და ქცევები კი მნიშვნელოვნად განპირობებულია სწორედ ადამიანის მიგომებითა და აზრობრივი წყობით. შიში არის მოლოდინი რაღაც გარკვეულის, რომელიც სიცოცხლისათვის, ფსიქიკისათვის, ანდაც მომავლისთვის საფრთხის შემცველია. შფოთვა, ფორიაქი არის მოლოდინი რაღაც გაურკვევლის, მხოლოდ სიტუაციურის, რომელიც განვლადია. ეგზისტენციალური შფოთვა კი არის მუდმივი უსიამოვნო მოლოდინი რაღაც გაურკვეველის. სამივე ემოცია გვეხმარება გარემოში ადაპტირებაში. საინტერესოა, რომ ეგზისტენციალური ფორიაქი მხოლოდ ადამიანური განცდაა მაშინ, როდესაც შიში და შფოთვა ცხოველებსაც ახასიათებს. კერკეგორი იყო პირველი, რომელმაც ამ ფაქტს ხაზი გაუსვა. ადამ ბლატნერი, ფსიქოთერაპევტი ამბობდა, რომ ადამიანი თავის ცხოვრებაში გადის ორ ძირითად ინიციაციას. ერთი არის ის, რომ სამყაროში ჩვენზე “რაღაცაა” დამოკიდებული და ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ სამყაროზე, მეორე ინიციაცია გაცნობიერებაა იმისი, რომ სამყაროში ჩვენზე “რაღაც” არ არის დამოკიდებული. და სამყაროში ჩვენ “რაღაც” არ შეგვიძლია. ამ კონცეფციიდან გამომდინარე, ზოგჯერ ეგზისტენციალური ფორიაქი სრულიად უსარგებლო ხდება და ხელსაც კი გვიშლის ნორმალურ ცხოვრებაში. შემოგთავაზებთ მისი დაძლევის რამდენიმე მარტივ მეთოდს, რომელიც შეგიძლიათ დამოუკიდებლად შეასრულოთ.
1. არ დაავადდე სხვისი შიშით. გადექი განზე. ყურადღება გადაიტანე გარემოს ნეიტრალურ კომპონენტებზე.
2. მოეშვი, მოიშორე დაძაბულობა:
თავის რამდენიმე წრიული მოძრაობის შემდეგ გაშალე ხელები ფართოდ,
გაათანაბრე, აწიე მხრები მაღლა და გაშლილი ხელები გადაიტანე ზურგს
უკან.
3. აუკრძალე შენს თავს შიში.
4. იაზროვნედ პოზიტიურად.გუნებაში
მრავალგზის გაიმეორეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. გახსოვდეთ, აზრი
ეს ენერგიაა.
5. შეიქმენით პოზიტიური გნწყობა:
გაიხსენეთ ყველა ის კურიოზი, ანეკდოტი ან სასაცილო მოვლენა, რომელიც
მოგისმენიათ, ან თავად შეგმთხვევიათ ცხოვრების განმავლობაში.
6. მონაცვლეობით დაძაბეთ და
მოადუნეთ კუნთთა სხვადასხვა ჯგუფები.
7. შეაერთეთ საჩვენებელი და ცერა
თითი, ან შუა და ცერა თითი, ან სამივე ერთად რგოლად და მაგრად
მოუჭირეთ.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.