ორგანიზაციის წევრობის შესახებ

დენდრონის შესახებ:

ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი საქართველოში კვალიფიციური ფსიქოთერაპიის დამკვიდრებისთვის მუშაობს 2011 წლიდან.
დენდრონი არის ევროპულ პროფესიულ სივრცეში ინტეგრირებული პირველი ქართული ფსიქოთერაპიული ორგანიზაცია. 2014 წლიდან ის წარმოადგენს საქართველოს ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციაში, იზიარებს მის სტანდარტს და ღირებულებებს და ზრუნავს მათ დანერგვაზე საქართველოში.
ორგანიზაციის მიზანია ფსიქოთერაპიის დარგის განვითარება, ფსიქოთერაპიის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ფსიქოთერაპევტთა და ფსიქოთერაპიული სერვისის მიმღებ პირთა ინტერესების დაცვა.

ვრცლად დენდრონის შესახებ



ორგანიზაციის წევრობის უპირატესობები:


- ორგანიზაციის წევრებს აქვთ წვდომა დარგში მიმდინარე სიახლეებზე, უახლეს კვლევებზე და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე;

- ორგანიზაციის წევრების უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის ეწყობა ღია და დახურული ვორქშოფები და სემინარები;

- ორგანიზაციის წევრებს ეძლევათ ევროპულ პროფესიულ საზოგადოებასთან ინტეგრიების საშუალება.

- ორგანიზაციის წევრებს ეძლევათ პროფესიულ საზოგადოებასთან ინტეგრირების და უწყვეტი კავშირის, გამოცდილების გაზიარების და მუდმივი თვითგანვითარების საშუალება.

- ორგანიზაციის წევრების ნაშრომები ქვეყნდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და სოციალურ მედიაში.

- ორგანიზაციის წევრები სარგებლობენ განსაკუთრებული პირობებით დენდრონის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სტანდარტის ლექცია-სემინარებსა და ვორქშოფებზე:

- ორგანიზაციის წევრები სარგებლობენ მოწვეული წევრის სტატუსით დენდრონის ღონისძიებებზე: კონგრესებზე, კონფერენციებზე, ვორქშოფებსა და საჯარო შეხვედრებზე.


- ორგანიზაციის წევრებს ეძლევათ ორგანიზაციის ფარგლებში თვითრეალიზების და თვითგამოხატვის საშაულება: პროექტის ინიცირება და ორგანიზება, საჯარო ლექციის ჩატარება, შეხვედრების ორგანიზება.

- ორგანიზაციის წევრებს ეძლევათ სუპერვიზირების ქვეშ პრაქტიკის წარმოების საშუალება;

- ორგანიზაციის წევრები უფლებამოსილნი არიან მიიღონ კონსულტაცია ეთიკური კერძო პრაქტიკის, ეთიკური ორგანიზაციული საქმიანობის პრაქტიკის და პროფესიული თვითდამკვიდრებისთვის.



წევრთა საერთო ღირებულებები:


- ორგანიზაციის წევრები მხარს უჭერენ და ახალისებენ ერთმანეთის ეთიკურ, კეთილსინდისიერ და კვალიფიციურ ტრენირებასა და პრაქტიკას.

- ორგანიზაციის წევრები მუდმივად ზრუნავენ თვითგანვითარებაზე, კვალიფიკაციის ამაღლებასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებაზე.

- ორგანიზაციის წევრები უზიარებენ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას დარგში მიმდინარე სიახლეების შესახებ.

- ორგანიზაციის წევრები თანხმდებიან, რომ ფსიქოთერაპიული პრაქტიკა უნდა წარმოებდეს მხოლოდ მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობით, ცოდნისა და გამოცდილების განახლებით.

- ორგანიზაციის წევრები მხარს უჭერენ ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის ძალისხმევას კვალიფიციური ფსიქოთერაპიის განვითარებისთვის საქართველოში.


ვის შეუძლია გახდეს დენდრონის წევრი?


ორგანიზაციაში წევრობის უფლება აქვთ ფსიქოთერაპევტებს, ფსიქოთერაპიით დაინტერესებულ პირებს, მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე ან/და ფსიქიკის შემსწავლელ მეცნიერბებში სპეციალიზირებულ პირებს.


როგორ გავწევრიანდე?

გამოაგზავნე შევსებული სააპლიკაციო ფორმა ინდივიდუალური წევრობისთვის

სააპლიკაციო ფორმა ორგანიზაციული წევრობისთვის

წევრობის ღირებულება:

ინდივიდუალური წევრობის წლიური ღირებულება შეადგენს 180 ლარს
ორგანიზაციული წევრობის წლიური ღირებულება შეადგენს 300 ლარს
ბეჭდვა