ფსიქოთერაპევტთა ეთიკის კოდექსი Ethical Principles of Psychotherapy
მიღებულია ვენაში, ივლისი 2002

თარგმანი მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ დენდრონის მიერ.


პ რ ე ა მ ბ უ ლ ა:

1.ფსიქოთერაპევტები პატივს სცემენ ინდივიდის ღირსებას და ღირებულებას და იბრძვიან მისი უფლებების დაცვისთვის;
2.ფსიქოთერაპევტები ხელს უწყობენ ადამიანის ქცევისა და საკუთარი თავის შესახებ ცოდნის გაღმავებას და იყენებენ ამ ცოდნას ადამიანთა კეთილდღეობისთვის;
3.ფსიქოთერაპევტები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა დაიცვან ყველა იმ ადამიანის და მათთან კონტაქტში მყოფი პირების (თუკი ეს არ მოდის კლიენტის საჭიროებასთან წინააღმდეგობაში) კეთილდღეობა, ვინც მათ მიმართავს დახმარებისთვის, ანდაც შესაძლოა გახდეს პოტენციური პაციენტი;
4.ფსიქოთერაპევტები პატივს სცემენ თავისი და მომიჯნავე პროფესიის სხვა წარმომადგენლებს, თანამშრომლობენ მასალის, ცოდნის, გამოცდილების, ინფორმაციის გაცვლის საკითხებში, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კლიენტის ინტერესებს.
ისინი იყენებენ თავის უნარ-ჩვევებს მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომლებიც შეესაბამებიან ამ ღირებულებებს და ეწინააღმდეგებიან სხვების მიერ ამ ღირებულებების ბოროტად გამოყენებას. მოითხოვენ რა თავისუფლებას კვლევასა და კომუნიკაციაში, ფსიქოთერაპევტები იღებენ ამ თავისუფლებით დაკისრებულ პასუხისმგებლობას, რაც მოიცავს კომპეტენტურობას, ობიექტურობას უნარ-ჩვევების გამოყენებას კლიენტის, კოლეგის, სტუდენტის, კვლევის სუბიექტის, საზოგადოების წევრის ინტერესებზე ზრუნვას. მიყვება რა ამ იდეალებს ფსიქოთერაპევტი ეთანხმება დეტალურ ეთიკურ პრინციპებს შემდეგ სფეროებში:
I. პასუხისმგებლობა;
II. კომპეტენტურობა;
III. მორალური და იურიდიული სტანდარტები;
IV. კონფიდენციალურობა;
V. მომხმარებლის კეთილდღეობა;
VI. პროფესიული დამოკიდებულებები;
VII. საჯარო განცხადებები;
VIII.შეფასების ტექნიკები;
IX. კვლევითი საქმინობა.
ფსიქოთერაპევტები ურთიერთთანამშრომლობენ თავის პროფესიულ, ნაციონალურ და ევროპულ ორგანიზაციებთან, ასოციაციებთან, ასევე ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციასთან შემდეგნაირად: სრულად და სწრაფად რეაგირებენ იმ შეკითხვებსა და მოთხოვნებზე, რომლებიც დაწესებულია იმ ასოციაციებისა და ორგანიზაციების ეთიკური და პროფესიონალური კომიტეტების მიერ, რომელთაც ეს ფსიქოთერაპევტები მიეკუთვნებიან. ფსიქოთერაპევტს ევროპული სერთიფიკატი ავალდებულებს მკაცრად მიყვეს ყველა ამ პრინციპს.

პრინციპი I. პასუხისმგებლობა ზოგადი პრინციპი: სერვისის განხორციელებისას ფსიქოთერაპევტები ინარჩუნებენ უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს. ისინი იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარი ქმედებების შედეგებზე და ყველა ღონეს ხმარობენ, რათა დარწმუნდნენ საკუთარი მომსახურეობის ადექვატურ გამოყენებაში.
  • პრინციპი 1a. პრაქტიკოსმა ფსიქოთერაპევტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აკისრიათ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან მათმა რეკომენდაციებმა და პროფესიულმა ქმედებებმა შესაძლოა შეცვალონ სხვა ადამიანების ცხოვრება, ისინი ფხიზლად ადევნებენ თვალყურს პიროვნულ, სოციალურ, ორგანიზაციულ, ფინანსურ გარემოს ან პოლიტიკურ სიტუაციებს და ზეგავლენებს მომსახურეობის ბოროტად გამოყენების აცილების მიზნით.
  • პრინციპი 1b. ფსიქოთერაპევტებმა უნდა გაარკვიონ თავიანთ კლიენტებთან ყველა საკითხი და გარემოება (გარემოებები), რომელიც ეხება მათ ერთობლივ მუშაობას. მათ თავი უნდა აარიდონ ურთიერთობებს, რომლებმაც შესაძლოა შეზღუდონ მათი ობიექტურობა და შეუქმნან ინტერესთა კონფლიქტი.
  • პრინციპი  1c. ფსიქოთერაპევტებს გააჩნიათ პასუხისმგებლობა ხელი შეუშალონ მათი მიგნებების დამახინჯებას, ბოროტად გამოყენებას ან დამალვას იმ ინსტიტუტებისა და სააგენტოების მიერ, რომლებიც მათ ქირაობენ.
  • პრინციპი 1d. ფსიქოტერაპევტები, როგორც ნაციონალური ან სხვა ორგანიზაციების წევრები ანგარიშვალდებულნი რჩებიან თავიანთი პროფესიის უმაღლესი სტანდარტებისადმი.
  • პრინციპი 1e. ფსიქოთერაპევტები როგორც მასწავლებლები და ტრენერები თავიანთ უპირველეს ვალდებულებად აღიარებენ დაეხმარონ სხვებს ცოდნებისა და უნარების შეძენაში. ისინი უნდა ინარჩუნებდნენ სწავლების უმაღლეს სტანდარტს ინფორმაციის ობიექტური, სრული და ზუსტი მიწოდებით.
  • პრინციპი 1f. ფსიქოთერაპევტები, როგორც მკვლევარები იღებენ პასუხიმგებლობას მათ მიერ არჩეულ საკვლევ თემებზე, კვლევებში გამოყენებულ მეთოდებზე, ანალიზსა და ანგარიშზე. ისინი გეგმავენ თავიანთ კვლევას ისე, რომ მინიმიზებული იყოს მცდარი შედეგების მიღების შესაძლებლობა. ისინი უზრუნველყოფენ მიღებული შედეგების შეზღუდვების ყოველმხრივ განხილვას. განსაკუთრებით როცა საქმე ეხება სოციალურ პოლიტიკას ან როდესაც შეიძლება მათი გაგება რომელიმე ასაკის, სქესის, ეთნიკური, სოციო-ეკონომიკური ან სხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლების საზიანოდ. თავიანთი კვლევების გამოქვეყნებისას ისინი არასოდეს მალავენ მონაცემებს, რომლებიც არ ადასტურებენ ჰიპოთეზას ან უშვებენ ალტერნატიული ჰიპოტეზისა და მონაცემთა ახსნის არსებობას. ფსიქოთერაპევტის რეპუტაცია განისაზღვრება მხოლოდ მის მიერ დღემდე შესრულებული სამუშაოთი. მათ წინასწარ უნდა გაარკვიონ შესაბამის ადამიანებთან და დაწესებულებებთან როგორ მოხდება მათ მიერ მიღებული მონაცემების განაწილება და გამოყენება. მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი იმ გარემოში ჩარევა, სადაც შეკრება ხდება.
  • პრინციპი 1g. სუპერვიზორის სტატუსით ფსიქოთერაპევტები თავიანთ უპირველეს ვალდებულებად სცნობენ დაეხმარონ სხვებს ცოდნისა და უნარების განვითარებაში. ისინი უზრუნველყოფენ ასახვითი სწავლების მაღალ სტანდარტს.
პრინციპი II. კომპეტენტურობა ძირითადი პრინციპი: ფსიქოთერაპევტები იღებენ ვალდებულებას იყვნენ კომპეტენტურნი, აღიარებენ საკუთარი ტექნიკების საზღვრებს (სარგებლობენ პრაქტიკაში მხოლოდ იმ ტექნიკებს, რომელთა გამოყენებისთვისაც მიიღეს სათანადო ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება). იმ სფეროებში, სადაც აღიარებული სტანდარტები ჯერ კიდევ არ არის, საჭიროა მივმართოთ ყველა ღონეს რათა დაცული იქნას კლიენტთა კეთილდღეობა. ფსიქოთერაპევტები უნდა იყვნენ თანამედროვე მეცნიერეული მიღწევების საქმის კურსში, რომელშიც ისინი მოღვაწეობენ.
  • პრინციპი 2a. ფსიქოთერაპევტებმა უნდა გამოიყენონ სარწმუნო ინფორმაცია საკუთარი კომპეტენტურობის, განათლების და გამოცდილების შესახებ. განათლებისა და პროფესიული მომზადების დამადასტურებელ დოკუმენტად გამოდგება მხოლოდ ის ხარისხები და კვალიფიკაციები, რომლებიც მოპოვეულიააღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ან ეფა-ის მიერ აღიარებულ ორგანიზაციებში. ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ ფსიქოთერაპევტი შეესაბამება მინიმალურ პროფესიულ სტანდარტს. ფსიქოთერაპევტებმა პატივი უნდა სცენ სხვა ცოდნებსა და გამოცდილებებს, რომლებიც მათ აქვთ მიღებული.
  • პრინციპი 2b. ფსიქოთერაპევტებმა, როგორც პრაქტიკოსებმა, მასწავლებლებმა ან ტრენერებმა უნდა განახორციელონ თავისი მოვალეობები ფუნდამენტური მომზადების საფუძველზე იმ სახით, რომ მათი პრაქტიკა თანხვდებოდეს უმაღლეს სტანდარტებს, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია იყოს ზუსტი, თანამედროვე და არსებითი.
  • პრინციპი 2c. ფსიქოთერაპევტები აღიარებენ განუწყვეტელი განათლებისმირებისა და პიროვნული ზრდის აუცილებლობას. ისინი გახსნილი არიან ახალი პროცედურებისადმი, შეცვლილი ღირებულებებისადმი და მოლოდინებისადმი.
  • პრინციპი 2d. ფსიქოთერაპევტები აღიარებენ ადამიანებს შორის არსებულ განსხვავებებს დაკავშირებულს ასაკტან, სქესთან, სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, ეთნოსთან და, ასევე, იმ პირთა მოთხოვნებს, რომელთაც გააჩნიათ განსაკუთრებული საჭიროებები არახელსაყრელ გაემოებებში მოხვედრის გამო. ფსიქოთერაპევტებს უნდა გააჩნდეთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ასეთ პირებს გაუწიონ კომპეტენტური მომსახურება. პრინციპი 2e. ფსიქოთერაპევტები არიან რა პასუხისმგებელნი გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეხებიან ადამიანებს ან წესებს და ეყრდნობიან ტესტირების შედეგებს, უნდა ერკვეოდნენ ფსიქოლოგიურ და საგანმანათლებლო ტესტირებაში, ვალიდიზაციის პრობლემებსა და კვლევებში.
  • პრინციპი 2f. ფსიქოტერაპევტები აღიარებენ, რომ საკუთარი კონფლიქტები და პრობლემები შეიძლება დამაბრკოლებელი გახდნენ მათი პროფესიონალური ეფექტურობისთვის. შესაბამისად, ისინი თავს იკავებენ ყოველგვარი ქმედებისგან, რომელიც მათი პიროვნული პრობლემის გამო იწვევს არაადექვატურ ქცევას და შესაძლოა, ზიანი მიადგეს კკლიენტს, კოლეგას, კვლევის მონაწილე სუბიექტს. ამ შემთხვევაში მათ უნდა გაცნობიერონ თავიანთი პირადი პრობლემა და მიმართონ პროფესიონალს დახმარებისთვის, რათა განისაზღვროს საჭიროა თუ არა მან დროებით
პრინციპი I I I. მორალური და სამართლებრივი ნორმები ძირითადი პრინციპი: ფსიქოთერაპევტებისთვის, ისევე როგორც ყველა სხვა მოქალაქისთვის, ქცევის მორალური და ეთიკური სტანდარტების დაცვა პირადი საქმეა, იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს პროფესიონალური საქმიანობის შესრულებას ან შეამციროს საზოგადოების ნდობა ფსიქოთერაპევტებისადმი და ფსიქოთერაპიის პროცესისადმი. ამიტომ, ფსიქთერაპევტი თავისი ქცევისას მგრძნობიარე უნდა იყოს ქცევის საზოგადოებრივი ნორმებისადმი, ასევე, უნდა გააცნობიეროს, რომ მისმა ქცევამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს კოლეგების მიერ პროფესიონალური სამუშაოს შესრულებაზე.
  • პრინციპი 3a. ფსიქოთერაპევტებმა თავიანთი პროფესიონალური სამუშაოს შესრულებისას უნდა იმოქმედონ ეფა და ნაო სტანდარტების და დირექტივების შესაბამისად. ფსიქოთერაპევტები, აგრეთვე, ემორჩილებიან შესაბამის სახელმწიფო კანონებსა და დადგენილებებს. თუკი ევროპული, ნაციონალური კანონი, დადგენილება ანდაც პრაქტიკა კონფლიქტშია ეფა და ნაო სტანდარტებთან და დირექტივებთან, ფსიქოთერაპევტმა უნდა აცნობოს ეფა-ს და ნაო-ს და შეძლებისდაგვარად იმუშაონ წინააღმდეობის გადაჭრაზე. ფსოქოთერაპევტები, როგორც პროფესიონალები, დაინტერესებული არიან ისეთი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების განვითარებაში, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებრივ ინტერესებს და, აგრეთვე, მათ უნდა იმუშაონ არსებული დადგენილებების შეცვლაზე, რომლებიც არაკეთილსაიმედოა საზოგადოებრივი ინტერესებისათვის.
  • პრინციპი 3b. ფსიქოთერაპევტები დაქვემდებარებული პირისა და დამსაქმებლის რანგში არ უნდა ახორციელებდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც არაჰუმანურია ან შეიძლება გამოიწვიოს კანონსაწინააღმდეგო და არასამართლებრივი ქმედებები. კანონსაწინააღმდეგო და არასამართლებრივი საქმიანობა გულისხმობს პრაქტიკაში, სამსახურში აყვანის დროს, დაწინაურებისას, სწავლებისას ადამიაის უფლებების დაკნინებას რასობრივი, ასაკობრივი, რელიგიური, სქესობრივი და სესუალური მიდრეკილებების, წარმომავლობის, შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით და სხვ.
  • პრინციპი 3c. ფსიქოთერაპევტი თავისი პროფესიონალური მოვალეობის შესრულების დროსთავს უნდა არიდებდესნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამცირებს ან არღვევსკლიენტის ან სხვა ადამიანების კანონიერ, ადამიანურ და მოქალაქეობრივ უფლებებს.
  • პრინციპი 3d. ფსიქოთერაპევტები, როგორც პრაქტიკოსი თერაპევტები, მასწავლებლები, ტრენერები და მკვლევარები, აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ მათ პირად ღირებულებებს შეუძლიათ გავლენის მოხდენა მათ ურთიერთობებზე, მათ მიერ გამოყენებულ ტექნიკებზე, შეხედულებებისა და ინფორმაციის არჩევასა და მიწოდებაზე და კვლევის ბუნებასა და რეალიზებაზე. როდესაც საქმე აქვთ თემებთან, რომლებსაც შეუძლიათ შეურაცხოფის მიყენება სხვებისთვის, ისინი ვალდებულნი არიან აღიარონ და პატივი სცენ თავიანთი კლიენტების, სტუდენტების, პრაქტიკოსების და კვლევის მონაწილეების განსხვავებულ დამოკიდებულებებსა და მგრძნობელობას.
პრინციპი IV. კონფიდენციალურობა ძირითადი პრინციპი: ფსიქოთერაპევტების უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს კონფიდენციალურობის დაცვა ინფორმაციის მიმართ, რომელიც მათ მიიღეს ადამიანებზე ფსიქოთერაპიის პროცესისას. ამ ინფორმაციის სხვებისთვის მიწოდება შეიძლება მხოლოდ კლიენტის (ან მისი კანონიერი წარმომადგენლის) თანხმობით, გარდა იმ გამონაკლისი გარემოებისას, რომლის დროსაც ინფორმაციის დამალვას აშკარად შეუძლია საშიშროებამდე მიიყვანოს კლიენტი ან სხვა ადამიანები. ფსიქოთერაპევტებმა უნდა შეატყობინონ თავინათ კლიენტებს კონფიდენციალურობის იურიდიული ფარგლების შესახებ. სხვა ადამიანისთვის ინფორმაციის შეტყობინებაზე თანხმობა, როგორც წესი, იმ პირიდან, რომელსაც ეს ინფორმაცია ეხება, უნდა იყოს მიღებული წერილობითი ფორმით. პრინციპი
  • 4 a. კლინიკური, კონსულტაციური ან შეფასებითი ინფორმაცია, რომელიც ეხება ბავშვებს, სტუდენტებს, ქვეშევრდომებს ან ყველა სხვა დანარცენ პირს შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ პროფესიონალური მიზნებით დამხოლოდ იმ ადამიანებთან , რომლებსაც შეიძლება ქონდეთ კავშირი მოცემულ სიტუაციასთან. წერილობითი ან ზეპირი ინფორმაცია უნდა შეიცავდესმხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელიაშეფასებისთვის ან მიმართულების მისაცემად და ყოველგვარი ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული, რათა აცილებულ იქნას უადგილო ჩარევა პირად ცხოვრებაში.
  •  პრინციპი 4 b. ფსიქოტერაპევტების მიერ წარმოდგენილი პირადი ინფორმაცია მიღებული პროფესიონალური საქმიანობისასწერილობით ნაშრომებში, ლექციებში და ღია შეკრებეზე წარმოდგენისას გამოყენებულ იქნას ან წინასწარი შეთანხმებით საკმარისად შეიცვალოს მთლიანი ინფორმაცია , რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს იდენტიფიკაციას.
  • პრინციპი 4 c. ფსიქოთერაპევტებმა, თავიანთი არყოფნის შემთხვევაშიც, უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის კონფიდენციალობა ჩანაწერების შენახვისა და გადაცემისას.
  • პრინციპი 4 d. ფსიქოთერაპევტებმა კონფიდენციალურობის ყველა წესების დაცვით უნდა იმუშაონ არასრულწლოვნებთან და იმ პირებთან, რომელთაც არ შეუძლიათმისცენნებაყოფლობითი თანხმობა მეურვეებთან თანამშრომლობის გზით.

პრინციპი V. კლიენტის კეთილდღეობა ძირითადი პრინციპი: ფსიქოთერაპევტები უნდა იცავდნენ და აფასებდნენ იმ ადამიანების და ჯგუფების კეთილდღეობასა და ხელშეუხებლობას, რომლებთანაც ისინი მუშაობენ. თუ წარმოიქმნება ინტერესთა კონფლიქტი კლიენტებსა და ორგანიაციებს შორის, რომელშიც ფსიქოთერაპევტები მუშაობენ, ფსიქოთერაპევტებმა უნდა ახსნან თავისი ლოიალობისა და პასუხისმგებლობის ბუნება და მიმართულება და ყველა მხარე შეიყვანონ თავისი ვალდებულებების საქმის კურსში. ფსიქოთერაპევტებმა უნდა მიაწოდონ კლიენტებს სრული ინფორმაცია ყველა შემფასებელი, სამკურნალო, საგანმანათლებლო ან სატრენინგო პროცედურების მიზნებისა და ბუნების შესახებ და ღიად დაუდასტურონ, რომ კლიენტებს, სტუდენტებს, პრაქტიკანტებს ან კვლევის მონაწილეებს აქვთ თავისუფალი არჩევანი და შეუძლიათ უარი თქვან მათზე. აიძული ადამიანი მიიღოს მონაწილეობა ან გააგრძელოს მომსახურეობის გამოყენება არაეთიკურია.
  • პრინციპი 5 a ფსიქოთერაპევტები მუდმივად უნდა აცნობიერებდნენ საკუთარ მოთხოვნილებებსა და იმას, რომ მათი პოზიცია პოტენციურად აძლევთ მათ ზემოქმედებას კლიენტებზე, სტუდენტებზე, პრაქტიკანტებზე, ხელქვეითებსა და თანაშემწეებზე. ისინი უნდა არიდებდნენ თავს ამ ადამიანების ნდობისა და დამოკიდებულების ექპლუატაციას. ფსიქოთერაპევტებმა უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლო ძალისხმევა, რათა გაექცნენ ორაზროვან ურთიერთობებს, რომელთაც შეუძლიათ შეასუსტონ პროფესიონალური შეფასება და გაზარდონ ექსპლუატაციის რისკი. ასეთი ორაზროვანი ურთიერთობების მაგალითებია სტუდენტების, ხელქვეითების, სუპერვიზირებულების, ახლო მეგობრების, ნათესავების მკურნალობა, კვლევა და სხვ. სექსუალური კავშირი ყველა ამ კლიენტთან, სტუდენტთან, პრაქტიკანტთან და კვლევის პირთან არაეთიკურია.
  • პრინციპი 5 b ფსიქოთერაპევტი მესამე პირის თხოვნით კლიენტის მკურნალობისას წინასწარ არკვევს მესამე პირსა და კლიენტს შორის ურთიერთობის ბუნებას. პრინციპი 5 c როდესაც რომელიმე უყწების მოთხოვნა ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს, ფსიქოთერაპევტი შესაბამის ორგანოს და კლიენტს აყენებს საქმის კურსში ფსიქოტერაპევტის ეთიკის კოდექსისი შესახებ და მოქმედებს ამ კოდექსის შესაბამისად.
  • პრინციპი 5 d. ფსიქოთერაპევტები წინასწარ უნდა შეუთანხმდნენ ფინანსურ საკითხებზე ისე, რომ ეს გასაგები იყოს კლიენტებისთვის, სტუდენტებისთვის, პრაქტიკანტებისთვის, კვლევის სუბიექტებისთვის. ფსიქოთრერაპევტებმა არ უნდა მიიღონ გასამრჯელო კლიენტების გადამისამართებისას. ისისნი შეიძლება ირჯებოდნენ დაბალი ანაზღაურების ან გასამრჯელოს გარეშეც.
  • პრინციპი 5 e. ფსიქოთერაპევტებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ კლინიკური ან საკონსულტაციო ურთიერთობები კლინეტთან როგორც კი ნათელი გახდება, რომ ამ ურთიერთობას არ მოაქვს თერაპიული ეფექტი ან კლიენტი ეწინააღმდეგება მას. ფსიქოთერაპევტებმა კლიენტებს უნდა შესთავაზონ დახმარების ალტერნატიული წყაროები.

პრინციპი VI. კლიენტის კეთილდღეობა ძირითადი პრინციპი: ფსიქოთერაპევტები პატივისცემით უნდა ეპყრობოდნენ კოლეგების (ფსიქოთერაპევტები, ფსიქოლგები, ექიმები და სხვ.) ვალდებულებებს და სპეციალური ცოდნების მოპოვების საჭიროებებს. ისინი პატივს უნდა სცემდნენ იმ ორგანიზაციების ვალდებულებებსა და პრეროგატივებს, რომლებშიც ეს სპეციალისტები მოღვაწეობენ.
  • პრინციპი 6 a. ფსიქოთერაპევტები უნდა ერკვეოდნენ მონათესავე პროფესიების კონპეტენციებში. ისინი მომხმარებელთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად სრულად უნდა იყენებდნენ პროფესილ, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ რესურსებს. ფსიქოტერაპევტივალდებულია უზრუნველყოს კლიენტის საუკეთესო მომსახურეობა დამატებითი ანდაც ალტერნატიული დახმარების საჭოროებისას, ამისათვის საჭიროა იგი იყოს შორსმჭვრეტელი და ტაქტიკური სხვა პროფესიებისადმი.
  • პრინციპი 6 b. ფსიქოთერაპევტები გაგებით უნდა ეკიდებოდნენ სხვა და სხვა პროფესიონალური ჯგუფების საქმიანობას და ჰქონდეთ ამ ჯგუფებთან სრულფასოვანი ურთიერთქმედება. სხვა პროფესიონალებთან ერთობლივად მუშაობისას, ფსიქოთერაპევტი ყურადღებით ეკიდება კლიენტის პრობლემას და ზრუნავს მის კეთილდრეობაზე. ფსიქოტერაპევტმა უნდა განიხილოს ეს პრობლემა კლიენტთან ერთად, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს გაუგებრობის რისკი და მიისწრაფოდეს, თუკი ეს შესაძლებელია, ნათელი, გარკვეული და შეთანხმებული ურთიერთობებისკენ სხვა პროფესიონალებთან.
  • პრინციპი 6 c. ფსიქოთერაპევტი მასწავლებლის ან სუპერვიზორის რანგში იღებს ვალდებულებას საკუთარ თავზე სუპერვიზირებულის ან სტუდენტის შემდგომ პროფესიონალურ განვითარებაზე და სათანადოდ ამოწმებს მათ პროფესიონალიზმს. ფსიქოთერაპევტმა უნდა უზრუნველყოს მათი სამუშაო პირობები და მისცეს გამოცდილების მიღების საშუალება.
  • პრინციპი 6 d. ფსიქოთერაპევტი არ უნდა იყენებდეს თავის პროფესიონალურ ურთიერთობებს კლიენტთან, სუპერვიზორთან, სტუდენტთან, თანამშრომელთან ანდაც კვლევის მონაწილესთან სექსუალური ან სხვა მიზნებისთვის. ფსიქოთერაპევტი არ უნდა იყოს სექსუალური ურთიერთობების წამომწყები ან მონაწილე (სექსუალურ ძალადობად ითვლება მინიშნება, ჟესტი, ან სექსუალური ხასიათის ფიზიკური შეხება, რომელიც არასასურველია ადრესატისთვის.
  • პრინციპი 6 e. როდესაც ფსიქოთერაპევტი გაიგებს სხვა ფსიქოტერაპევტის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის შესახებ, პრობლემა უნდა გადაჭრას არაოფიციალურად კონფიდენციალობის დაცვით. ამ მიზნით მიმარტავს პირადად ფსიქოთერაპევტს და მიუთითებს დარღვევაზე თუ დარღვევა მსუბუქი ხასიათისაა, თუ დარღვევა სერიოზულია და არ ექვემდებარება არაოფიციალურ გადაწყვეტას ფსიქოთერაპევტი მიმართავს პროფესიონალური ეთიკის კოდექსის კომიტეტს ანდაც შესატყვის ორგანიზაციას და ასოციაციას.
  • პრინციპი 6 f. პუბლიკაციის ავტორის რანგში უნდა იყვნენ მითითებულნი ისინი, ვინც მუშაობდნენ პუბლიკაციაზე პროფესიონალური ღვაწლის შესაბამისად. პუბლიკაციაზე მომუშავე ჯგუფის ყველა წევრი მიჩნეულია თანაავტორად, ხოლო ის წევრი, ვინც ძირითადი ღვაწლი შეიტანა პუბლიკაციაში, მიეთითება პირველი. პროფესიონალური უმნიშვნელო ღვაწლი, ასევე საკანცელარიო ან სხვა სახის არაპროფესიონალური დახმარება პუბლიკაციაში მოიხსენიება სენიშვნაში ან შესავალში. გამოქვეყნებული ან გამოუქვეყნებელი მასალა, რომელმაც გავლენა იქონია კვლევაზე მოყვანილი უნდა იყოს კომენტარში. ფსიქოტერაპევტი, რომელიც ამუშავებს სხვათა მასალებს პუბლიკაციისთვის, უნდა აქვეყნებდეს ამ ნაშრომს ავტორთა ჯგუფის სახელით და, თუკი საჭიროა მიუთითოს თავისი სახელი წარმომადგენლის ან რედაქტორის რანგში. პუბლიკაციასი მითითებული უნდა იყოს სამუსაოში მონაწილე ყველა პირის სახელი.
  • პრინციპი 6 g. ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებში ჩატარებული კვლევისთვის ფსიქოტერაპევტმა უნდა მოიპოვოს თანხმობა იმ ორგანიზაციიდან, სადაც აწარმოებს კვლევას. ფსიქოთერაპევტმა პასუხი უნდა აგოს კვლევის შედეგების სისწორეზე და გაითვალისწინოს, რომ მომავალმა მკვლევარებმა სეიძლება გამოიყენონ კვლევი შედეგები, ასევე საქმის კურსში უნდა ჩააყენოს კვლევის მასპინძელი ორგანიზაცია.
პრინციპი VII. საჭირო განცხადებები ძირითადი პრინციპი: საჯარო განცხადება, რეკლამა, ინფორმაცია მომსახურეობისა და ფსიქოთერაპევტის აქტივობის შესახებ ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ფსიქოთერაპევტები ზედმიწევნით და ობიექტურად წარმოადგენენ ინფორმაციას ინსტიტუტების ან ორგანიზაციების შესახებ, რომლებთანაც ისინი ან მათი განცხადებები ასოცირდებიან. პროფესიონალური მოსაზრებების, ხელმისაწვდომი ტექნიკების, პროდუქტების, სერვისების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გაკეთების დროს ფსიქოთერაპევტების განცხადებები ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ ტექნიკებსა და სწავლებებს.
  • პრინციპი 7 a. ფსიქოთერაპევტმა პროფესიონალური განცხადების ან მომსახურების რეკლამირებისას უნდა წარმოადგინოს: სახელი, სამეცნიერო ხარისხი სფეროს მითითებით ან აკრედიტებული დაწესებულების სერთიფიკატი, EAP - ის სერთიფიკატი, პროფესიონალური ორგანიზაციის წევრობა, მისამართი, ტელეფონის ნომერი, მიღების წესები, მომსახურეობის სახეების მოკლე ჩამონათვალი, ინფორმაცია იმ უცხო ენების შესახებ, რომელსაც ფსიქოთერაპევტი ფლობს, თავად კლიენტის ან მესამე პირის მიერ გადასახადის გადახდის წესებისა და სახის შესახებ ინფორმაცია და კიდევ სხვა ინფორმაცია, რომელიც ეთიკის კოდექსის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.
  • პრინციპი 7 b. ფსიქოთერაპიულ მომსახურეობაზე განცხადების გაკეთებისას, რეკლამირებისას ან პუბლიკაციაში ფსიქოთერაპევტმა არ უნდა წარმოადგინოს თავისი კუთვნილება რომელიმე ორგანიზაციისადმი იმ სახით, რომ გაჩნდეს ეჭვი ამ ორგანიზაციის მხრიდან ფსიქოთერაპევტის სპონსორობაზე ან სერთიფიცირებაზე. მაგალითად, ფსიქოთერაპევტმა არ უნდა წარმოადგინოს EAP - ის ან რომელიმე სხვა ფსიქოთერაპიული ორგანიზაციისადმი თავისი კუთვნილება პროფესიული ჩვევებისა და მომზადების დასტურად. საჭირო განცხადებები მოიცავენ, თუმცა არ შემოიფარგლებიან, პერიოდული გამოცემებით, წიგნებით, რეესტრით, ცნობარით, ინტერნეტით, ტელევიზიით, რადიოთი ან კინოთი 1. არ უნდა შეიცავდნენ არასწორ, ცრუ, შეცდომაში შემყვან, ტყუილის შემცველ ან უსამართლო განცხადებებს; 2. ფაქტების ან განცხადებების არასწორ განსჯას, რომელთაც შეიძლება გაუგებრობა მოყვეს იმის გამო, რომ გარკვეულ კონტექსტში მხოლოდ ნაწილობრივ აისახება მნიშვნელოვანი ფაქტები; 3. პაციენტის მიერ ფსიქოთერაპევტის მომსახურეობის პროდუქტების რეკლამირებას; 4. განცხადება, რომელიც შეთავაზებული მომსახურეობების შედარებას შეიცავს.
  • პრინციპი 7 c. ფსიქოთერაპევტმა არ უნდა გადაიხადოს და გასცეს რაიმე ღირებული პრესის, რადიოს, ტელევიზიის ან სხვა კომუნიკაციის წარმომადგენლებისადმი, რათა მიიღოს უფლება გამოვიდეს პროფესიული თემებით საინფორმაციო ან საავტორო სიუჟეტებში. ფასიანი რეკლამა შეიძლება გაკეთდეს კონტექსტში. იგულისხმება ფსიქოთერაპევტის ან ორგანიზაციის საზოგადოებასთან წარდგენა ტელე-რადიო და სხვა კომუნიკაციის საშუალებებში. ამ შემთხვევაში ჩანაწერი ადრევე უნდა უნდა იყოს გაკეთებული და დამტკიცებული ეთერისთვის ფსიქოთერაპევტის ან ორგანიზაციის მიერ და უნდა ინახებოდეს ამ საერთო გამოსვლების და რეკლამის ჩანაწერები.
  • პრინციპი 7 d. „პიროვნული ზრდის ჯგუფის“, სპეციალური ინტერესების ჯგუფის, სატრენინგო და სხვა კურსების, კლინიკური მომსახურეობის რეკლამა უნდა შეიცავდეს სამუშაოს ზუსტ აღწერილობას და იძლეოდეს ინფორმაციას მათ მიძნებზე. აქვე დაკონკრეტებული უნდა იყოს თითოეული მომსახურეობის ფასი და გადახდის წესი. ეს ინფორმაციები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბენეფიციარისთვის შეთავაზებული მომსახურეობის დაწყებამდე.
  • პრინციპი 7 e. ფსიქოთერაპიული ტექნიკების, პროდუქტების, წიგნების გადამუშავების ან გამოცემისას კომერციული მიზნით ფსიქოთერაპევტმა უნდა იხმაროს ყველა ღონე რათა განაცხადი და რეკლამა ამ პროდუქციაზე იყოს წარმოდგენილი პროფესიონალური, სამეცნიერო თვალსაზრისით მისაღები და ეთიკური ფორმით.
  • პრინციპი 7 f. ფსიქოთერაპევტმა პირადი გამორცენის მიზნით არ უნდა მიიღოს მონაწილეობა იმ პროდუქტების, გამოცემების, მომსახურეობების რეკლამირებაში, რომელთა რეალიზაცია დამოკიდებული იქნება ამავე ფსიქოთერაპევტის პირად ავტორიტეტზე.
  • პრინციპი 7 g. საკუთარი მომსახურების, პროდუქტის, პუბლიკაციის შეთავაზებისას ფსიქოთერაპევტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ხელოვნება მიუკერძოებლად და ზუსტად, სენსუალიზმის, გაზვიადების და ზედაპირული შეხედულებების გარეშე. ფსიქოთერაპევტები ვალდებულნი არიან დაეხმარონ ადამიანებს აზრების და განსჯების ფორმირებაში, მისცენ მათ საშუალება არჩევანი გააკეთონ საკმარის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
  • პრინციპი 7 h. პედაგოგის რანგში ფსიქოთერაპევტმა უნდა უზრუნველყოს წარმოდგენილი კურსების პროგრამების და მიზნების სიზუსტე იმ სახით, რომ წარმოდგენილ დოკუმენტებში შესასწავლი მასალის თემების შეფასების კრიტერიუმების, ამ კურსებიდან მირებული გამოცდილების სახე იყოს აღწერილი ნათლად. განცხადებებში, ბროშურებსა და რეკლამებში, რომლებიც აღწერს მასტერკლასებს, სემინარებსა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებსზუსტად უნდა იყოს აღწერილი აუდიტორიავისზეც ეს პროგრამებია გათვლილი, მოცულობა და არსი შესაწავლი მასალის, განსწავლის მიზანი და მოთხოვნილებები, რომელსაც ეს მასალა აკმაყოფილებს. იგივე განცხადებაში, ბროურაში, რეკლამაში ზუსტად უნდა იყოს მითითებული გადასახადის ოდენობა და გადახდის წესი, ასევე ზუსტი ინფორმაცია იმ ფსიქოთერაპევტის განთლების, განსწავლის და გამოცდილების შესახებ, რომელიც წარმოადგენს ამ პროგრამას.
  • პრინციპი 7 i. შეთავაზებულ გამოკვლევებში მონაწილეთა მიზიდვის მიზნით გაკეთებულ რეკლამებსა და განცხადებებში, რომლებშიც აღმძვრელ სტიმულად გამოყენებული იქნება კლინიკური და სხვა პროფესიული მომსახურეობა, უნდა აიხსნას თავად ამ მომსახურეობის ბუნება და მომსახურეობის ფასები. აგრეთვე ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები , რომლებსაც თავის თავზე იღებენ გამოკვლევის მონაწილეები.
  • პრინციპი 7 j. ფსიქოთერაპევტმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ სხვა ფსიქოთერაპევტმა არ წარმოადგინოს საკუთარი პროფესიონალიზმის, ჩვევების და შეთავაზებული პროდუქტების და მომსახურეობის შესახებ ინფორმაცია ეთიკის კოდექსის დარღვევით.
  • პრინციპი 7 k. ინდივიდუალური, დიაგნოსტიკური და თერაპიული მომსახურეობა ხორციელდება მხოლოდ პროფესიონალური ფსიქოთერაპიული ურთიერთობებით (ფსიქოთერაპიული ან დიაგნოსტიკური შეხვედრა) თუ კი პირადი რჩევები გაიცემა ლექციის ანდაც საგაზეთო (საჟურნალო) სტატიის სახით, ტელე ან რადიო პროგრამებში, ფოსტით ან სხვა მსგავსი საშუალებებით, ფსიქოთერაპევტმა ამ თემაზე უნდა წარმოადგინოს ყველაზე თანამედროვე ინფორმაცია და აჩვენოს უმაღლესი პროფესიონალიზმი.
  • პრინციპი 7 l . 7 k _პუნქტებში წარმოდგენილი მომსახურეობისას (ტელ. და ა.შ. ) პროდუქტები უნდა შეესაბამებოდეს იგივე აღიარებულ სტანდარტს, რომლითაც ვსარგებლობთ ინდივიდუალურ ფსიქოთერაპიულ ურთიერთობებში.
პრინციპი VIII. შეფასების ტექნიკები ძირითადი პრინციპი: ფსიქოთერაპიული ან ფსიქოლოგიური შეფასების ტექნიკების შექმნის, პუბლიკაციისა და გამოყენების დროს, ფსიქოთერაპევტებმა უნდა იხმარონ ყველა ღონე კლიენტების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და იმოქმედონ მათი ინტერესების შესაბამისად. მათ უნდა დაიცვან შეფასების შედეგები არასწორი გამოყენებისგან. ისინი ვალდებულნი არიან პატივი სცენ კლიენტის უფლებას იცოდეს შედეგები, ინტერპრეტაცია და დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველი. ფსიქოთერაპევტებმა ტესტებისა და შეფასების სხვა ტექნიკების დასაცავად უნდა მიმართონ ყველა ღონეს კანონით მინიჭებულ ფარგლებში. ისინი უნდა იბრძოდნენ სხვების მიერ შეფასების ტექნიკების სათანადო გამოყენების უზრუნველსაყოფად.
  • პრინციპი 8.a: შეფასების ტექნიკების გამოყენების დროს ფსიქოთერაპევტებმა პატივი უნდა სცენ კლიენტების უფლებას მათთვის გასაგებ ენაზე მიიღონ სრული ინფორმაცია ტექნიკის ხასიათისა და მიზნების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ წესიდან გამონაკლისი შეთანხმებულია წინასწარ. როდესაც ახსნას აწარმოებს სხვა პირი, ფსიქოთერაპევტმა უნდა მიიღოს ზომები ამ ახსნის ადექვატურობის უზრუნველსაყოფად.
  • პრინციპი 8.b: ტესტებისა და სხვა შეფასების ინსტრუმენტების შექმნაზე და სტანდარტიზაციაზე პასუხისმგებელმა ფსიქოთერაპევტებმა უნდა გამოიყენონ მიღებული სამეცნიერო პროცედურები და დაიცვან ფეა (ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის) სტანდარტები, ნაციონალური და ინსტიტუციონალური ან ორგანიზაციული სტანდარტები.
  • პრინციპი 8.c: შეფასების შედეგების წარმოდგენის დროს ფსიქოთერაპევტებმა უნდა გააკეთონ შენიშვნები მათი ვალიდობისა და სანდოობის შესახებ იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებშიც ჩატარდა შეფასება ან ნორმების შეუსაბამობის შესახებ ტესტირების პირისადმი. ფსიქოთერაპევტები უნდა მიისწრაფვოდნენ იმაში დარწმუნებისკენ, რომ სხვები არ გამოიყენებენ ბოროტად შეფასების შედეგებსა და მათ ინტერპრეტაციას.
  • პრინციპი 8.d: ფსიქოთერაპევტები აღიარებენ, რომ შეფასების შედეგები შეიძლება დაძველდეს და აღარ ასახავდეს შესაფასების ობიექტის სრულ სურათს. მათ უნდა მიმართონ ყველა ღონეს მოძველებული და არასრული შეფასების შედეგების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად.
  • პრინციპი 8.e: ფსიქოთერაპევტებმა, რომლებიც სთავაზობენ მონაცემების დათვლასა და ინტერპრეტაციას, უნდა წარმოადგინონ ინტერპრეტაციის მისაღებად გამოყენებული პროგრამებისა და პროცედურების ვალიდობის მტკიცებულებები. ინტერპრეტაციის საჯარო შეთავაზება ითვლება ერთი პროფესიონალის მიერ მეორე პროფესიონალის კონსულტაციად. ფსიქოთერაპევტებმა უნდა მიმართონ ყველა ღონეს შეფასების შესახებ მოხსენებების ბოროტადგამოყენების თავიდან ასაცილებლად.
  • პრინციპი 8.f: ფსიქოთერაპევტებმა არ უნდა წაახალისონ ფსიქოთერაპიული და ფსიქოლოგიური შეფესაბის ტექნიკების გამოყენება იმ ადამინების მიერ, ვისაც არ მიუღია შესაბამისი განათლება ან სხვაგვარად არაკომპეტენტურია, არ უნდა შეუწყონ ამას ხელი სწავლების, სპონსორობის ან სუპერვიზიის დახმარებით.
პრინციპი IX: კვლევითი საქმიანობა ძირითადი პრინციპი: კვლევის ჩატარების გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ცალკეული ფსიქოთერაპევტის ყოველმხრივ განსჯას თუ რომელი საუკეთესო გზით არის შესაძლებელი წვლილის შეტანა მეცნიერებასა და საზოგადოების კეთილდღეობაში. მიიღებს რა გადაწყვეტილებას კვლევის ჩატარების შესახებ, ფსიქოთერაპევტმა უნდა განიხილოს ალტერნატიული მიმართულებები, რომლებზეც შესაძლებელი იქნებოდა კვლევის ენერგიისა და რესურსების მიმართვა. ამ ანალიზზე დაყრდნობით ფსიქოთერაპევტმა უნდა დაიწყოს კვლევა მასში მონაწილე ადამიანების პატივისცემით, მათ ღირსებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვით. ის უნდა მისდევდეს კვლევის ჩატარების მარეგულირებელ პროფესიულ სტანდარტებს, რომლის მონაწილეებიც არიან ადამიანები.
  • პრინციპი 9.a: კვლევითი საქმიანობის დაგეგმვის დროს, ფსიქოთერაპევტს ეკისრება მისი ეთიკური მისაღებობის ყოველმხრივი შეფასების პასუხისმგებლობა. იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა კომპრომისი სამეცნიერო და ჰუმანისტურ ღირებულებებს შორის, მკვლევარმა უნდა მოითხოვოს რჩევა ეთიკურ საკითხებში და დაიცვას მკაცრი უსაფრთხოების ზომები კვლევის მონაწილე პირების უფლებების დასაცავად.
  • პრინციპი 9.b: მსჯელობა იმის შესახებ, იქნება თუ არა დაგეგმილი კვლევის მონაწილე “რისკის ობიექტი“ ან „მინიმალური რისკის ობიექტი“ აღიარებული სტანდარტის შესაბამისად, მკვლევარის უპირველესი ეთიკური პრობლემაა. პრინციპი 9.c: მკვლევარს ყოველთვის უნდა ახსოვდეს კვლევის პროცესში ეთიკური პრაქტიკაზე პასუხისმგებლობა. მკვლევარი პასუხისმგებელია, აგრეთვე, მისი თანამშრომლების, ასისტენტების, სტუდენტებისა და დაქვემდებარებული პირების მხრიდან კვლევის მონაწილეებისადმი ეთიკურ მოპყრობაზე, რომლებმაც, მიუხედავად ამისა, საკუთარ თავზე უნდა აიღონ იგივე ვალდებულებები.
  • პრინციპი 9.d: მინიმალური რისკის მომცველი კვლევების გარდა, მკვლევარმა კვლევის დაწყებამდე მის მონაწილეებთან უნდა დადოს ნათელი და სამართლიანი შეთანხმება, ამასთან უნდა აუხსნას მათ თითოეული მათგანის გარემოება და ვალდებულება. მკვლევარმა უნდა გაითვალისწინოს ამ შეთანხმებით განსაზღვრული ყველა დაპირება და ვალდებულება. მკვლევარმა კვლევის მონაწილეებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კვლევის ყველა ასპექტის შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათი კვლევაში მონაწილეობის სურვილზე და უნდა აუხსნას კვლევის ყველა სხვა ასპექტი, რომელთა შესახებაც კითხვებს სვამენ მონაწილეები. თუ ინფორმირებული თანხმობის მიღებამდე ინფორმაცია არ იქნა სრულად მიწოდებული, აუცილებელია დამატებითი უსაფრთხოების ზომები კვლვის მონაწილეთა კეთილდღეობისა და ღირსების დასაცავად. ბავშვების ან სხვა, აშლილობის მქონე პირების კვლევის შემთხვევაში, რამაც შეიძლება შეზღუდოს ურთიერთობა და გაგება, საჭიროა უსაფრთხოების დამატებითი ზომები.
  • პრინციპი 9.e: გარკვეულ შემთხვევებში მეთოდოლოგია მოითხოვს ინფორმაციის დამალვას ან მოტყუებას. ასეთი კვლევის ჩატარებამდე მკლვევარმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რათა (i) შეაფასოს გამართლებულია თუ არა ასეთი ტექნიკების გამოყენება საგანმანათლებლო ან კვლევაში განსაზღვრული სხვა ღირებულების გათვალისწინებით; (ii) განსაზღვროს, შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული პროცედურების გამოყენება, რომლებიც არ მოითხოვენ ინფორმაციის დამალვასა და მოტყუებას; და (iii) დარწმუნდეს, რომ მონაწილეებს მიეწოდებათ საკმარისი ახსნა, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება. არსებობს საფუძვლები არ გამოვიყენოთ ასეთი ტექნიკები.
  • პრინციპი 9.f: მკვლევარმა პატივი უნდა სცეს ადამიანის თავისუფლებას უარი თქვას მონაწილეობაზე ან გამოეთიშოს კვლევას ნებისმიერ დროს. ამ თავისუფლების დაცვის ვალდებულება მოითხოვს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ მკვლევარი ძალაუფლების ან ზემოქმედების პოზიციაშია მონაწილისადმი. ასეთი მდგომარეობები მოიცავენ, მაგრამ არ შემოიფარგლებიან სიტუაციებით, როდესაც მონაწილე მკვლევარის სტუდენტი, კლიენტი ან დაქვემდებარებული პირია. ადამიანის უფლებები კვლევის დასრულების მოთხოვნილებაზე მაღლა დგას.
  • პრინციპი 9.g: მკვლევარმა უნდა დაიცვას მონაწილე ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტისგან, ზიანისა და საშიშროებისგან, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვან კვლევის პროცედურების შედეგად. თუ არსებობს ასეთი შედეგების რისკი, მკვლევარმა უნდა შეატყობინოს ეს ფაქტი მონაწილეს. არ უნდა გამოვიყენოთ პროცედურები, რომელთაც შეუძლიათ სერიოზული და ხანგრძლივი ზიანის მიყენება მონაწილეებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი პროცედურების გამოუყენებლობა დიდი ზიანის ქვეშ აყენებს მონაწილეს ან კვლევას გააჩნია დიდი პოტენციური ღირებულება და მიღებულია ყველა მონაწილის ინფორმირებული თანხმობა. მონაწილე უნდა იყოს ინფორმირებული იმის შესახებ თუ როგორ დაუკავშირდეს მკვლევარს საკმარისად ხანგრძლივი დროის განმავლობაში კვლევის დასრულების შემდეგ, წარმოშობილი სტრესის, პოტენციური ზიანისა და კვლევასთან დაკავშირებული კითხვებისა და პრობლემების თაობაზე. მონაწილეების მხრიდან მიღებული თანხმობა არ ზღუდავს მათ კანონიერ უფლებებს და არ ამცირებს მკვლევარის პასუხისმგებლობას კანონის წინაშე.
  • პრინციპი 9.h: მონაცემების შეგროვების შემდეგ მკვლევარმა მონაწილეს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია კვლევის ხასიათის შესახებ და შეეცადოს აღმოფხვრას ყველა არასწორი წარმოდგენა, რომელიც შესაძლოა წარმოშობილიყო მუშაობის დროს. თუ სამეცნიერო და ჰუმანისტური ღირებულებები ამართლებენ ინფორმაციის მიწოდების გადადებას ან მის დამალვას, მკველვარმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დარწმუნდეს, რომ არ არსებობს საზიანო შედეგი მონაწილისთვის.
  • პრინციპი 9.i: თუ კვლევის პროცედურებმა გამოიწვიეს არასასურველი შედეგები ცალკეული მონაწილისათვის, მკვლევარმა უნდა აღმოაჩინოს და აღმოფხვრას ან გამოასწოროს ისინი, გრძელვადიანი შედეგების ჩათვლით.
  • პრინციპი 9.j: კვლევის ჩატარებისას  მონაწილის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საწინააღმდეგო შეთახმებული იყო წინასწარ. თუ არსებობს ალბათობა, რომ სხვები მიიღებენ ამ ინფორმაციასთან წვდომას, მაშინ ასეთი შესაძლებლობის არსებობა, ისევე როგორც კონფიდენციალურობის დაცვის გეგმა, უნდა ავუხსნათ მონაწილეს ინფორმირებული თანხმობის მიღების პროცედურის დროს.

გაეცანი ევროპულ სტანდარტს და იყავი დაცული არაეთიკური პრაქტიკისგან!

გაგვიზიარე შენი აზრი

პარტნიორები

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

მომზადებულია ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ
დენდრონის მიერ ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების
კამპანიის ფარგლებში. სტატიაზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

კვალიფიციური ფსიქოთერაპიისათვის
საქართველოში.




ამ
სტატიის მიზანია წაახალისოს პრაქტიკოსი და მომავალი ფსიქოთერაპევტები
წარმართონ თავისი საქმიანობა ეთიკური და კეთილსინდისიერი 
საქმიანობის სტანდარტის დაცვით, ასევე დაეხმაროს ფსიქოთერაპიული
მომსახურების მიმღებ პირებს იმის გაცნობიერებაში, რომ ისინი დაცულნი
არიან პროფესიული
ეთიკის




სტანდარტით.
მომზადებულია ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ დენდრონის მიერ ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში. სტატიაზე ვრცელდება საავტორო უფლებები.

კვალიფიციური ფსიქოთერაპიისათვის საქართველოში.

ამ სტატიის მიზანია წაახალისოს პრაქტიკოსი და მომავალი ფსიქოთერაპევტები წარმართონ თავისი საქმიანობა ეთიკური და კეთილსინდისიერი  საქმიანობის სტანდარტის დაცვით, ასევე დაეხმაროს ფსიქოთერაპიული მომსახურების მიმღებ პირებს იმის გაცნობიერებაში, რომ ისინი დაცულნი არიან პროფესიული ეთიკის სტანდარტით.
მომზადებულია ფსიქოთერაპიისა და
ფსიქოკორექციის სახლ დენდრონის მიერ EAP-ის მასალებზე დაყრდნობით,

კვალიფიციური ფსიქოთერაპიისათვის საქართველოში.

ბიოენერგეტიკული ანალიზი არის ფსიქოთერაპიული მეთოდი. რომლის ფესვებიც
ფროიდის ნაშრომებიდან იღებს სათავეს. ფსიქოანალიზისგან განსხვავებით,
რომელიც ძირითადად ყურადღებას აქცევს ფანტაზიებს, აზრებსა, ოცნებებს,
რომელიც გამომდინარეობს არაცნობიერისგან, ბიოენერგეტიკული ანალიზი დიდ
ყურადღებას უთმობა პაციენტის სხეულებრივ გამოხატვებს. რაც პირველ
რიგში ვლინდება: ჟესტებში, მიმიკებში, ხმასა და სუნთქვაში. მთავარი აქ
ის არის, რომ ადამიანის სხეული, გონება და სული (ფსიქიკა) განუყოფელია
ერთმანეთისგან. ისინი გამუდმებით ახდენენ ერთმანეთზე გავლენას, როგორც
ერთ მეთოდს შეუძლია იქონიოს გავლენა სხვებზე ფსიქოთერაპიის
დროს.
მომზადებულია ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკორექციის სახლ დენდრონის მიერ EAP-ის მასალებზე დაყრდნობით,

კვალიფიციური ფსიქოთერაპიისათვის საქართველოში.

ბიოენერგეტიკული ანალიზი არის ფსიქოთერაპიული მეთოდი. რომლის ფესვებიც ფროიდის ნაშრომებიდან იღებს სათავეს. ფსიქოანალიზისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად ყურადღებას აქცევს ფანტაზიებს, აზრებსა, ოცნებებს, რომელიც გამომდინარეობს არაცნობიერისგან, ბიოენერგეტიკული ანალიზი დიდ ყურადღებას უთმობა პაციენტის სხეულებრივ გამოხატვებს. რაც პირველ რიგში ვლინდება: ჟესტებში, მიმიკებში, ხმასა და სუნთქვაში. მთავარი აქ ის არის, რომ ადამიანის სხეული, გონება და სული (ფსიქიკა) განუყოფელია ერთმანეთისგან. ისინი გამუდმებით ახდენენ ერთმანეთზე გავლენას, როგორც ერთ მეთოდს შეუძლია იქონიოს გავლენა სხვებზე ფსიქოთერაპიის დროს.
დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898