ასაკი და გარემოსთან ადაპტაციის პრობლემები
 
ადაპტირება მთელ რიგ თავდაცვით მექანიზმებზეა დამყარებული.
მოზარდებში ხშირად შეინიშნება გაუცხოვება საკუთარი თავის ძიების პროცესში მისთვის ყველაზე ახლობელი, ანდაც მშობლიური გარემოსგან.
 
ღირებულებების გადაფასებისას სწორედ სოციალური გავლენებია მაპროვოცირებელი მშობლებთან გაუცხოვებისა. რაც შეეხება სასკოლო გარემოსთან, ანდაც მეგობართა წრესთან გაუცხოვებას, ეს უფრო მექანიკური პროცესების შედეგია და საფუძველს ამ გარემოში ცხოვრების წინა პერიოდებში იღებს. გამოცდილებები, რომლებმაც გარკვეული კვალი დატოვა ფსიქიკაზე, აისახება შემდგომ ქმედებებზე და ასე ვთქვათ, მოზარდი “შურს იძიებს”  ძველი წყენების გამო. ამას თან ერთვის ლიდერობისა თუ თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა, რაც პროცესს კიდევ უფრო ამწვავებს. ხშირ შემთხვევაში საქმე იმდენად რთულდება,
რომ საჭიროა მოზარდი ჩამოცილდეს ძველ გარემოს და დაიწყოს ცხოვრება ახალში.


რამდენიმე რეკომენდაცია მშობლებისთვის:

1. ნუ შეებრძოლებით მოზარდებს თუ იგი თქვენი ცხოვრების წესზე, ანდაც შეხედეულებეზე ქილიკობს. დასაბუთებულად აუხსენით თქვენი პოზიციები და მათი მიუღებლობის შემთხვევაში შეურაცხყოფილი ნუ დარჩებით. ეს დროებითი მოვლენაა.

2. მსგავსი კამათის დროს ნუ შეეცდებით მოზარდის წარმოდგენები ცხოვრებაზე და სოციალურ გარემოზე შეურაცხმყოფელი გამოთქმებით შეამკოთ. თუ ისინი თქვენთვის მიუღებელია, კორექტულად დაასაბუთეთ თქვენი შეხედულება.

3. ნუ ღელავთ! თქვენ “ცუდი შვილი” არ გაგიზრდიათ, ის უბრალოდ ახალი სამყაროს ძიების პროცესშია და ეს ძალიან კარგია. ხელი შეუწყეთ მისი აზრების სწორად ფორმირებას კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით, ზომიერი და დასაბუთებული კრიტიკით.

4. მაგალითად ნუ გამოიყენებთ სხვის “კარგ” შვილს. ყოველთვის გაუსვით ხაზი იმას, რომ საკუთარი შვილი თქვენთვის ძალიან ძვირფასია, რომ პატივს სცემთ და აფასებთ მას.

5. მიეცით შვილებს საკუთარი შეცდომების დაშვების უფლება. ცხოვრება საუკეთესო მასწავლებელია.

რამდენიმე რჩევა თინეიჯერებს:

1. ნუ აღელდებით თუ მშობლები ისეთი არ გეჩვენებათ, როგორიც “თქვენ შეგეფერებათ”. გახსოვდეთ, მათ ძალიან უყვარხართ.

2. ის, რასაც ახლა გრძნობთ და გაღელვებთ, დროებითია. ყველაფერი გამოსწორდება როდესაც საკუთარ თავს იპოვით. მხოლოდ ეძებეთ საკუთარი თავი!

3. ძალიან მკაცრ შეფასებას ნუ მისცემთ მასწავლებლებს ან მეგობრებს. პერიოდული “მრისხანების” დროს გაიხსენეთ ყველაზე სასიამოვნო , ანდაც კურიოზული მომენტები.

ყველა სტატია შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია "დენდრონის" ბაზაზე და მათზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?