პროექტის "იბრძოლე სიცოცხლისთვის" ფარგლებში გამოკვეთილი პრობლემური ასპექტები
"იბრძოლე სიცოცხლისთვის" არასამთავრობო ორგანიზაცია დენდრონის მიერ წამოწყებული კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში წამალდამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლის სწორი მიდგომების ჩამოყალიბებასა და დანერგვას.
 
პროექტი ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით:
  • დაავადების გავრცელების ძირითადი კერების იდენთიფიცირება და რისკ-ჯგუფების გამოვლენა.
  • პრევენციული ღონისძიებების გატარება მათ შორის საზოგადოების სწორი ინფორმირებირების გზით.
  • წამალდამოკიდებულთა სტიგმატიზაციასთან ბრძოლა.
  • სრული რეაბილიტაციის ბიო-ფსიქოსოციალური მოდელის დანერგვა.

ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაციები პროექტის ფარგლებში გამოკვეთილ პრობლემურ ასპექტებზე:
1. რეაბილიტაციის პროგრამის ხარვეზები.
არსებითად მნიშვნელოვანია დარგში მომუშავე სპეციალისტების კვალიფიციურობის საკითხის შესწავლა და რეაბილიტირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, რომელიც ამ ეტაპზე არ წარმოებს.
ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვაწარმოეთ პირველადი მოკვლევა, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.
2. სტიგმატიზაციის პრობლემა.
აუცილებელია სტიგმატიზაციასთან ბრძოლის სწორი მიდგომების ფორმირება, განსაკუთრებით კი წამალდამოკიდებულთა ახლო წრისა და მიკროსოციუმის ინფორმირება.
დენდრონში უკვე შექმნილია სატრენინგო კურსი წამალდამოკიდებულთა მიკროსოციუმზე მუშაობისათვის.
3. ფსიქოთერაპიული კომპონენტის არასაკმარისი ჩართულობა.
საჭიროა რეაბილიტაციის პროცესში ფსქოთერაპიული კომპონენტის გააქტიურება და ამ მხრივ კვალიფიციური კადრების მომზადება.
4. პრევენციული ღონისძიებების არარსებობა.
საჭიროა მიზანმიმართული მუშაობა ახალგაზრდებთან, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება დაავადებასა და მის რისკებთან დაკავშირებით.
5. რეაბილიტაციის შემდგომი სოციალური ადაპტაციის მექანიზმების არარსებობა.
წამალდამოკიდებულთა ფსქორეაბილიტაციის შემდგომ მათი სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობა ამ ეტაპზე სრულიად იგნორირებულია.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

ფსიქოთერაპიული
მხარდაჭერა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის

ომის გავლენა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე
უმძიმესი და გრძელვადიანია.  ჩვენი ისტორიული მეხსიერება
უახლესი ისტორიის ჩათვლით ნათლად გვაგრძნობინებს იმას, თუ რას
განიცდის უკრაინის მოსახლეობა. ფსიქოთერაპევტის პროფესია გვაკისრებს
უმაღლეს პასუხისმგებლობას ვიდგეთ გასაჭირში მყოფი ადამიანების
გვერდით. დენდრონი ბაზაზე არსებული კრიზისების მართვის ფსიქოთერაპიული
პლატფორმა აცხადებს უსასყიდლო საკონსულტაციო სერვისს საქართველოს
ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. 
ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი
მოუწოდებს საქართველოში მყოფ ფსიქოთერაპევტებს და ფსიქოთერაპიულ
ორგანიზაციებს შემოუერთდნენ ამ ინიციატივას.

ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის

ომის გავლენა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე უმძიმესი და გრძელვადიანია.  ჩვენი ისტორიული მეხსიერება უახლესი ისტორიის ჩათვლით ნათლად გვაგრძნობინებს იმას, თუ რას განიცდის უკრაინის მოსახლეობა. ფსიქოთერაპევტის პროფესია გვაკისრებს უმაღლეს პასუხისმგებლობას ვიდგეთ გასაჭირში მყოფი ადამიანების გვერდით. დენდრონი ბაზაზე არსებული კრიზისების მართვის ფსიქოთერაპიული პლატფორმა აცხადებს უსასყიდლო საკონსულტაციო სერვისს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. 
ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი მოუწოდებს საქართველოში მყოფ ფსიქოთერაპევტებს და ფსიქოთერაპიულ ორგანიზაციებს შემოუერთდნენ ამ ინიციატივას.

2021 წლის 19 თებერვალს ფსიქოთერაპიის ქართულმა ფედერაციამ წარადგინა
ანგარიში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების
შესახებ.

ღონისძიებით დაინტერესებისა და
მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ანგარიშის წარდგენის შეხვედრის
დამსწრე საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს,
საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს:
2021 წლის 19 თებერვალს ფსიქოთერაპიის ქართულმა ფედერაციამ წარადგინა ანგარიში 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ.

ღონისძიებით დაინტერესებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ანგარიშის წარდგენის შეხვედრის დამსწრე საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს: