საშინაო იდეები თვითიზოლაციისთვის
ეს სტატია ეძღვნება ვირუსით გამოწვეული იზოლაციის მარტივად გადალახვას და ფსიქოეკოლოგიის შენარჩუნებას.
ვირუსის გავრცელელების გამო შეცვლილმა ცხოვრების წესმა არაერთი თანამდევი საკითხი წარმოშვა. სახლში ყოფნა დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ საკმაოდ სასიამოვნოა, მაგრამ თუ ეს პერიოდი ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდა შეიძლება მოსაბრზრებლადაც მოგვეჩვენოს. ჩვენ შევეცდებით დაგარწმუნოთ იმაში, რომ თავისუფალი დროის გატარება თვითიზოლაციაში შეიძლება არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ ნაყოფიერიც იყოს თვითრეფლექსიის, თვალსაწიერის გაფართოებისა და რაც მთავარია, ფსიქიკური წონასწორობის აღდგენისათვის.
ამისთვის მოვიფიქრეთ საინტერესო იდეები რომლის გაკეთებაც ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია:

1. ახალი საინტერესო ფილმების აღმოჩენა

გთავაზობთ რამდენიმე ფილმის იდეას, რომელიც თუ ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ და არც განმეორებით ნახვაა ზედმეტი:


-1- Dogville (Lars von Trier)

-2- Cinema Paradiso (Giuseppe Tornatore)

-3- La Strada (Federico Fellini)

-4- Me, Myself and Mum / Les Garçons, et Guillaume À Table (Guillaume Gallienne)

-5- One Flew Over the Cuckoo's Nest (Milos Forman)

-6- The Intouchables (Olivier Nekache, Eric Toledano)

-7- The Grand Budapest Hotel (Wes Anderson)

-8- Interstellar (Christopher Nolan)

-9-The Red Ballon (Albert Lamorisse)

-10- Life of Pi (Ang Lee)


2. ხატვა
თუ ხატვა თქვენი გატაცებაა, ეს დრო აუცილებლად უნდა გამოიყენოთ რელაქსაციის და თვითგამოხატვისთვის. ეს არც მაშინაა ცუდი აზრი, თუ ბავშვობის მერე არაფერი დაგიხატავთ. შეიძლება არაერთი საინტერესო მოგონების ახლებურად გააზრების საშუალებაც მოგცეთ.

alt
 გთავაზობთ რამდენიმე  YouTube არხს ხატვის დასაწყებად:
-1- Yay Lee Painting
-2- Drawing & Painting - The Virtual Instructor
-3- Painting with Jane
-4- Designer Gemma 77
-5- Soul Food No7

3. პირველად ან განმეორებით წაკითხვის ბედნიერება
მაშინ როდესაც მოგზაურობა არცთუისე სასურველია, მეტი დრო რჩება ღრმა და საინტერესო აზრობრივი მოგზაურობისათვის მხატვრულ ლიტერატურაში:

- ფაუსტი (იოჰან ვოლფგანგ გოეთე)

- ტრამალის მგელი (ჰერმან ჰესე)

- გოდოლი (ფრანც კაფკა)

- კაცი რომელიც იცინის (ვიქტორ ჰიუგო)

- ბუდენბროკები (თომას მანი)

- კენტავრი (ჯონ აპდაიკი)

- კაცუნა (ალფონს დოდე)

- ნაზია ღამე (ფრენცის სკოტ ფიცჯერალდი)

- დანაშაული და სასჯელი (დოსტოევსკი)

- მობი დიკი (ჰერმან მელვილი)

- ქალი კამელიებით (ალექსანდრე დიუმა (უმცროსი))

alt

4. ორიგამი
ორიგამი პირველი არ არის რაც სახლში ყოფნისას შეიძლება გაგვახსენდეს, მაგრამ თუ არცერთმა ზემოთ ჩამოთვლილმა თქვენი ყურადღება არ მიიქცია, დროა ცხოვრებაში სიახლე შემოიტანოთ.
გთავაზობთ რამდენიმე იდეას შთაგონებისთვის:







5. შემოქმედებითი მიდგომა გარემოს შესაცვლელად
თუ თვლით რომ ყოველდღე ერთი და იმავე გარემოს ყურება სიამოვნებას აღარ განიჭებთ, მაშინ ეს დღეები სწორედ ცვლილებებისთვისაა:



6. კულინარია
მარტივი და საინტერესო კულინარიული იდეების ხორცშესხმისთვის აუცილებელი არ არის კულინარიის ნიჭით იყო დაჯილდოვებული:





7. ახალი აღმოჩენები საკუთარ გარდერობში

დროა გავაკეთოთ ის, რისთვისაც ჩვეულებრივ დღეებში დრო არ გვრჩება. გადაათვალიერეთ საკუთარი გარდერობი, ხელახლა აღმოაჩინეთ კარგად მივიწყებული ტანსაცმელი ახალი სტილის შესაქმნელად, ან შექმენით ახალი კომბინაციები ყოველდღიური ნივთებით. ამავდროულად, შეიძლება ქველმოქმედებისთვისაც შეარჩიოთ რამე.

alt

8.მოუსმინეთ კარგად ნაცნობ მუსიკას, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ



ან სხვა მუსიკას:



ან სხვას:




9. მიიღეთ ახალი ცოდნა თქვენთვის საინტერესო საკითხების შესახებ ონლაინ
ჩვენ უკვე ვიზრუნეთ იმაზე, რომ დენდრონის ნებირმიერი კურსის გავლა შესაძლებელი იყოს სახლიდან გაუსვლელად. ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ბმული.

alt

10. მოაწყვეთ საკუთარ თავზე ზრუნვის დღე
გააკეთეთ ყველაფერი, რაც სიამოვნებას განიჭებთ და რისთვისაც აქამდე დრო არ გრჩებოდათ. სწრაფი და გადატვირთული ყოველდღიური რეჟიმი გაქვთ, შეიძლება გახსენება არცთუ ისე ადვილი იყოს. მაშ ასე, მოეწყეთ მოხერხებულად და დაუსვით საკითარ თავს კითხვა. მოსაფიქრებლად იმდენი დრო გაქვთ, რამდენიც დაგჭირდებათ.
აქვე იდეა:

alt

11. მოიკითხეთ ძველი მეგობრები
გაიხსენეთ ადამიანები, რომლებთან ურთიერთობას სიამოვნებას განიჭებდათ, მაგრამ დრომ და გარემოებების შეცვლამ თქვენს შორის ბარიერი წარმოშვა. გამოიყენეთ დისტანციური კომუნიკაციის საშუალებები. დადებითი ემოციების გაზიარება ნებისმიერი მანძილიდან შეიძლება.

alt

12. მოაწყვეთ ვირტუალური ტური მუზეუმში
სანამ მოგზაურობა არასასურველია, იმოგზაურეთ პარიზში პირდაპირ საკუთარი ოთახიდან. ორსეის მუზეუმის (Musée d'Orsay) უფასო ვირტუალური ტურისთვის გადადით ბმულზე.

alt

ან ამსტერდამში Rijksmuseum-ის ვირტუალური ტური.

alt

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად, არ უნდა დაგავიწყდეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინება, განსაკუთრებით კი ხელების ხშირად დაბანა და აუცილებლობის გარდა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება. ერთმანეთზე ზრუნვა ჩვენი საერთო მოვალეობაა.

დენდრონი გისურვებთ ფსიქოეკოლოგიის შენარჩუნებას და ჯანმრთელობას.

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი