ფსიქოსინთეზი იყენებს სიმბოლოებს, რომელიც დაფიძნებულია
ბუნებრივობაზე. სიმბოლოების ძირითადი დანიშნულებაა ფსიქოლოგიური
დაძაბულობის აკუმულაცია. ამავდროულად ისინი გარდაქმნიან ფსიქიურ
ენერგიას და გვევლინებიან მის გამტარებად.
სიმბოლოებთან მუშაობისას უნდა გვახსოვდეს ფროიდის მიერ აღმოჩენილი
პრინციპები:
1. სიმბოლო წარმოიქმნება შეჯგუფების პრინციპით , ანუ თითოეული სიმბოლო
ასახავს ერთდროულად მრავალ სხვადასხვა მოვლენას, რომელიც სხვადასხვა
დროს ხდებოდა ადამიანის ცხოვრებაში.2. ამბივალენტობის პრინციპი.
ერთიდაიგივე სიმბოლოს გააჩნია ურთიერთსაწინააღმდეგო
მნიშვნელობა.ასაჯიოლმა ყველა სიმბოლო დაყო შვიდ კატეგორიად. 1.
ბუნების სიმბოლოები: ცეცხლი, ჰაერი, მიწა, წყალი, ცა, ვარსკვლავები,
მზე, მთვარე, მთები, ზღვა, მდინარეები, ტბა, წყალსატევი, ქარი,
ღრუბელი, წვიმა, ნისლი, მღვიმე, ხე, კვამლი, ხორბალი, თესლი,
ყვავილები, ძვირფასი ქვები, სინათლესთან დაკავშირებული
სიმბოლოები_მზის ჩასვლა, მზის ამოსვლა, სხივები. ჩრდილები. ეს არის
ძირითადი ბუნებრივი სიმბოლოები, თუმცა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს
სხვებიც.2. ცხოველური სიმბოლოები: ყველზე ხშირად გამოიყენება: ომი,
ვეფხვი, მგელი, გველი, დათვი, ხარი, თხა, ირემი, თევზი, ჩიტები,
კვერცხი, შინაური ცხოველები. 3. ადამიანური სიმბოლოები, მათ
შორის აღინიშნება:
- ზოგადადამიანური სიმბოლოები_მამა, დედა, ბებია-ბაბუა, შვილი, ძმა,
და, მოხუცი ბრძენი, მაგი, მეფე, დედოფალი, პრინცი, პრინცესა, დარაჯი,
გული, ხელი, თვალი, დაბადება, ზრდა, სიკვდილი, აღდგომა.
- თანამედროვე ადამიანური სიმბოლოები: მთამსვლელი, მკვლევარი,
მეცნიერი, მძღოლი, მფრინავი და ა.შ.
4. ანთროპოგენური
სიმბოლოები_ხიდი, არხი, რეზერვუარი, გვირაბი, დროშა, შადრევანი,
ანთელი, გზა, კედელი, კარი, სახლი, კიბე, კლიტე, ყუთი, მახვილი, სარკე
და ა.შ.
5. რელიგიური და მითოლოგიური სიმბოლოები. ღმერთი, ანგელოზი, წმინდანი,
ბერი, მოძღვარი, მონაზონი, აღდგომა, ჯოჯოხეთი, ეშმაკი, სამოთხე,
გრაალი, მონასტერი, ჯვარი და ა.შ.
- აღმოსავლური სიმბოლოები ბრაჰმა, ვიშნუ, შივა, ბუდა და ა.შ.
- მითოლოგიური _ მუზა, ღმერთები, ქალღმერთები.
6. აბსტრაქტული სიმბოლოები: რიცხვები და
გეომეტრიული სიმბოლოები. 7. ინდივიდუალური და უნებლიედ
წარმოშობილი სიმბოლოები. როგორც ვხედავთ, ძირითადი სიმბოლოებიც კი
საკმაოდ მრავალფეროვანია. რასაკვირველია არ არის აუცილებელი, ყოველი
მათგანით ვისარგებლოთ ერთბაშად. სიმბოლოთა ზოგიერთი კლასი ადამიანთა
გარკვეული ტიპისთვის არის უფრო მოხერხებული. ეს დამოკიდებულია
კულტურალურ და ინდივიდუალურ თავისებურებებზე, სქესზე, ასაკზე და აშ.
მთლიანობაში კი სიმბოლოს ამორჩევა დამოკიდებულია კონკრეტულ
პრობლემაზე, თუმცა ამ ტექნიკის გამოყენება არ შეიძლება ორ
შემთხვევაში:
1. როდესაც სუბიექტს გამძაფრებული აქვს წარმოსახვითი რეალობის შექმნის
უნარი.
2. თუკი სიბიექტში დომინირებს აბსტრაქტული აზროვნება და სიმბოლოების
წარმოდგენა უჭირს. სიმბოლოების წარდგენა კლიენტისთვის ხდება
დასახელებით, აღწერით, გრაფიკული გამოსახულებით ანდაც მოწოდებით
ვიზუალიზაციაზე. პიროვნებათშორისი პრობლემების გადასაწყვეტად ძალიან
მოსახერხებელია ხიდის, გვირაბის, მთის გამოყენება. დიაგნოსტიკური
მიზნებისთვის კი, როგორც წესი, იყენებენ ცხოველურ სიმბოლოებს. მაგ.
სთხოვენ ადამიანს გააიგივოს თავი რომელიმე ცხოველთან. ასაჯიოლის
უსაყვარლესი ტექნიკა იყო “გული”. სუბიექტს წარმოადგენინებდა
(ვიზუალიზაციით) დიდ გულს, მასზე კარით. სთხოვდა გაეღო კარი, შესულიყო
შიგნით და აღეწერა ყველაფერი, რასაც ხედავდა.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე
და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.