რატომ არის კვალიფიციური ფსიქოთერაპია მნიშვნელოვანი?
კვალიფიციური ფსიქოთერაპიისათვის საქართველოში

კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილმა რეალობამ ნათლად გამოკვეთა მოსახლეობის ემოციური კეთილდღეობისათვის მენტალური ჯანმრთელობის კვალიფიციურ სერვისებზე წვდომის აუცილებლობა.

გუგლის საძიებო სისტემის მონაცემებით 2020 წლის 12-18 ივლისის კვირაში "შფოთვა" ევროპაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად მოძიებადი ინდიკატორი აღმოჩნდა, ხოლო
ფსიქოთერაპია ამ გამოწვევის დასაძლევად ყველაზე ხშირ (თითქმის 50% შემთხვევებში) გამოყენებული გამოსავალი.*

საქართველოში ფსიქოთერაპიის დარგი კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევის - არაკვალიფიციური პრაქტიკის განხილვას.

ფსიქოთერაპიის დარგის შესახებ ცნობიერების ნაკლებობის გამო სერვისის მიმღებ პირებს უჭირთ მათთვის საჭირო სპეციალისტის ზუსტი კვალიფიკაციის მოძება.
პრობლემას ქმნის მომიჯნავე დარგების სპეციალისტების ნაწილის მიერ არასწორი მოლოდინების შექმნა საკუთარი კვალიფიკაციისა და საქმიანობის სფეროს ფარგლების შესახებ. ალბათ გსმენიათ სიტყვები "ფსიქოლოგის კონსულტაცია ესაჭროება", მაშინ, როდესაც რეალურად საუბარი უნდა ეხებოდეს ფსიქოთერაპიას.

მეორე მხრივ, პირები, რომლებიც იცნობენ დარგის სპეციფიკას და ეძებენ ფსიქოთერაპიულ დახმარებას, ხშირად აწყდებიან სპეციალისტებს, რომლებიც ტერმინს "ფსიქოთერაპია" იყენებენ ამ კვალიფიკაციის და განათლების მიღების გარეშე, თვითნებურად. ასეთი შემთხვევების მაგალითია ფსიქოთერაპევტად პოზიციონირების მცდელობა ფილოსოფიის, პედაგოგიკის, სოციალური მეცნიერებების და სხვა დარგების წარმომადგენლების, ან ისეთი სპეციალისტების მხრიდან, რომლებიც ფსიქოთერაპიის დარგში ფლობენ მხოლოდ საწყის განათლებას (200 ან ნაკლები საათი ნაცვლად 3200 საათისა). ასეთი შემთხვევებია ბაზისური (დამწყები) კონსულტანტის Basic Consultant სტატუსის მქონე სპეციალისტების მიერ ფსიქოთერაპევტად პოზიციონირების მცდელობა.

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ადამიანის ფსიქიკაში არასწორი ინტერვენცია დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკებთან, მდგომარეობის გაუარესებასთან ან ახალი პრობლემების წარმოშობასთან როგორიცაა:
- ახალი სიმპტომების გაჩენა;
- არსებული მდგომარეობის გაუარესება;
-მანკიერი (პაციენტისთვის საზიანო) მდგომარეობის განმტკიცება (წახალისება) თერაპევტის მიერ;
- დამოკიდებულების ჩამოყალიბება თერაპიაზე;
- ოჯახური ურთიერთობების გაუარესება;
- ემოციური მდგომარეობის გაუარესება;
- პაციენტის/კლიენტის ცხოვრების ხარისხის გაუარესება;
- სტიგმატიზაცია და სხვა.

არაკვალიფიციური პრაქტიკა სერვისის მიმღები პირებისათვის ზრდის შეცდომის და დამაზიანებელი ინტერვენციის რისკს. ფსიქოთერაპიაში დაშვებული შეცდომების შესწავლისას მკვლევარები გამოყოფენ ტექნიკურ, შეფასებით, ნორმატიულ და სისტემურ შეცდომათა კატეგორიებს.

სპეციალისტებს, რომლებიც ეწევიან კლინიკურ პრაქტიკას ფსიქოთერაპიაში, ესაჭიროებათ კონცეპტუალური ცოდნა ეთიკური და კვალიფიციური პრაქტიკის შესახებ. 
ფსიქოთერაპიის პროფესიული ჩარჩო მოიცავს თეორიული და პრაქტიკული სწავლების ერთობლიობას, როგორც უმაღლესი განათლების საფეხურზე, ასევე მის შემდგომ, კვალიფიკაციის პერიოდულ ამაღლებასთან ერთად. მხოლოდ საგანმანათლებლო ჩარჩოს სრულყოფილად დაკმაყოფილების შემთხვევაშია შესაძლებელი ეთიკური და კლინიკური რისკების მინიმუმამდე შემცირება. 

*ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრის (JRC) 2020 წლის 20 ივლისის მოხსენება გუგლის საძიებო სისტემის მონაცემებით ევროკავშირის მოქალაქეთა საჭიროებების შესწავლის შესახებ.

აიმაღლე ცოდნა ფსიქოთერაპიის შესახებ და იყავი დაცული არაკვალიფიციური პრაქტიკისაგან!

ასევე იხილეთ:

1. როგორ მივიღოთ კვალიფიციური ფსიქოთერაპია

2. რატომ არის ეთიკური პრაქტიკა მნიშვნელოვანი

3. მოდალობები, რომლებიც აღიარებულია EAP-ის მიერ

4. მჭირდება თუ არა ფსიქოთერაპია

5. ხშირად დასმული კითხვები

პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის
კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო
უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო
ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული
ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი,
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური
ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის
აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული
ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
სტატია მომზადებულია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ბაზაზე ოჯახის კონსულტანტის სასწავლო პროგრამის ფარგლებში და ის დაცულია საავტორო უფლებებით.

ავტორი: მაია ბეგაშვილი
ექიმი ფსიქოთერაპევტი- სახელმწიფო ლიცენზია, ECP სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი ფსიქოთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის აკადემიური ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის EAIP  წევრთა კომიტეტის ექსპერტი.

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე.
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი
მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური
ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული
გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან
გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად,
ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი
მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან
ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის.
სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე
ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა
სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც
ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის,
უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და
უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები.
რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?
ფსიქოთერაპევტთან მომართვის ხშირი მიზეზი წარუმატებელი, მტკივნეული სასიყვარულო, პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობებია. ასეთი კლიენტები/პაციენტები მოდიან დაქვეითებული გუნებ-განწყობის, უხალისობის მტანჯველი განცდებისგან გასათავისუფლებლად, დაკარგული საკუთარი თავის ხელახლა საპოვნელად, ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივით. ამ განცდების საფუძველი კი მტანჯველი მიჯაჭვულობა და ემოციური დამოკიდებულებაა.
სიყვარულის, სხვა ადამიანთან ყოფნის და გაზიარების სურვილი ბუნებრივია თითოეული ჩვენგანისთვის. სიყვარული აუცილებლად მოიაზრებს ემოციურ მიჯაჭვულობას მეორე ადამიანთან.  ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ეს მიჯაჭვულობა სიხარულის, ბედნიერების და სიამოვნების წყაროა, მაშინ როდესაც ემოციური დამოკიდებულების დროს დაუკმაყოფილებლობის, წყენის, უნდობლობის, დაუფასებლობის, სინანულის მწარე გრძნობებს აღძრავს და უბიძგებს ადამიანს მუდმივად აკონტროლოს თავისი პარტნიორის ქმედებები. რა განსხვავებაა ემოციურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს შორის?