აგრესია ბავშვთა ასაკში
ჩვენ ხშირად გვწერენ მშობლები სხვადასხვა პრობლემების შესახებ. ბევრი მათგანი ბავშვთა აგრესიას ეხება. ამიტომ, გადავწყვიტეთ ნათელი მოვფინოთ თემას.
აგრესია არის მიზანმიმართული ქმედება სხვა ადამიანზე, ადამიანთა ჯგუფზე, ცხოველებზე ან უსულო საგნებზე მათი დაზარალების მიზნით.

აგრესიულობა მზადყოფნაა მსგავსი ქმედებებისადმი.
ადრეული ასაკის ბავშვს გარკვეულწილად ახასიათებს აგრესიულობა. რა თქმა უნდა ეს მძიმე გამოცდაა მშობლის მოთმინებისთვის და შეიძლება დაძაბოს კიდეც ჩვენი ურთიერთობა ბავშვთან. ძალიან იშვიათად ხდება ბავშვის სრული განთავისუფლება აგრესიისგან და არც უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ, რადგან აგრესიას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი, ჯანსაღი და არაჯანსაღი მხარეები. ის შეიძლება გამოვლინდეს მიზანდასახულ აქტიურობაში ან დაუჯერებლობასა და წინააღმდეგობებში. აგრესიულობას შეუძლია განავითაროს ინიციატივური სული ან შობოს ჩაკეტილობა და მტრობა, ბავშვი შეიძლება გახდეს შეუპოვარი ან უნებისყოფო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანა განვავითაროთ აგრესიულობის დადებითი მხარეები და შევეწინააღმდეგოთ მის უარყოფით ნიშნებს. ამისთვის კი საჭიროა გავიგოთ მისი ბუნება და წარმოშობის მიზეზები.

აგრესიულობა ძალიან ადრე ვლინდება. ახალშობილის დაჟინებულ ტირილში, კარგად იკითხება ბრაზი და აღშფოთება. პატარა ბავშვი დიდხანს არის დამოკიდებული მშობელზე. ჩვენ ვცდილობთ შეძლებისდაგვარად მივეხაროთ მას, მაგრამ ის მაინც დათრეგუნულია სამყაროს უზარმაზარობით,რაც ხშირად იწვევს მასში გულდაწყვეტას, მისი სურვილები ხშირად ითრგუნება. ტირილის დროს ბავშვის მიერ დახმარების მოთხოვნა თანდათან გადადის თავგანწირულ პროტესტში, სწორედ აქ იწყება აგრესიულობა. აგრესიული რეაქცია ბრძოლის რეაქციაა. ის შედგება დაუკმაყოფილებლობის, პროტესტის, ბრაზისა და ღია ძალადობისგან, თან ახლავს ბავშვის სურვილს შეცვალოს გარემოებები. ეს სრულიად ნორმალურია და უფრო მისაღებია ვიდრე ტირილი, წუწუნი, ჩივილები, მორჩილი დანებება, უნაყოფო ფანტაზირება და რეალობისგან წასვლის სხვა გამოვლინებები. ჩვენ მოგვწონს ხალხი, რომლებიც არ ერიდებიან ხიფათს, გადალახავენ წინააღმდეგობებს, არიან შეუპოვრები და უყვართ შეჯიბრი, მაგრამ აგრესიულობასთან არის დაკავშირებული ასევე სიცრუე, გამომძალველობა, ძალადობა, ფიზიკური და სულიერი ტრავმების მიყენება და მკვლელობაც კი. ამიტომ ჩვენი ამოცანაა აგრესიულობის არა სრული გამორიცხვა ხასითიდან, არამედ მისი შეზღუდვა და გაკონტროლება, ასევე მისი იმ მხარეების წარმოჩინება, რომელთაც არ მოაქვთ ზიანი პიროვნებისთვის და საზოგადოებისთვის.

ბავშვებში ზედმეტი აგრესიულობის თავის არიდების საუკეთესო საშუალებაა მის მიმართ სიყვარულის გამოვლინება. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი დარწმუნებულია, რომ მას უყვარს თავისი შვილი. ჩვენ მართლაც გვიყვარს ჩვენი შვილები, მაგრამ ხშირად ამას არ ვავლენთ ისე ცხადად, რომ პატარამ იგრძნოს. მაგალითად, ბავშვი არ გრძნობს ჩვენს სიყვარულს, როდესაც მას ენერგიულად ვუწმენდთ ყურებს, ისიც მართალია, რომ ბავშვი ჩვენში ხშირად იწვევს მოუთმენლობას, ბრაზს, სინანულს, ხანდახან კი სასოწარკვეთასაც. სამწუხაროდ, ჩვენ ამ გრძნობებს გამოვხატავთ უფო დრამატულად, ვიდრე ჩვენს სიყვარულს. სწორედ ამიტომ, თუ ბავშვი რეგულარულად ხედავს ჩვენში ბოროტ მზრახველს, რომელიც მეტი თუ ნაკლები სიხშირით თრგუნავს მას, ხელს უშლის მას სურვილების დაკმაყოფილებაში, ის აუცილებლად ხდება ბრაზიანი და აგრესიული. ის იწყებს ტირილს, ყვირილს, ჯიუტობას, შეიძლება კიდეც დაგარტყათ-ეს ბუნებრივია.

ბავშვს აქვს აგრესიის გამოვლენის საშუალება, მშობლები და ახლობლები მისი სამიზნეები ხდებიან. მაგრამ თუ მისი განრისხება მუდამ ითრგუნება, ის გრვდება და გამოვლინდება მხოლოდ მოწიფულ ასაკში, როდესაც შეუძლებელი ხდება მისი რეალური მიზეზის გამორკვევა, რადგან აგრესიულობა მაშინ უკვე სხვა ფორმით ვლინდება. ამ ფენომენს ჩვენ „გადატანას“ ვეძახით. ბავშვი, რომელსაც არ მისცეს კანფეტი, ამტვრევს სათამაშოს.ის ვერ ბედავს ღიად გამოხატოს თავის ბრაზი დედის მიმართ და „გადააქვს“ აგრესია სხვა, უფრო უწყინარ ობიექტზე. მაგრამ ხშირად ბავშვები ღიად გამოხატავენ თავის უკმაყოფილებას და აღშფოთებას, შემდეგ კი განიცდიან თავის საქციელს. ბავშვი ვერ ეწინააღმდეგება მშობლის ავტორიტეტს, მან იცის , რომ მათ პატივი უნდა სცეს. ის თვითონ წუხს საკუთარი აგრესიული საქციელის გამო, მას უჩნდება დანაშაულის გრძნობა, შეიძლება მშობლის მზრუნველობის და სიყვარულის დაკარგვის შიშიც კი. ეს შიში თავისთავადაც იწვევს აგრესიულობას და ყალიბდება მანკიერი წრე-ბავშვი დათრგუნულია არა მხოლოდ მშობლების მისე არამედ საკუთარი დანაშაულის გრძობისა და შიშის მიერაც. აი ახლა კი, მისი აგრესია უკვე მიმართული იქნება სხვა ობიექტის მიმართაც. ყველაზე სამწუხარო ამ ისტორიაში არის ის, რომ აგრესიულობისგან ყველაზე მეტად თვითონ ბავშვი იტანჯება, მას დაძაბული ურთიერთობა აქვს მშობლებთან, კარგავს მეგობრებს, ცხოვრობს მუდმივ გაღიზიანებაში, ბრაზითა და საკუთარი დანაშაულით დათრგუნული. ხშირად ეს ხდება მიზეზი უსაფუძვლო და უმართავი შიშების. ეს ბავშვები უბედურები არიან, მათ არ ძალუძთ მოიპოვონ შინაგანი სიმშვიდე და დაამყარონ კარგი ურთიერთობები ხალხთან. დროთა განმავლობაში აგრესიულობა არ მცირდება, რადგან ხდება ჩვეული და არაკონტროლირებადი.აგრესიულობის „სამკურნალოდ“ გამოსაყენებელია თითქმის იგივე საშუალებები, რომლებიც გვეხმარებიან მის პრევენციაში. მხოლოდ ალერსიანი სიტყვა ხსნის ბავშვის განრისხებას. მან უნდა იგრძნოს ჩვენი უპირობო სიყვარული ყველა სიტუაციაში, გაკიცხვის დროსაც კი-ჩვენ ვკიცხავთ მის საქციელს, და არა მას.

საუკეთესო საშუალება ბავშვის აგრესიულობის თავიდან ასაცილებლად არის თვით მშობლის მიერ თავშეკავების უნარი. სამწუხაროდ, ბევრ მათგანს თვითონ უჭირს საკუთარი ბრაზისა და მრისხანების დაძლევა, სწორედ ამის გამო, მათ შვილებს ძალიან გაუჭირდებათ აღზრდის პროცესში ბრაზის ადეკვატური გამოხატვის დასწავლა.

წარმოგიდგენთ ზოგად რეკომენდაცას ბრაზისა და მრისხანების დასაძლევად, რომლებიც მშობლებს თვითსრულყოფის საშუალებას მისცემენ.

1. დაალაგეთ ურთიერთობა ბავშვთან ისე, რომ ის თავდაჯერებულად და მშვიდად გრძნობდეს თავს თქვენთან:
უსმინეთ მას.
  • რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ მასთან.
  • გაუზიარეთ გამოცდილება.
  • მოუყევით თქვენს ბავშვობაზე, გამარჯვებებზე და დამარცხებებზე.
  • თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია, ეცადეთ გქონდეთ მათთან უთიერთობა არა ყველასთან ერთად, არამედ დაუთმეთ თითოეულს თქვენი “განუყოფელი“ ყურადღება.
2. თვალი ადევნეთ საკუთარ თავს, განსაკუთრებით იმ წუთებში, როდესაც სტრესის ქვეშ ხართ და ადვილია თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა:
  • შეძლებისდაგვარად გადადეთ ყველა ის საქმე,რომელიც უნდა გეკეთებინათ ბავშვთან ერთად.
  • ეცადეთ არ შეეხოთ ბავშვს გაღიზიანების დროს. თუ გულმოსული ხართ, ბავშვებმა უნდა იცოდნენ თქვენი მდგომარეობის შესახებ. პირდაპირ ელაპარაკეთ ბავშვებს თქვენს გრძნობებზე, სურვილებზე და მოთხოვნილებებზე. მაგალითად: “მე ძალიან გაბრაზებული ვარ, მარტო ყოფნა მინდა. ითამაშე, გეთაყვა სხვა ოთახში“… 
    “სამსახურის საქმეების გამო ძალიან გაბრაზებული ვარ. რამდენიმე წუთში მე დავმშვიდდები.
3. როდესაც გულმოსული ხართ, გააკეთეთ თქვენთვის რაიმე სასიამოვნო საქმე, რაც თქვენ დაგამშვიდებთ:
  • მიიღეთ თბილი აბაზანა, შხაპი
  • დალიეთ ჩაი
  • დაურეკეთ მეგობრებს
  • უბრალოდ დაისვენეთ, წამოწექით.
  • მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას. ეცადეთ თავი აარიდოთ იმ უსიამოვნებებს, რომლებიც თქვენს გულისწყრომას და გაბრაზებას გამოიწვევენ
  • ნუ მისცემთ სათამაშოდ ბავშვს იმ ნივთებს, რომლებიც თქვენთვის ძვირფასია
  • ნუ მისცემთ უფლებას გამოგიყვანოთ წონასწორობიდან. ისწავლეთ ემოციური აფეთქების წინათგრძნობა. მართეთ საკუთარი თავი და სიტუაციები (მოიგონეთ რაიმე სასიამოვნო და ა.შ.)
4. ზოგიერთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენისათვის ღირს წინასწარ მოემზადოთ თქვენც და შეამზადოთ ბავშვიც:
  • შეისწავლეთ თქვენი ბავშვის შესაძლებლობები
  • თუ თქვენ გიწევთ პირველი ვიზიტი (ბაღში, ექიმთან და ა. შ.) წინასწარ გაითამაშეთ ეს სიტუაციები.

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?