ლისბეთ პლისარტის სამუშაო ვიზიტი დენდრონში "ხასიათი და პიროვნული აშლილობა"
2020 წლის 8, 9 თებერვალს დენდრონის მოწვეული სპეციალისტის, ლისბეთ პლისარტის (ბელგია) ხელმძღავანელობით ჩატარდა სასეწავლო-სასერთიფიკაციო კურსი "ხასიათი და პიროვნული აშლილობა, ფორმირება და ფსიქოთერაპია" - მოდული პირველი, 20 საათი.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ A (პარანოიდული, შიზოიდური და შიზოტოპიური) და C (ამრიდებული, დამოკიდებული და ობსესიურ-კომპულსური) კლასტერის პიროვნული აშლილობების ფენომენოლოგიას და მათთან მუშაობის ინტერდისციპლინურ მიდგომას. იმუშავეს კლინიკური აზროვნებისა და მუშაობის უნარ-ჩვევების: შეფასება, დიაგნოსტირება, ფსიქოთერაპიული ინტერვენციის გეგმის შედგენა გამომუშავებასა და გაუმჯობესებაზე.
კურსის მიზანი იყო სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება, ინფორმაციის გადაცემა თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პაციენტის/ კლიენტის თერაპია, რომლებიც გრძნობენ წინააღმდეგობას, კონფლიქტს საკუთარ თავთან და ვერ ახერხებენ მნიშვნელოვანი მიზნების დასახვას ან/და ნაბიჯების გადადგმას მათ განსახორციელებლად. აწუხებთ სიცარიელის მტანჯველი განცდა, გაურკვევლობა, დაბნეულობა, ეჭვი უძლურებისა და არასრულფასოვნების განცდები, უჩივიან ურთიერთობების დეფიციტს, უძნელდებათ ემოციების მართვა, ახასიათებთ სტრესთან გამკლავების დეზადაპტური მექანიზმები (სოციალური იზოლაცია, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნედმოხმარება, პასუხისმგებლობის გადაბარება და ა.შ.).

კურსს უძღვებოდა მოწვეული სპეციალისტი ბრიუსელიდან, ლისბეთ პლისარტი:
ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის სერთიფიცირებული ფსიქოთერაპევტი (ECP)  ინტეგრირებული მიმართულებით, კუ ლუვენის უნივერსიტეტის (ბელგია) კლინიკური ორთოპედაგოგიკის მაგისტრი KU Leuven University Clinical Orthopedagogy, ლონდონის მეტანოიას ინსტიტუტის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მაგისტრი,  Metanoia Institute London (validated by Middlesex University and accredited by United Kingdom Council for Psychotherapy), სერთიფიცირებული ქოუჩი (Center for Self Management, Brussels).

მეორე მოდულის ორგანიზება იგეგმება 2020 წლის ოქტომბერში.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

ფსიქოთერაპიული
მხარდაჭერა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის

ომის გავლენა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
უმძიმესი და გრძელვადიანია.  ჩვენი ისტორიული მეხსიერება
უახლესი ისტორიის ჩათვლით ნათლად გვაგრძნობინებს იმას, თუ რას
განიცდის უკრაინის მოსახლეობა. ფსიქოთერაპევტის პროფესია გვაკისრებს
უმაღლეს პასუხისმგებლობას ვიდგეთ გასაჭირში მყოფი ადამიანების
გვერდით. დენდრონი ბაზაზე არსებული კრიზისების მართვის ფსიქოთერაპიული
პლატფორმა აცხადებს უსასყიდლო საკონსულტაციო სერვისს საქართველოს
ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. 
ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი
მოუწოდებს საქართველოში მყოფ ფსიქოთერაპევტებს და ფსიქოთერაპიულ
ორგანიზაციებს შემოუერთდნენ ამ ინიციატივას.

ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის

ომის გავლენა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე უმძიმესი და გრძელვადიანია.  ჩვენი ისტორიული მეხსიერება უახლესი ისტორიის ჩათვლით ნათლად გვაგრძნობინებს იმას, თუ რას განიცდის უკრაინის მოსახლეობა. ფსიქოთერაპევტის პროფესია გვაკისრებს უმაღლეს პასუხისმგებლობას ვიდგეთ გასაჭირში მყოფი ადამიანების გვერდით. დენდრონი ბაზაზე არსებული კრიზისების მართვის ფსიქოთერაპიული პლატფორმა აცხადებს უსასყიდლო საკონსულტაციო სერვისს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. 
ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი მოუწოდებს საქართველოში მყოფ ფსიქოთერაპევტებს და ფსიქოთერაპიულ ორგანიზაციებს შემოუერთდნენ ამ ინიციატივას.

2021 წლის 19 თებერვალს ფსიქოთერაპიის ქართულმა ფედერაციამ წარადგინა
ანგარიში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების
შესახებ.

ღონისძიებით დაინტერესებისა და
მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ანგარიშის წარდგენის შეხვედრის
დამსწრე საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს,
საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს:
2021 წლის 19 თებერვალს ფსიქოთერაპიის ქართულმა ფედერაციამ წარადგინა ანგარიში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ.

ღონისძიებით დაინტერესებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ანგარიშის წარდგენის შეხვედრის დამსწრე საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს: