გონებრივი ჩამორჩენილობა ფსიქიკური
განვითარების დარღვევის ფორმაა. რომელიც ხასიათდება ინტელექტუალური
ფუნქციონირების ნორმაზე დაბალი მაჩვენებლითა და ყოველდღიური
უნარჩვევების შეზღუდვით. აღნიშნული მდგომარებოა ხშირად თავს
იჩენს დაბადებიდან, ან ვლინდება 18 წლამდე ასაკში. გონებრივი
ჩამორჩენილობა განისაზღვრება 2 კრიტერიუმით:
რომელიც პიროვნების
გონებრივი შესაძლებლობების ციფრობრივ მაჩვენებელ – IQ კოეფიციენტს
იძლევა; ნორმალური IQ_ 90-110-ის ფარგლებშია; 80-89 _ ნორმის ქვედა
ზღვარია; 70-79_ მოსაზღვრე მდგომარეობაა. ჩამორჩენილობის შესახებ
მდჯელობა შესაძლებელია მაშინ, როდესაც IQ _ 70-ზე დაბალია.
2. ადაპტაციური ფუნქციონირების ხარისხის მაჩვენებელი, რომლითაც განისაზღვრება, თუ რამდენად შეუძლია პიროვნებას ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო მოქმედებების შესრულება. როგორიცაა კომუნიკაცია, თვითმომსახურეობა, სოციალური უნარ-ჩვევები, სწავლა, მუშაობა, დასვენება, საოჯახო საქმიანობა.
არსებობს გონებრივი ჩამორჩენილობის
სხვადასხვა ხარისხი. იგი დამოკიდებულია განვითარების დარღვევის
ხარისხზე, რაც შემეცნებითი, ემოციური და ნებელობითი სფეროს
განვითარების დონეში ვლინდება ასაკობრივ ნორმასთან შედარებით.:
მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა:
- IQ _ 50-70ქულა;
- მოიცავს გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე მოსახლეობის 85%-ს;
- აღნიშნული კატეგორიის მქონე პირები ხშირად ითვისებენ აკადემიურ უნარებს დაახლოებით მე-6 კლასის დონემდე, შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება და ახლობლებისა და საზოგადოების დახმარებას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში საჭიროებენ;
საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობა:
- IQ _35-50 ქულა;
- მოიცავს გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე მოსახლეობის 10%-ს;
- აღნიშნული კატეგორის პირები, ხშირად კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს ადრეულ ბავშვობაში ეუფლებიან და გარკვეული ზედამხედველობის პირობებში ახერხებენ შედარებით დამოუკიდებლად ცხოვრებას;
მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა:
- IQ _20-35 ქულა;
- მოიცავს გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე მოსახლეობის 3-დან 4%-მდე;
- აღნიშნული კატეგორიის მქონე პირებს, ხშირად შეუძლიათ ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო ისეთი უნარ-~ჩვევების ათვისება, როგორიცაა დასუფთავება და ჩაცმა. ისინი ყოველდღიურ დახმარებას საჭიროებენ ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებში;
ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა:
- IQ _ 20-ზე ნაკლები ქულა;
- მოიცავს გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე მოსახლეობის 1დან 2%-ს;
- აღნიშნული კატეგორიის მქონე პირებს, შესაბამისი ტრენინგითა და დახმარებით,შუძლიათ ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ძირითადი უნარჩვევების ათვისება,თუმცა მათ შემთხვევაში აუცილებელია, კარგად ორგანიზებული და სტრუქტურირებული სისტემატიური ზედამხედველობა.;
გონებრივი ჩამორჩენილობის
დასახასიათებლად აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის ფსიქიკური
განვითარება შემდეგ სფეროებს მოიცავს:
შემეცნებითი უნარები
აზროვნების კონკრეტულობა,
სიტუაციურობა, განზოგადების სიძნელეებია: ერთ კონკრეტულ სიტუაციაში
მიღებული ცოდნის ან ათვისებული ჩვევის სხვა სიტუაციაში
გამოყენების სიძნელე;
აბსტრაქტული აზროვნების
პრობლემები: უჭირთ მიმართებების გაგება,მიზეზ – შედეგობრივი
მიმართებების წვდომა, შინაარსიდან აზრის გამოტანა და სხვა;
ყურადღების პრობლემები:
ყურადღების მიზანმიმართულად წარმართვის სიძნელე;
დასწავლის ნელი ტემპი: ახალი
ინფორმაციის შესაძენად სჭირდება ხანგრძლივი პერიოდი და ხშირი
გამეორება;
მეტყველების განვითარების
დარღვევები: სიტყვების გამოთქმასთან, ლექსიკურ მარაგთან, ამბის
მოყოლასთან პრობლემები;
მსვილი და ნატიფი მოტორული
უნარები;
მსხვილი ნოტორული უნარების
განვითარებაში ჩამორჩენა: გვიან სწავლობს ჯდომას, დგომას,
სიარულს;
ნატიფი მოტორული უნარების
გამვითარებაში პრობლემები: ხელებით, თითებით მოქნილი მოძრაობის
სიძნელეები. შესაბამისად უჭირთ ხელით სხვადასვა ობიექტების
მანიპულირება, მაგალითად ფანქრის ხმარება, მაკრატლით გამოჭრა და
ა.შ;
თანამიმდევრული და შეთანხმებული
მოძრაობების განხორციელებაში პრობლემები. შესაბამისად უჭირთ
თვითმომსახურეობის ჩვევების ათვისება. სჭირდებათ ხანგრძლივი ვარჯიში
მათ შესაძენად;
სოციალურ-ემოციური
განვითარება;
სოციალურ ადაპტაციასთან
დაკავშირებული პრობლემები: ძნელად და გვიან ითვისებს სოციალურ ჩვევებს
როგორ უნდა მოიქცნენ ოჯახში, საზოგადოებაში, საზოგადოებრივ
ადგილებში;
ემოციური მოუმწიფებლობა,
პრობლემები ემოციურ რეგულაციაში: უირთ ემოციების კონტროლი და არიან
იმპულსურები;
გონებრივი ჩამორჩენილობის
გამომწვევი მიზეზები:
გონებრივი ჩამორჩენილობა შეიძლება
მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული. გონებრივი ჩამორჩენილობის რისკ
ფაქტორებს წარმოადგენს მამრობითი სქესი, დაბადებისას მცირე წონა,
დღენაკლულობა, მშობიარეს ასაკი 30-ზე მეტი, თანდაყოლილი სტრუქტურული
დეფექტი. გონებრივი ჩამორჩენილობის ეტიოლოგიური ფაქტორების
კლასიფიცირება ძირითადად ხდება მათი ნაყოფზე ზემოქმმედების
პერიოდის მიხედვით. გამოყოფენ 3 ფაქტორს:
პრენატალური (მუცლად ყოფნის
პერიოდი) -
- ქრომოსომული დარღვევები (მაგ. დაუნის სინდრომი)
- ცალკეული გენის დეფექტი (მაგ. მყიფე X სინდრომი)
- დედის მიერ გადატანილი ინფექცია;
- ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი;
- დედის ქიმიური ნივთიერებებით ან მედიკამენტებით ინტოქსიკაცია;
- ნაყოფის დასხივება;
პერინატალური (მშობიარობის
პერიოდი) -
- ჟანგბადის უკმარისობა;
- რთული მშობიარობა;
- სისხლჩაქცევები თავის ტვინში;
- ქალა ტვინის სამშიბიარო ტრამვები;
- ინფექციები: მენინგიტი, ენცეფალიტი;
პოსტნატალური(მშობიარობის შემდგომი
პერიოდი) -
- ქალა ტვინის დაზიანება;
- ინფექციები (მენინგიტი, ენცეფალიტი, პარაზიტული ინფექციები);
- ეპილეფსიური სინდრომი (ვესტის სინდრომი, ლენოქს-გასტოს სინდრომი);
- არახელსაყრელი გარემო პირობები(ბავშვის უგულებელყოფა,არასათანადო ზრუნვა, როცა არ ხდება მისი ფიზიკური თუ ფსიქიკური განვითარების სტიმულაცია, ხანგრძლივი იზოლაცია, ცუდი კვება);
სხვადასხვა ქვეყნების მონაცემებით
გვხვდება საერთო პოპულაციის 2-3%. ხშირად გვხვდება აუტიზმთან, ბავშვთა
ცერებრულ დამბლსთან, ეპილეფსიასთან კომბინაციაში. შემთხვევათა 80%
აღნინიშნება იოლი გონებრივი ჩამორჩენილობა; 12% – საშუალო, 7% –
ძლიერი, ხოლო 1% კიმძიმე.
გასათვალისწინებელია, რომ
გონებრივი ჩამორჩენილობა ქრონიკული მდგომარებეობაა, რომელიც არ
იკურნება. თუმცა სწორად დაგეგმილი და განხორციელებული დახმარებით,
საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ, სოციალურ და პროფესიული გადამზადების
პროგრამებში მონაწილეობის გზით შესაძლებელია მაქსიმალურად დავეხმაროთ
განავითარონ ინტელექტუალური და ფუნცქიონალური უნარების დონე.
გონებრივი ჩამორჩენილობის
პირველადი დიაგნოსტიკა ფიზიკური გასინჯვითა და სამედიცინო
ისტორიის შედგენით იწყება. სამედიცინო გამოკვლევების გარდა, გონებრივი
ჩამორჩენილობის დიაგნოსტირების აუცილებელ შემადგენელ ნაწილს
წარმოადგენს ინტელექტის შესაფასებელი ტესტებისა და ადაპტაციური
ქცევების შესაფასებელი გამოკითხვის ჩატარება. მათი მიზანია
განისაზღვროს ბავშვის ინტელექტის კოეფიციენტი და ადაპტაციური
ფუნქციონირების ხარისხი. ინტელექტის შესაფასებლად ყველაზე ხშირად
გამოყენება ვექსლერის შკალა (WISC-R) და კაუფმანის ბავშვთა შეფასების
ბატარეა, ხოლო ადაპტაციური ფუნქციონირების ხარისხის დადგენა ხდება
ადაბტაციური ქცევების შკალის (ABS) საშუალებით.
საბოლოო დიაგნოზისა და შემდგომი
დახმარების განსაზღვრა ხდება პროფესიონალთა ჯგუფის მიერ (ფსიქოლოგი,
ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი) ბავშვისა და მისი ოჯახის წევრების
აქტიური მონაწილეობით.
თიკო მაისურაძე
ყველა სტატია
შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე
ვრცელდება საავტორო უფლებები.