ფსიქოთერაპიული კლინიკა

რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა - ფსიქოთერაპიის ქართულ ფედერაციაში “დენდრონში”.

ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია „დენდრონი“ აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან მოქალაქეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერის მიზნით.

აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო დაფინანსების წყალობით უზრუნველყოფს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის იმ ტიპის სერვისებს, რომლებიც აუცილებელია ბენეფიციართა ემოციური და მენტალური სტაბილურებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც არსებული დახმარების მექანიზმები ვერ დაფარავს მსგავს საჭიროებებს.

ამრიგად, „დენდრონის“ ჩართულობა რეფერალურ პროგრამაში ემსახურება ფსიქოთერაპიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერას და საზოგადოების ზოგადი კეთილდღეობის განმტკიცებას.



რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან საყრდენს, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას იმ შემთხვევაში, როცა მკურნალობის ხარჯები არ იფარება სხვა სახელმწიფო პროგრამებით ან კერძო დაზღვევით. პროგრამა ეფუძნება იდეას, რომ ჯანმრთელობის დაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს ამ უფლების რეალიზებას სოციალური და ეკონომიკური ბარიერების გარეშე. 


-          ვის შეიძლება დაუფინანსდეს ფსიქოთერაპია რეფერალური პროგრამის ფარგლებში ?




სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ფარგლებში  კლინიკაში მომართვისას ბენეფიციარები საჭიროა აკმაყოფილებდნენ რეფერალურ პროგრამაში ჩართვის  კრიტერიუმებს, რათა მიიღონ დაფინანსებული ფსიქოთერაპიის სერვისი. (დაფინასების მოპოვების განხილვა ხდება ინდივიდუალურად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  მიერ).

ასევე კლინიკაში მომართვისას ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები : 



ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია „დენდრონი“ აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან მოქალაქეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერის მიზნით. აღნიშნული პროგრამა სახელმწიფო დაფინანსების წყალობით უზრუნველყოფს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის იმ ტიპის სერვისებს, რომლებიც აუცილებელია ბენეფიციართა ემოციური და მენტალური სტაბილურებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც არსებული დახმარების მექანიზმები ვერ დაფარავს მსგავს საჭიროებებს. ამრიგად, „დენდრონის“ ჩართულობა რეფერალურ პროგრამაში ემსახურება ფსიქოთერაპიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერას და საზოგადოების ზოგადი კეთილდღეობის განმტკიცებას. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიეთ ( ბმულს)



რეფერალური პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული

ფსიქოთერაპიული სერვისები :

ინდივიდუალური ფსიქოთერაპია - ინდივიდუალური თერაპია არის სისტემური ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკასა და მთელ ორგანიზმზე სპეციალური ფსიქომარეგულირებელი მეთოდებით, რაც აღადგენს ფსიქიკის თვითმარეგულირებელ მექანიზმებს.

ოჯახური ფსიქოთერაპია - ოჯახისა და მისი წევრების ერთობლივი ფსიქოთერაპიული პროცესია, რომელიც ფოკუსირებულია ოჯახის წევრების ურთიერთობის სახის და ხარისხის გაუმჯობესებაზე, ოჯახის ემოციური მუხტის დაბალანსებაზე, აქტუალური ოჯახური პრობლემის გადაჭრაზე, ოჯახური ფუნდამენტების გაძლიერებაზე.

 

სერვის ახორციელებს დენდრონის სპეციალისტთა 

მულტიდისციპლინარული ჯგუფი.

ბეჭდვა