პრობლემის საფუძველი ხშირად
თინეიჯერის და მისი შობლების “სამეტყველო ენათა” სხვაობაა, რომელსაც
საფუძველი ინდივიდუალურ პრიორიტეტთა სხვაობა და ამა თუ იმ საკითხის
განსხვავებული კუთხით ხედვაა. ზოგადად ეს პრობლემები შეგვიძლია ასე
დავაჯგუფოთ:
1. ჰიპომზრუნველობა, რომლის გამოც თინეიჯერი თავს მარტოდ გრძნობს და უმცირდება საკუთარი “მნიშვნელოვნების” შეგრძნება. (ვლინდება თინეიჯერის მხრიდან მშობლისადმი სხვადასხვა “ისტერიული” მოთხოვნებით და ბრალდებებით, რომლებიც მშობლების თვალით საფუძველსაა მოკლებული.
2. ჰიპერმზრუნველობა, რომელსაც თინეიჯერი ოჯახურ დიქტატურად აღიქვავს, უყალიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი, იტანჯება სხვადასხვა სახის კოშმარული სიზმრებით, იწვევს ფრუსტრირებას და ემოციურად აღარიბებს მას. ხშირად თავს იჩენს კომუნიკაციის პრობლემები.
3. “თაობათა ბრძოლა” გამოწვეულია მშბელთა მხრიდან დროის ახალი გამოწვევების მიუღებლობით, ხოლო მოზარდთა მხრიდან “ძველი ღირებულებების” განურჩეველი უგულებელყოფით. საკითხისადმი ორივე მხარის უკომპრომისო დამოკიდებულება იწვევს ფსიქო-ემოციურ დაძაბულობას, კონფლიქტებს და ერთმანეთისაგან გაუცხოვებას.
4. მშობლების მხრიდან საკუთარი
პასუხისმგებლობების შვილებზე გადატანის მცდელობა რაც მოზარდებში
ბადებს “მშობლების იმედების ვერ გამართლების შიშს”.
5. მოზარდი გარდატეხის ასაკში
სამყაროს ახლებურ ხედვას იწყებს, ხდება ძველი ცხოვრების გარკვეული
ეტაპების გადაფასება და მათზე ახალი, ძველისგან მანსხვავებული
შეხედულებების ჩამოყალიბება. საკუთარ ცხოვრებაში დანახული
ნაკლოვანებების მწვავედ აღქმა და შეუგუებლობა. მშობლების ქცევების,
აზრების მიუღებლობა.
6. ბრძოლა ოჯახში საკუთარი ადგილის
მოსაპოვებლად. მოზარდები, რომლებმაც გარკვეული პირობების გამო ვერ
მოახერხეს სათანადო აღიარების მოპოვება თანატოლთა შორის ცდილობენ
დაიკავონ ეს ნიშნული საკუთარ ოჯახში ხოლო მშობლები მოზარდის
პრობლემისადმი გულისხმიერი მიდგომის ნაცვლად, უწევენ მათ ხისტ
წინააღმდეგობას, “საკუთარი ადგილის დაკარგვის შიშით”.
7. გაუთავებელი კონფლიქტები უფროსებს შორის, რაც ხშირად ხდება თინეიჯერის თვალში მშობლის ავტორიტეტის დაკარგვის მიზეზი.
8. მშობლების მცდელობა შვილების საშუალებით მოახდინონ საკუთარი განუხორციელებელი ოცნებების რეალიზება. რაც მოზარდებში ბადებს პროტესტს და შემდგომში მძიმე განხეთქილების მიზეზი ხდება.
ჩვენ ვცადეთ წარმოგვეჩინა მშობლებსა და თინეიჯერებს შორის კონფლიქტების ყველაზე გავრცელებული მიზეზები, ასევე ორივე მხარის მიერ დაშვებული შეცდომები, საჭიროა რომ თითოეულმა გაიაზროს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ამ კონფლიქტის წარმოშობაში.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.