აშშ-სა და ევროპაში ალკოჰოლის
მიმართ დამოკიდებულების დროს პიროვნების შეცვლის გენეზის შესახებ
გავრცელებულია რამდენიმე თეორია: ფსიქოანალიტიკური, ბიჰევიორისტული,
ანთროპოლოგიური და სხვა. ზოგიერთ ქვეყანაში პოპულარულია ჰომეოსტაზის
მეთოდი,
რომლის მეშვეობითაც ცდილობენ
ალკოჰოლდამოკიდებულის პიროვნული ცვლილების ასახვას_ადამიანის ქცევა
ბიოლოგიური და სოცილაური სახით იმ გარემოპირობებთან არის კავშირში,
რომლებთანაც იგი შეგუებულია და გარემოპირობების ცვლა ადამიანის ქცევის
ცვლასაც იწვევს. ზოგადად კი მიღებულია ხასიათობრივი ჯგუფების
შემდეგნაირი კლასიფიკაცია:
1. პიროვნების გამახვილების ასთენიური ტიპი_ჭარბობს აგზნებადობა, გულჩვილობა, გაღიზიანება ადვილად იცვლება უკმაყოფილებით, უხეშობით, მრისხანებით, მაგრამ ადვილად მყარდება სიმშვიდის მდგომარეობა და მომხდარის მიმართ სინანულის განცდა. სიფხიზლის პერიოდში ასეთ ტიპებს უვითარდებათ თვითბრალდებების და იპოქონდრიული ხასიათის განცდები. ყალიბდება არასრულფასოვნების განცდა.
2. პიროვნების გამახვილების ექსპლოზიური ტიპი_გამოხატულია უნდობლობა, წყენა, გაღიზიანება აფექტით, სიავე, მრისხანება და აგრესიული მოქმედებები. მონანიება და საკუთარი დანაშაულის აღიარება სიმშვიდის პერიოდში არ ახლავს. პიროვნება შეუღწევადია და არ ითვალისწინებს სხვათა აზრებსა და განცდებს.
3. პიროვნების გამახვილების სინტონური ტიპი_აწეული გუნება, ოპტიმისტური განწყობა, ხალისიანობა, კმაყოფილება საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისადმი. ხშირად ხმარობენ უხეშ და უხამს სიტყვებს, მაგრამ არა სხვათა წყენინების მიზნით. განვითარებული აქვთ მოვალეობის გრძნობა, თუმცა წვრილმანებისადმი გულისხმიერებით არ გამოირჩევიან და მიდრეკილი არიან სხვადასხვა მდაბალი მისწრაფებებისაკენ.
4. პიროვნების გამახვილების დისთიმიური ტიპი_ჭარბობს მონაცვლეობითი ოპტიმისტური, ხალისიანი, დათრგუნვისა და გამოუვალი მდგომარეობის შეგრძნებები. ცუდად აქვთ განვითარებული იუმორის გრძნობა. ზედმეტი სერიოზულობით აღიქვამენ მოვლენებს, მიდრეკილნი არიან დეპრესიისადმი.
5. პიროვნების გამახვილების ისტერიული ტიპი_გადაჭარბებული ექსპრესია, პოზიორობა, თეატრალურობა, საკუთარი დადებითი თვისებების ხაზგასმა გარშემომყოფთა დამცირების ფონზე. ინტერესთა და გატაცებათა არამდგრადობა, ზედაპირულობა და მომატებული შთაგონებადობა.
6. პიროვნების გამახვილების შიზოიდური ტიპი_გუნება-განწყობის მკვეთრი დაქვეითება, გულჩათხრობილობა, კონტაქტების შევიწროვება, გულჯავრიანობა, ბოღმიანი აფექტები.
ჩვენ მოკლედ აღგიწერეთ ის
პიროვნული ცვლილებები, რომლებიც ალკოჰოლდამოკიდებულებებისთვისაა
დამახასიათებელი და რომლებიც შესაძლოა გამოვიყენოთ ნიშნულად ალკოჰოლის
პერიოდულ ან განუწყვეტელ მოხმარებასთან ერთად დაავადების
სადიაგნოსტიკოდ.
იხ. ნაწ. II
იხ. ნაწილი IV
ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.