ჩვენ შევეცადეთ გასაგებ ენაზე, მარტივად გადმოგვეცა ალკოჰოლიზმის დროს
განვითარებული ხასიათობრივი ცვლილებები. დაავადების მიმდინარეობისას
ეს ნიშნები მეტნაკლებად გამახვილდება ხოლმე. იმისთვის, რომ დავიცვათ
საკუთარი თავი და ახლობლები
, მეტად მნიშვნელოვანია ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ეს მძიმე სენი და
დავიწყოთ მასთან ბრძოლა. პირველი ნიშნები ალკოჰოლის საყოფაცხოვრებო
წესით ჭარბად მოხმარებისას იჩენს ხოლმე თავს, ანდაც სწორედ
ხასიათობრივი ცვლილებებით წარმოგვიდგება. უკვე ფორმირებული
დაავადებისას ერთმნიშვნელოვნად საჭიროა სამედნცინო_მედიკამენტოზური
ჩარევა, თუნდაც მოკლევადიანი რემისიის მიღება და ამ რემისიის
განმავლობაში მიზანმიმართული ფსიქოთერაპიული ღონისძიებანი ფსიქიკის
გასაჯანსაღებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში უძრავ რემისიის პერიოდს ისევ
შეცვლის ალკოჰოლის მოხმარების არაერთი ფაზა და დაავადება თანდათანობით
დამძიმდება პიროვნების ფსიქიკური განლევადობისა და კოგნიციური
ფუნქციების დაქვეითების ფონზე. რამდენიმე რჩევა, რომელიც გამოსადეგია
პრედიაგნოსტიკური პერიოდისათვის:
1. მოზარდი განსაკუთრებულ გამოცოცხლებას ავლენს თანატოლებთან
შეხვედრისას თუკი ამ შეხვედრას ახლავს ალკოჰოლიზაცია? მიმართეთ
ფსიქოკორექტორს.
2. ალკოჰოლიზაციის პერიოდში მოზარდს გამოუვლინდა თრობის მდგომარეობაში
ალკოჰოლზე მზარდი მოთხოვნილება? მიმართეთ ფსიქოკორექტორს.
3. ალკოჰოლიზაციის შემდგომ დღეებში გამოვლინდა დისფორია, ადინამია,
გაღიზიანებადობა? მიმართეთ ფსიქოკორექტორს.
4. იგივე სამი სიმპტომი გამძაფრებული სახით სხვა დანარჩენ ასაკობრივ
ჯგუფებშიც შესაძლოა მივიჩნიოთ ალკოჰოლდამოკიდებულების დასაწყისად და
მივიღოთ სათანადო ღონისძიებები.
5. გამოზარხოშების სინდრომი_ეს ბუნებრივი მდგომარეობა არ არის.
პოსტინტოქსიკაციური ნიშნების გამოვლენაა და თუ ფიზიკურ შეგრძნებებთან
ერთად ვლინდება ფსიქიკური დაძაბულობა მიმართეთ ფსიქოკორექტორს.
6. მოიმატა ალკოჰოლიზაციების რიცხვმა და ამის მიზეზად სხვადასხვა
ყოფითი პრობლემა სახელდება? მიმართეთ ფსიქოკორექტორს.
7. ყოფითი ცხოვრების ფონზე ხასიათობრივი ცვლილების ყოველი გამოვლინება
ალკოჰოლის თუნდაც “ნორმის ფარგლებში” მომხმარებელში_ფსიქოკორექციას
საჭიროებს.
8. საყოფაცხოვრებო რეჟიმით ალკოჰოლის მომხმარებლებში გაიზარდა
თანდათან მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობა და ის ამაყობს ამითი?
მიმართეთ ფსიქოკორექტორს.
9. დამახასიათებელია სმის გაღრევებითი (გადაბმული) ტიპი? მიმართეთ
ფსიქოკორექტორს.
10. უკვე გამოვლენილი დაავადებისას: გახსოვდეთ: ალკოჰოლიზმი
ფსიქო-სოციალური დაავადებაა, მარტო მედიკამენტოზური ჩარევით ფონს ვერ
გახვალთ. რემისიის პერიოდში აუცილებლად მიმართეთ ფსიქოკორექტორს.
იხ. ნაწილი I
იხ. ნაწილი II
იხ. ნაწილი III
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის”
ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.