კონფორმიზმი
სოციალური ფსიქოლოგია  საზოგადოებისა და ინდივიდის ურთიერთ დამოკიდებულებებს, ადამიანთა  შორის ურთიერთობებსა  და ჯგუფებსა და ჯგუფთაშორის ფენომენებს შეისწავლის. ინდივიდს, როგორც სოციუმის ცალკეულ წარმომადგენელს უწევს
მიიღოს ესა თუ ის სოციალური როლი და დაემორჩილოს ამა თუ იმ სოციალურ ნორმას. ასეთ შემთხვევაში გარკვეულწილად სახეზეა კონფორმულობის გამოვლენა სოციალური მოლოდინების მიმართ. კონფორმულობა არის ადამიანების ტენდეცია დაეთანხმონ ჯგუფის წევრების ქცევებსა და შეხედულებებს (რეალურს, ნაგულისხმევს ან წარმოსახულს).იგი სოციალური ქცევის ტიპია, რომელსაც ახასიათებს შემგუებლობა, მოვლენათა, ნორმატიული წესების, მოსაზრებების, ღირებულებებისა  და წარმოდგენების პასიური მიღება, საკუთარი პოზიციის უქონლობა, მეტ–ნაკლები წნეხის შემთხვევაში სტერეოტიპის უპრინციპო და უკრიტიკო გათავისება.

ალბათ ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც ორატორის ან  მომღერლის  გამოსვლის შემდეგ მათ ოვაციებით ხვდებიან. პარტერის პირველ რიგებს მათი „ფანები“ იკავებენ, საიდანაც აბლოდისმენტებისა და ემოციების  ტალღა დანარჩენ თაყვანისმცემლებზე გადადის და მთელს დარბაზში ვრცელდება. ფეხზე მყოფი ადამიანებისგან წამოსული ემოციები აკეთებს იმას, რომ მეორენი, რომლებსაც არ სურთ მოხერხებული სავარძლიდან ადგომა მხოლოდ ტაშის კვრით შემოიფარგლებიან. დავუშვათ თქვენც ხართ ასეთი ადამიანების გარემოცვაში და რაღაც მომენტში არ იზიარებთ დარბაზის ემოციებს, შეძლებთ კი იჯდეთ იმ დროს როდესაც თქვენს გარემო ყველა ფეხზე დგას და ოვაციებს ვერ მალავს??? თეთრი ყვავის პოზიციაში ყოფნა ხომ არც ისე ადვილია…
კონფორმულობა იწყება იქ სადაც მთავრდება ინდივიდის  შინაგანი თუ გარეგანი უთანხმოებების ცნობიერი თავის არიდების ტენდენცია ფაქტობრივი ან ფორმალური თანხმობის დასამკვიდრებლად. სოციალური ფსიქოლოგები გამოყოფენ კონფორმულობის ორ ტიპს:

1. ინტერიორიზაციას
, როცა ხდება ჯგუფის აზრის მიღება და გაშინაგნება;

2. დამორჩილებას
, როცა ადამიანი გარეგნულად ეთანხმება, მაგრამ შინაგანად – არა. ხოლო ძალებსა და გავლენებს, რომლებიც საზოგადოებაში დამკვიდრებასა და სოციალური ზეწოლის არიდებას ემსახურება, ასევე კონფორმულობამდე მიჰყავს ინდივიდი,  ესენია: ინფორმაციული გავლენა – როდესაც ჩნდება მოთხოვლინება მოცემულ სიტუაციებში ვიყოთ კორექტულები და მოვიქცეთ სწორად; და ნორმატიული გავლენა – როდესაც ინდივიდს აქვს მოთხოვლინება დაიმსახუროს გარშემომყოთა აღიარება, მოწონება.
არსებობს კონფორმიზმის სახე-სხვაობები:

  • ადამიანი აკეთებს იმას, რაც დიდიად არ სიამოვნებს – რათა დაიმსახუროს შექება და აირიდოს დასჯა –  კომფორმიზმის ამ ფორმას დათმობა ჰქვია
  • თუკი  ინდივიდის დათმობა არის პასუხი კატეგორიულ ბრძანებაზე – მაშინ ის დაქვემდებარებას ან დამორჩილებას წამოადგენს
  • როდესაც იდივიდმა გაითავისა და დაიჯერა, ის რისი გაკეთებაც აიძულა ჯგუფმა – ამ შემთხვევაში ფიქსირდება აღიარება, გაზიარება.
რა იწვევს დაქვემდებარებას, დამორჩილებას? მილგრემმა ექსპერიმენტულად იკვლია ეს საკითხი. მისი გამოლვლინებების მიხედვით მორჩილებას 4 ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს:

  • მსხვერპლის ემოციონალური განცალკევება – თუკი მოძალადე მსხვერპლს  ვერ ხედავს მაშინ ნაკლებად თანაუგრძნობს მას.
  • „ძალაუფლების მატარებლის“ დასწრება და მისი ლეგიტიმურობა – თუკი ბრძანების გამცემი ახლოსაა, მას უფრო მეტად ემორჩილებიან. ასევე, თუკი პირის ძალაუფლება ლეგიტიმურია შებამისი კანონმდებლობის საფუძველზე, მას უფრო მეტად ემორჩილებიან.
  • ძალაუფლების ინსტიტუციონალობა – დამორჩილებისადმი ტენდენცია მატულობს, თუკი ძალაუფლების მქონეთა პრესტიჟი მაღალია. ავტორიტეტული პირები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს საპატივცსაცემო ორგანიზაცია, დიდი სოციალურ ძალაუფლებას ფლობენ.
  • დაუმორჩილებელთა ზეგავლენა – ესაა კონფორმულობს ეფექტი, რომელიც ინდივიდ კი არ ზღუდავს არამედ მას მოქმედების თავისუფლებას ანიჭებს. მაგალითად ინდივიდი შეწუხებულია მოძალადის ქცევით, მაგრამ ვერ რისკავს რეაგირებას. როდესაც ჯგუფის წევრები აღშფოთება გამოხატავენ, ეს ინდივიდიც მათ უერთდება. აღნიშნულ ეფექტს მილგრემმა კონფორმიზმის პოზოტიური ეფექტი უწოდა.
კონფორმიზმი ადაპტაციის ერთ–ერთი ძირითადი ტიპია და ვლინდება ვითარებაში, როცა ინდივიდისთვის მთლიანად მისაღებია კულტურული მიზნებიც და მათი მისაღწევი ინსტიტუციური წესებიც. შესაბამისად, კონფორმისტული ქცევა სტაბილური სოციალურ–კულტურული გარემოს მახასიათებელია. იგი დახურული ტიპისა და ჩამოუყალიბებელი საზოგადოებების დაავადებაა. ისეთების სადაც არსებობს სოციალური პრობლემები, სადაც მუდმივი პოლიტიკური კრიზისებია. რადგან კონფორმიზმი არსებითად შემგუებლობა და სიახლის შიშია.

კონფორმიზმში მყოფნი გააფთრებული იცავენ არსებულ მდგომარეობას, რადგან მათ ეშინიათ მომავლის, ეშინიათ იმის, რომ მდგომარეობა რომელსაც ადამიანური რესურსების სრული გამოყენებით მიაღწიეს, შეიძლება შიეცვალოს. მათთვის სიახლე ცვლილებებს ნიშნავს, ცვლილებების დროს კი არ იციან შეინარჩუნებენ თუ არა არსებულს. სამწუხაროდ ამგვარი საზოგადოებები  არ ვითარდებიან.

კონფორმიზმი არსებითად შიშია, რომელსაც ორი მიმართულება აქვს. ერთი ეს არის მთლიანად საზოგადოების შიში ცვლილებების, სიახლის და უარეს მდგომარეობაში ყოფნის მიმართ. ხოლო მეორე ინდივიდუალური შიშია, რომელიც საზოგადოების მიმართ არსებობს. ეს არის შიში იმისა, რომ დავკარგავთ საზოგადოებაში ამდენი წვალებით მოპოვებულ ადგილს, ჩვენ გვეშინია სოციალური გარემოდან გაუცხოების, რაც ადამიანის, როგორც სოციალური ცხოველი არსებობისთვის უდიდესი საფრთხის მომტანია.

კონფორმიზმი ეს არის მოვლენა, როცა ადამიანები ერიდებიან თავიანთი აზრის გამოხატვას, ან რაიმე საქციელის ჩადენას მხოლოდ იმიტომ რომ ეშინიათ არ დარჩნენ საზოგადოებისგან გარიყულნი. ამიტომ ადამიანები დუმილს ამჯობინებენ, რადგან საკუთარი საზოგადოების სიცოცხლის ფასად ინახავენ იმ მემკვიდრეობას, რომელიც ერგოთ. ეს ყოველი მათგანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა. სიტუაციას, როდესაც ადამიანები იძულებულნი არიან დაემორჩილონ რომელიმე ზნეობრივ თუ სამათლებრივ კანონს, მხოლოდ იმიტომ რომ საზოგადოებაში, სადაც ისინი ტრიალებენ ეს არის მიუღებელი მას ინდივიდუალისტური კულტურის პრინციპებზე აღზრდილი ფსიქოლოგები  განიხილავენ როგორც დამორჩილებას, დათმობას და არა როგორც თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის უნარს.

საინტერესოა, არსებობენ კი ადამიანები რომლებიც მუდმივად ინარჩუნებენ ინდივიდუალობას? შესაძლოა კი იდივიდმა თავის ნებას შეაგუოს საზოგადოება, გაატაროს თავისი ინტერსები ან უბრალოდ შეძლოს აირიდოს ამ ძლიერი ორგანიზმისგან წამოსული გავლენა? არის კი შესაძლებელი ჩვენს სამყაროში იარსებო ისე, რომ იყო წარმატებული, კომფორტული, სასიამოვნო ადამიანი და ამასთანავე ცხოვრობდე ნონ-კონფორმიზმის პირობებში???

მარიამ გორგოშიძე

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია “დენდრონის” ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?