პარტნიორები და თანამშრომლობა
დენდრონის დამფუძნებელი მარინე ბეგაშვილი გახდა პირველი და ამჟამად ერთადერთი ქართველი ფსიქოთერაპევტი, რომელიც აღიარა ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ და მიანიჭა ასოციაციის აკრედიტებული სერთიფიკატი (იხ. ბმული). სამუშაო მიმართულება - მულტიმოდალი.
დენდრონი ულოცავს ქართულ ფსიქოთერაპიულ საზოგადოებას ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის რუკაზე საქართველოს დროშის გამოჩენას!

2018 წლის 17- 19 მაისს ვარშავაში ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარს "Correctional Program for Violence Perpetrators, Based on the Duluth Model" სტეფან ბატორის ფონდის მოწვევით დენდრონის სახელით ესწრებოდნენ დენდრონის სასწავლო პლატფორმის, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის” ხელმძღვანელი ნინო კობახიძე და დენდრონის ფსიქოთერაპიის ოთხწლიანი პროგრამის კურსდამთავრებული ვლადიმერ ხუციშვილი.

2018 წლის 24 თებერვალს, ვენაში, ზიგმუნდ ფროიდის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) ბორდის შეხვედრა. საქართველოს სახელით შეხვედრას ესწრებოდა დენდრონის ხელმძღვანელი, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი და ინდივიდუალური წევრი მაია ბეგაშვილი.
2017 წლის 1-ელ ოქტომბერს, ანტვერპენში, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციისა და ინტეგრაციული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო სკოლის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე "პრაქტიკა და კვლევა თანამედროვე ფსიქოთერაპიაში" ქართულ ფსიქოთერაპიულ სკოლას მოწვეული წევრის სტატუსით წარმოადგენდა "დენდრონის" დელეგაცია.
დენდრონი ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ერთადერთი წევრი ორგანიზაციაა საქართველოსა და სრულიად კავკასიის მასშტაბით (აპლიკანტი 2013 წლიდან, სრულუფლებიანი წევრი 2014 წლიდან). ორგანიზაცია თავის მიზნებსა და ამოცანებს ახორციელებს „EAP-ის“ ეთიკის კოდექსის შესაბამისად და ნერგავს ევროპის ფსიქოთერაპიული სკოლის ფუძემდებლურ პრინციპებს ჩვენს ქვეყანაში.
დენდრონის სახით საქართველოდან ერთადერთი ორგანიზაცია მონაწილეობს ხმის უფლებით ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის გენერალური ასამბლეის არჩევნებში, აქვს მოწვეული წევრის სტატუსი ასოციაციის ყველა კონგრესსა და კონფერენციაზე, ასევე წვდომა მის სამეცნიერო და სასწავლო ბაზებზე.

პარტნიორები