თინეიჯერებისთვის არცთუ იშვიათია პრობლემები ურთიერთობებში
როგორც თანატოლებთან ასევე უფროსებთან.
ეს გამოწვეულია თინეიჯერის რთული
ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობით, რომელიც თავისმხრივ დაფუძნებულია
ორგანიზმში მიმდინარე მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ცვლილებებზე.
თავად საზოგადოებას მართებს
მოზარდებისადმი მოკრძალება და მათი მდგომარეობის გათვალისწინება
რადგანაც სოციუმის მხრიდან სწორი მოპყრობა მოზარდის რეაქციის
მოდულატორია.
მეგობრობა ურთიერთკავშირის განსაკუთრებული, სოციალური სახეა, რომელიც ინტერესთა ერთიანობას, ღირებულებათა და რწმუნებულებათა სისტემების მსგავსებას, ემპათიას, სიყვარულს და ერთ სოციალურ გარემოში არსებობასთანაა დაკავშირებული (მ.ბ.).
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ
თითოეული ზემოჩამოთვლილი კომპონენტი მეგობრულ ურთიერთობაში ისეთივე
მნიშვნელოვანია, როგორც ყველა ერთად, რადგფან ისინი ჯაჭვურ
ურთიერთკავშირშია.
ხშირ შემთხვევაში სირთულეები მეგობართა შორის სწორედ ყველა ზემოჩამოთვლილის გაუთვალისწნებლობის გამო ვლინდება ხოლმე.
უნდა გვახსოვდეს, რომ ასაკის
მატებასთან ერთად პერიოდულად ხდება ღირებულებათა და რწმუნებულებათა
სისტემის ანალიზი და გადახალისება (ცვლილება) ცხადია მოთხოვნილებები
მეგობრობისადმი და მეგობრებისადმიც ცვალებადია.
ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.