შიში და ფსიქიკური ჯანმრთელობა
შიში_საფრთხის ერთგვარი სიგნალია, რომელიც ბაზირებს თვითგადარჩენის ინსტინქტზე. ფსიქოლოგიაში იგი განიხილება, როგორც ადამიანის თანდაყოლილი ბაზისური ემოცია, რომელიც ახდენს ადამიანის დამცველობითი მექანიზმების მობილიზებას და ამზადებს მას ან ბრძოლისთვის, შიშის გამომწვევთან, ან შიშის გამომწვევისგან გაქცევისთვის. რა ფუნქცია აკისრია შიშს?
იძლევა საფრთხის სიგნალს, ხელს უწყობს გარე არახელსაყრელ პირობებთან შეგუებას და ამით აადვილებს გარემოსთან ადაპტაციას, აიძულებს ინდივიდს იპოვოს ახალი, უფრო ეფექტური გზა საფრთხისგან თავდაცვისთვის. ნორმაში შიშს მუდამ აქვს გარკვეული წყარო, და წყაროსთან გამკლავების ან მასთან ურთიერთობის ფორმის გარკვევის შემდეგ შიშის დონე იკლებს და თანდათან ქრება. ასევე შიშს მუდამ აქვს გამოსავალი: შიშის ბუნებრივი გამოსავალი აგრესია (აგრესიული თავდაცვა), ან გაქცევაა, რაც კონკრეტულ სიტუაციასა და ინდივიდის მიერ საკუთარი ძალების თვითშეფასებაზეა დამოკიდებული, ფსიქოლოგიაში ამ ფენომენს უწოდებენ: fight or flight (ბრძოლა ან გაქცევა) შიშის წარმოშობაში მონაწილეობს ორი ნეირონული გზა, რომელიც პრაქტიკულად ერთდროულად მოქმედებს.
1. ქერქქვეშა ნეირონული გზა
2. ქერქული გზა.

შიშები კლასიფიცირდება:
*ბუნებრივი შიშები
*პათოლოგიური შიშები

ი. ვ. შერბატიხი გამოყოფს:
1. ბიოლოგიური
2. სოციალურ შიშები
3. ეკზისტენციალურ,
ასევე ბავშვთა და მოზრდილთა შიშებს.

შიშების წარმოშობის მულტიფაქტორული თეორია შიშის გამომწვევ მიზეზებად მიიჩნევს:
1. ორგანულ პათოლოგიებს
2. მემკვიდრეობით ფაქტორებს
3. სტრესულ ფაქტორებს

ფაქტორები, რომლების შიშის ფორმირებაზე ახდენენ გავლენას: (გ. კრეიგის, დ. ბოხუმის, ნ. სკრიაბინის მიხედვით)
1. მოვლენის კონტექსტი
2. გამოცდილება და ასაკი ინდივიდის,
3. ინდ. განსხვავება ტემპერამენტში

იშის ყველაზე დამახასიათებელი ფიზიოლოგიური გამოვლინებაა
1. გულისცემის გახშირება,
2. ყელში სიმშრალე, ან ბურთის შეგრძნება
3. მუდმივი მოძრაობითი აქტივობა_მოუსვენრობა
4. ცივი ოფლი
5. კანკალი
6. ხშირი შარდვა 
7. დიარეა
8. არტერიული წნევის მომატება,
9. თავბრუსხვევა
10. თვალების დაბნელება, გუგების გადიდება.

შიშების სახეები: სიახლის შიში, ტკივილის შიში, სიბნელის შიში, მოქმედების შიში, მარტოობის შიში, ურთიერთობების შიში, სიკვდილის შიში, პასუხისმგებლობების შიში, შეცდომის შიში, კონფლიქტების შიში, კრიტიკის შიში, მომავლის შიში, ცვლილებების შიში, სიღარიბის შიში, ახლობელთა მომავლის შიში, დაგვიანების შიში . . . დენდრონში მუდამ გელიან! არც თუ იშვიათად ინტენსიური შიშისას ვითარდება პანიკა_ როგორც შიშის მოკლე, სწრაფი და მაღალამპლიტუდიანი გამოვლინება. რომელსაც თან ახლავს სხვადასხვა ფიზიოლოგიური და ქცევითი გამოვლინებანი. პანიკის დროს ადამიანი ვერ აკონტროლებს საკუთარ აზრებს და ქცევებს, პირველი პანიკური შეტევა, როგორც წესი, მკაფიოდ აისახება მეხსიერებაში, ფიქსირდება და ხშირად ფორმირდება, როგორც შფოთვა_მოლოდინით შემდეგი შეტევის. (პანიკურ შეტევის შესწავლას საფუძველი ჩაუყარა_ფრანგმა ფსიქიატრმა შარკომ).

პანიკური შეტევების განვითარების მექანიზმების შესახებ სხვადასხვა ჰიპოთეზა არსებობს:

1. კატექოლამინური ჰიპოთეზა
2. გენეტიკური ჰიპოთეზა
3. ფსიქოანალიტიკური ჰიპოთეზა_(შიდაპიროვნული კონფლიქტი)
4. ქცევითი თეორია_გარე მიზეზები იწვევენ და შეტევა პირობით/რეფლექსურ ხასიათს ატარებს
5. კოგნიტური თეორია_სხეულოვანი შეგრძნებების არასწორი კოგნიტური თარგმნა
6. ინტეგრირებული მიდგომა_ეს ყველაფერი ერთად + პიროვნების პიროვნული მახასიათებლები.

პანიკური შეტევების მაპროვოცირებელი რისკ/ ფაქტორებად შესაძლოა მივიჩნიოთ:
1. ფიზიკური დატვირთვის არარსებობა 
2. მავნე ჩვევები
3. გადაუჭრელი კონფლიქტები
4. ძილის დეპრივაცია (დარღვევა)

დახმარების სქემა პანიკური შეტევისას ასე გამოიყურება:
1. ემოციონალური მხარდაჭერა
2. ფიზიოთერაპია
3. გადატანის მეთოდები
4. მედიკამენტოზური მხარდაჭერა
5. ფსიქოთერაპია შიშებთან ფსიქოთერაპიული მუშაობისას დიდი როლი ენიჭება ემოციათა რეგულირებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციათა რეგულირების რ. ლაზარუს /ს. ფოლკმანის მიდგომა: ემოციონალური წონასწორობის შენარჩუნება_კოპპინგი _ა. პრობლემაზე ორიენტირებული_გარე სამყაროს შეცვლა, სტრესის მართვა, ბ. ემოციაზე ფოკუსირებული_პრობლემისადმი დამოკიდებულების, აზრის, განზრახვის, ემოციის შეცვლა.

შიშებთან მუშაობა განსაკუთრებულ პროფესიონალიზმსა და ფსიქოთერაპიული ეკლექტური მიმართულებების თერაპიული ტექნიკებისა და სავარჯოშოების ფართო სპექტრის სრულფასოვან ფლობას საჭიროებს.
დენდრონში მუდამ გელიან!
საჭიროებისას დაგვიკავშირდით: 0 790 800 303, 599 505 898
ელ. ფოსტა: psychotherapy.dendroni@gmail.com
მის.: მ. კოსტავას 47

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?