ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია, პრაღა 2018
2018 წლის 12-15 ოქტომბერს პრაღაში ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAP ეგიდით და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP ორგანიზებით გაიმართა ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია: Roots and Gifts of Integrative Psychotherapy. კონფერენციაზე ქართულ ფსიქოთერაპიულ სკოლას მოწვეული სტუმრის სტატუსით წარმოაგენდა დენდრონი მისი ხელმძღვანელის, მაია ბეგაშვილის სახით.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კვლევები ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის მნიშვნელობისა და მისი თერაპიული უპირატესობების შესახებ ცალკე აღებულ სხვა მიმდინარეობებთან, ასევე გაკეთდა პროგნოზები უახლოესი ასწლეულის ფსიქოთერაპიის სახეცვლილების შესახებ.

გაგვიზიარე შენი აზრი

პარტნიორები

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

დენდრონის სახით ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის კიდევ ერთი აღიარება:
საქართველო უკვე ჩანს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც არსებობს EAIP
აკრედიტებული ფსიქოთერაპიული დაწესებულება, ფსიქოთერაპევტის
სპეციალიზაციისთვის პოსტდიპლომურ საფეხურზე კადრების მომზადების
უფლებით. გვეამაყება, რომ დარგის წარმმართველი ორგანიზაციის, EAP -ის
წევრობის შემდეგ, როდესაც მსოფლიო ფსიქოთერაპიულ სკოლებს შორის
პირველად გამოჩნდა საქართველოს დროშა (2014 წელი), კიდევ ერთი დიდი
საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს მაღალი ეთიკური და პროფესიული
სტანდარტის  ფსიქოთერაპიული ორგანიზაციის არსებობას ჩვენს
ქვეყანაში.
დენდრონის სახით ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის კიდევ ერთი აღიარება: საქართველო უკვე ჩანს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც არსებობს EAIP აკრედიტებული ფსიქოთერაპიული დაწესებულება, ფსიქოთერაპევტის სპეციალიზაციისთვის პოსტდიპლომურ საფეხურზე კადრების მომზადების უფლებით. გვეამაყება, რომ დარგის წარმმართველი ორგანიზაციის, EAP -ის წევრობის შემდეგ, როდესაც მსოფლიო ფსიქოთერაპიულ სკოლებს შორის პირველად გამოჩნდა საქართველოს დროშა (2014 წელი), კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტის  ფსიქოთერაპიული ორგანიზაციის არსებობას ჩვენს ქვეყანაში.
 
ევროპის მასშტაბით დარგის
მაკვალიფიცირებელი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციამ (European
Wide Accrediting Organisation), ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ (European Association for
Integrative Psychotherapy) დაადგინა დენდრონის ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის შესაბამისობა ევროპულ
სააკრედიტაციო სტანდარტებთან.
 
ევროპის მასშტაბით დარგის მაკვალიფიცირებელი უფლებამოსილების მქონე ორგანიზაციამ (European Wide Accrediting Organisation), ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ (European Association for Integrative Psychotherapy) დაადგინა დენდრონის ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის შესაბამისობა ევროპულ სააკრედიტაციო სტანდარტებთან.
დაგვიკავშირდი
გამარჯობა, შეავსეთ ველები: