EAIP AGM არაფორმალური სამუშაო ჯკგუფის შეხვედრა
2019 წლის 9 ოქტომბერს ამსტერდამში, ნიდერლანდების ფსიქოთერაპიის აკადემიაში გაიმართა ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის  (EAIP) აკრედიტებული ორგანიზაციების წარმომადგენელთა არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრა ჩატარდა 2019 წლის 10 ოქტომბრის საერთო კრების AGM ფარგლებში. დელეგატებმა განიხილეს ფსიქოთერაპიის აქტუალური გამოწვევები ინტეგრირებული მიდგომის ჭრილში. სამუშაო ჯგუფებმა იმსჯელეს რთული ქეისის ანალიზის ირგვლივ და წამოაყენეს საკუთარი მოსაზრებები მიზანზე დაფუძნებული თერაპიული მოდელის გაუმჯობესების შესახებ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ქართული ფსიქოთერაპიული სკოლა ფსიქოკორექციისა და ფსიქოდიაგნოსტიკის სახლ დენდრონის დელეგაციით.

გაგვიზიარე შენი აზრი

პარტნიორები

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

საქართველოში მოღვაწე
ფსიქოთერაპევტებს, ნინო კობახიძეს, მარიამ გოჩაძეს, ეთერ ფილიპოვიჩს,
ეკატერინე დარსანიას, ნანა დაშნიანს, ლალი კოკაიას, ნინო მარსაგიშვილს
მიენიჭათ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატი
ECIP.   სერთიფიკატს ევროპული ფართო აკრედიტაციის
ორგანიზაცია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია ანიჭებს
იმ სპეციალისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ფსიქოთერაპევტის ევროპული
კვალიფიკაციისათვის საჭირო მოთხოვნებს და აქვთ მიღებული სპეციალური
დიპლომშემდგომი განათლება. ასოციაციაში სპეციალისტების წარმდგენი იყო
დენდრონის სასწავლო პლატფორმა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის
საერთაშორისო აკადემია. ეს საქართველოსა და კავკასის რეგიონში ECIP
სერთიფიცირების პირველი პრეცედენტია. ვულოცავთ სერთიფიცირებულებს და
პროფესიულ საზოგადოებას საერთაშორისო აღიარების ახალ საფეხურს.

ფსიქოთერაპევტის
სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია ბმულზე.
საქართველოში მოღვაწე ფსიქოთერაპევტებს, ნინო კობახიძეს, მარიამ გოჩაძეს, ეთერ ფილიპოვიჩს, ეკატერინე დარსანიას, ნანა დაშნიანს, ლალი კოკაიას, ნინო მარსაგიშვილს მიენიჭათ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიკატი ECIP.   სერთიფიკატს ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაცია ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია ანიჭებს იმ სპეციალისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ფსიქოთერაპევტის ევროპული კვალიფიკაციისათვის საჭირო მოთხოვნებს და აქვთ მიღებული სპეციალური დიპლომშემდგომი განათლება. ასოციაციაში სპეციალისტების წარმდგენი იყო დენდრონის სასწავლო პლატფორმა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია. ეს საქართველოსა და კავკასის რეგიონში ECIP სერთიფიცირების პირველი პრეცედენტია. ვულოცავთ სერთიფიცირებულებს და პროფესიულ საზოგადოებას საერთაშორისო აღიარების ახალ საფეხურს.

ფსიქოთერაპევტის სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია ბმულზე.

2019 წლის 10 ოქტომბერს ქართული
ფსიქოთერაპიის ისტორიაში პირველად, ამსტერდამში, ევროპული ფართო
აკრედიტაციის ორგანიზაციის (EWAO) ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის
ევროპული ასოციაციის (EAIP) მიერ მოხდა დენდრონის ფსიქოთერაპიული
საგანმანათლებლო პლატფორმის “ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის
საერთაშორისო აკადემიის” აკრედიტაციის რატიფიკაცია.
საერთაშორისო მააკრედიტებელი
ორგანიზაციის საერთო კრებამ AGM დენდრონს მიანიჭა უმაღლესი
ორგანიზაციული სტატუსი - სრული აკრედიტებული წევრი. ეს გულისხმობს
ორგანიზაციის ეთიკური და საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამოსობის
აღიარებას ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიცირების ECIP
სტანდარტებთან.
2019 წლის 10 ოქტომბერს ქართული ფსიქოთერაპიის ისტორიაში პირველად, ამსტერდამში, ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის (EWAO) ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAIP) მიერ მოხდა დენდრონის ფსიქოთერაპიული საგანმანათლებლო პლატფორმის “ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის” აკრედიტაციის რატიფიკაცია.
საერთაშორისო მააკრედიტებელი ორგანიზაციის საერთო კრებამ AGM დენდრონს მიანიჭა უმაღლესი ორგანიზაციული სტატუსი - სრული აკრედიტებული წევრი. ეს გულისხმობს ორგანიზაციის ეთიკური და საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამოსობის აღიარებას ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერთიფიცირების ECIP სტანდარტებთან.
დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები და დაელოდეთ ჩვენს ზარს, ან დაგვიკავშირდით დაუყოვნებლივ ნომერზე: 599 505 898