არტთერაპიის სასწავლო-თერაპიული კურსი
სასწავლო კურსის შესახებ 
არტთერაპია პრაქტიკული ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის პროცესშიც შემოქმედებითი კომპონენტების გამოყენებით ხდება კლიენტის ცხოვრებისეულ გამოწვევებთან მუშაობა. არტთერაპიის დახმარებით შესაძლებელია თვითშემეცნების პროცესის ხელშეწყობა, ემოციების რეგულირება, პიროვნული დისბალანსის იდენტიფიცირება და დაძლევის სტრატეგიების შემუშავება. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ბაზაზე შემუშავებული ართერაპიის სასწავლოთერაპიული კურსი ორიენტირებულია მოამზადოს სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ არტთერაპიული სავარჯიშოებისა და ტექნიკების გამოყენებას ადამიანის ფუნქციონირების პროცესში წარმოქნილი სხვადასხვა გამოწვევების დაძლევისთვის.
შედგება 8 სასწავლო მოდულისა და ჯგუფური თერაპიისგან. კურსის ამგვარი კომბინაცია მსმენელებს საშუალებას აძლევს პროფესიულ ზრდასთან ერთად დაამუშაონ საკუთარი ცხოვრებისეული გამოწვევები და პრობლემური საკითხები, რაც მნიშვნელოვანია კლიენტთან ფსიქოეკოლოგიურად და წარმატებულად მუშაობისთვის. სასწავლო კურსის ხანგრძლივობა: 9 თვე


კურსის მიზნები

• არტთერაპიის როგორც პრაქტიკული ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიული მეთოდის გაცნობა
• კურსის მსმენელებისთვის არტთერაპიის ინოვაციური და ეფექტიანი სამუშაო ტექნიკებისა და სავარჯიშოების სწავლება და მათი გამოყენების თავისებურების გაცნობა
• კურსის მსმენელებისთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება
• კურსის მსმენელებისთვის დახმარება, რომ შეიმეცნონ საკუთარი ცხოვრებისეული გამოწვევების ფსიქოგენეზი და იპოვნონ მათი დაძლევის გზა, რათა მათი პროფესიული საქმიანობა იყოს ფსიქოეკოლოგიური და წარმატებული
• კურსის მსმენელებისთვის დახმარება, რომ თავიანთი პროფესიული პრაქტიკა მეტად ეფექტიანი გახადონ.


კურსის შინაარსი
 
არტთერაპიის საბაზისო და ინოვაციური მიმართულებები
 I; II და III მოდული -48 აკადემიური საათი
ხატვითი თერაპია, ძერწვა, ფოლგასთან მუშაობა, კოლაჟირება, მანდალათერაპია, მონოტიპია, ბიბლიოთერაპია, კინო-და ფოტოთერაპია, მუსიკალური თერაპია, ქსოვილოვანი თერაპია, ლანდშაფტური არტთერაპია, წერითი ტექნიკები, მეტაფორული ბარათები, ზღაპართერაპია, არტკომიქსები, იკიგაი არტი, არტქოუჩინგი

ოჯახური ფსიქოლოგია და არტთერაპია
 IV მოდული -16 აკადემიური საათი
პარტნიორული და მშობელ-ბავშვთა ურთიერთობების სირთულეების შეფასება და კორექცია
 
ბავშვთა და მოზარდთა არტთერაპია
 V მოდული-16 აკადემიური საათი
ბავშვებთან და მოზარდებთან კონსულტირების წარმოება, ემოციური პრობლემების, ფსიქოსომატური დაღვევების შეფასება და კორექცია

არტთერაპია განათლების და სოციალურ სფეროში
 VI მოდული - 16 აკადემიური საათი
არტთერაპიის წარმოება ბაღებში, სკოლებში, შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირებთან და ხანდაზმულთან მუშობა. 


სასწავლო კურსის შედეგები
ართერაპიის სასწავლო თერაპიული კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს:
• არტთერაპიის ტექნიკებისა და სავარჯიშოების მიზანმიმართულ გამოყენებას თავის პროფესიულ საქმიანობაში
• კლიენტის დაკვეთის მიხედვით სავარჯიშოს სწორად შერჩევას და შესრულებული სავარჯიშოს ინტერპრეტაციას.
• ეკოლოგიურ და ეფექტიან კომუნიკაციას კლიენტთან, გარშემომყოფებთან და საკუთარ თავთან
• საკუთარი ცხოვრებისეული სირთულეების დროულ იდენტიფიცირებას, გააზრებასა და თვითდახმარებას
• კლიენტთან მუშაობის პროცესში ფსიქოეკოლოგიის დაცვას


სასწავლო კურსის ღირებულება

❖ კურსის 1 მოდულის ღირებულებაა 200 ლარი
❖ მეგობართან ერთად, წყვილში რეგისტრაციისას თითოეულისთვის კურსის 1 მოდულის ღირებულება იქნება 170 ლარი
❖ სტუდენტებისთვის, მეგობართან ერთად, წყვილში რეგისტრაციისას თითოეულისთვის კურსის 1 მოდულის ღირებულება იქნება 150 ლარი


სასწავლო კურსის მოცულობა

❖ არტთერაპიის სამუშაო ტექნიკები -128 აკადემიური საათი
❖ ჯგუფური ფსიქოთერაპია - 32 აკადემიური საათი


ტრენერები

❖ ნანა დაშნიანი - ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი; ECIP სერტიფიცირებული ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი; ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) წევრი და ფსიქოთერაპევტი; ICF პროფესიონალი სერტიფიცირებული ქოუჩი; ICF საქართველოს წევრი. უკრაინის სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული არტთერაპევტი;
სერტიფიცირებული ტრენერი; არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა და ბავშვთა განვითარებისა და გაძლიერების ინსტიტუტის „ვედ ჯორჯია“ დამფუძნებელი. ფსიქოთერაპიისა და ქოუჩინგის ცენტრის „ლებ ლაიფი“ დამფუძნებელი და დირექტორი.
❖ ლალი კოკაია - ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი; ECIP სერტიფიცირებული ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტი; ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) წევრი და ფსიქოთერაპევტი; ICF პროფესიონალი სერტიფიცირებული ქოუჩი; ქალთა და ბავშვთა განვითარების ცენტრის „ვედ ჯორჯია“ დამფუძნებელი და დირექტორი.


კურსზე რეგისტრირება
სასწავლო კურსზე რეგისტრირებისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScoEGFYbCatfVo3_9eOxlhD6ggTUJ0BiiNFsfYOYJGPn8OKNw/view form
ან მოგვწერეთ ელ. ფოსტის მისამართზე federation.dendroni@gmail.com შემდეგი ინფორმაცია: სახელი;გვარი; ტელეფონის ნომერი; რეგისტრირების სტატუსი (ინდივიდუალურად, წყვილად, სტუდენტი ვარ). წყვილად რეგისტრირების შემთხვევაში მოგვწერეთ მეწყვილეს პირადი ინფორმაცია და საკონტაქტო მონაცემები. დანიშნულებაში მიუთითეთ კურსის დასახელება
 

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სასწავლო კურსის შესახებ

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე. ოჯახად
გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს
პიროვნების ჩამოყალიბებაშიი, რისთვისაც ოჯახის სწორ ფუნქციონირებას
დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახის ჯანსაღი ფუნქცინირება დამოკიდებულია
შემდეგი კრიტერიუმების გამართულ მუშაობაზე:
1. ფსიქიკური, სულიერი და ემოციური სიახლოვე წევრთა შორის.
2. სივრცესა და დროში
შეკავშირებულობა.
3. შემოსაზღვრულობა, და პიროვნებათშორისი ინტიმი.
4. ხანგრძლივი ურთიერთობები,
ერთმანეთისადმი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები; აღნიშნული
კრიტერიუმები ხშირად ირღვევა. ზოგჯერ გაძნელებულია მათი ოჯახის
წევრების მხრიდან დამოუკიდებელი დარეგულირება და საჭიროებს ოჯახის
კონსულტანტის ჩართულობას, რომელიც ეხმარება ოჯახს ჯანსაღი
ფუნქციონირებისთვის საჭირო დარღვეული კომპონენტების აღდგენასა და
გამართვაში.
სასწავლო კურსის შესახებ
ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე. ოჯახად გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს პიროვნების ჩამოყალიბებაშიი, რისთვისაც ოჯახის სწორ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახის ჯანსაღი ფუნქცინირება დამოკიდებულია შემდეგი კრიტერიუმების გამართულ მუშაობაზე:
1. ფსიქიკური, სულიერი და ემოციური სიახლოვე წევრთა შორის.
2. სივრცესა და დროში შეკავშირებულობა.
3. შემოსაზღვრულობა, და პიროვნებათშორისი ინტიმი.
4. ხანგრძლივი ურთიერთობები, ერთმანეთისადმი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები; აღნიშნული კრიტერიუმები ხშირად ირღვევა. ზოგჯერ გაძნელებულია მათი ოჯახის წევრების მხრიდან დამოუკიდებელი დარეგულირება და საჭიროებს ოჯახის კონსულტანტის ჩართულობას, რომელიც ეხმარება ოჯახს ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის საჭირო დარღვეული კომპონენტების აღდგენასა და გამართვაში.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია
დენდრონი უძღვება ფსიქოთერაპევტთა უწყვეტი პროფესიული განათლების და
კვალიფიკაციის ამაღლების პირველ მუდმივმოქმედ პროგამას
საქართველოში.

პროგრამა საშუალებას აძლევს
მონააწილეებს მიიღონ განგრძობადი პროფესიული განათლების აკრედიტებული
საათები ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგა ორგანიზაციის ბაზაზე.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი უძღვება ფსიქოთერაპევტთა უწყვეტი პროფესიული განათლების და კვალიფიკაციის ამაღლების პირველ მუდმივმოქმედ პროგამას საქართველოში.

პროგრამა საშუალებას აძლევს მონააწილეებს მიიღონ განგრძობადი პროფესიული განათლების აკრედიტებული საათები ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგა ორგანიზაციის ბაზაზე.