დენდრონი
ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მე-11 საერთაშორისო კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს!

2023 წლის კონფერენცია იქნება ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის მასშტაბის პირველი ღონისძიება ქართულ ფსიქოთერაპიაში.

კონფერენციის მასპინძელი ორგანიზაციაა მენტალური ჯანრმთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემია.
ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი უძღვება ფსიქოთერაპევტთა უწყვეტი პროფესიული განათლების და კვალიფიკაციის ამაღლების პირველ მუდმივმოქმედ პროგამას საქართველოში.

პროგრამა საშუალებას აძლევს მონააწილეებს მიიღონ განგრძობადი პროფესიული განათლების აკრედიტებული საათები ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგა ორგანიზაციის ბაზაზე.

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ბორდის 2022 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიას მიენიჭა ფსიქოთერაპიის აკრედიტებული ტრენინგ ინსტიტუტის უმაღლესი - EAPTI სტატუსი.

EAPTI (ფსიქოთერაპიის აკრედიტებული ევროპული ტრენინგ ინსტიტუტი) არის უმაღლესი საგანმანათლებლო კატეგორია ევროპაში, რომელიც დაწესებულებას ენიჭება დარგის ფლაგმანის, ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ. საქართველოდან ეს არის ამ სტატუსის მოპოვების პირველი შემთხვევა.

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის (EAP) ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი უცვლელად გთავაზობთ EAP-ის ოფიციალურ მოწოდებას რუსეთის ხელისუფლებისადმი ომის შეწყვეტის შესახებ:

ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმა და ომი, პატივი სცეს სახელმწიფოთა კანონმდებლობას და დააბრუნოს სამშობლოში რუსული ჯარები და იარაღი.

ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის

ომის გავლენა ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე უმძიმესი და გრძელვადიანია.  ჩვენი ისტორიული მეხსიერება უახლესი ისტორიის ჩათვლით ნათლად გვაგრძნობინებს იმას, თუ რას განიცდის უკრაინის მოსახლეობა. ფსიქოთერაპევტის პროფესია გვაკისრებს უმაღლეს პასუხისმგებლობას ვიდგეთ გასაჭირში მყოფი ადამიანების გვერდით. დენდრონი ბაზაზე არსებული კრიზისების მართვის ფსიქოთერაპიული პლატფორმა აცხადებს უსასყიდლო საკონსულტაციო სერვისს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის. 
ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი მოუწოდებს საქართველოში მყოფ ფსიქოთერაპევტებს და ფსიქოთერაპიულ ორგანიზაციებს შემოუერთდნენ ამ ინიციატივას.

ფსიქოთერაპიის ქართული ფედრაციის ორგანიზაციული წევრობა არის უნიკალური საშუალება გახდეთ ქართული და ევროპული პროფესიონალური ფსიქოთერაპიული საზოგადოების სრულუფლებიანი ნაწილი. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია 2021 წლიდან ფლობს ქოლგა ორგანიზაციის სტატუსს დარგის ევროპულ ფლაგმანში - ფსიქოთერაპიის ევროპულ ასოციაციაში.

ორგანიზაცია მუშაობს ფსიქოთერაპიის ევროპულ სტანდარტთან ინტეგრირების საკითხებზე და 2014 წლიდან სრული წევრის სტატუსით წარმოადგენს ევროპულ პროფესიულ საზოგადოებას საქართველოში.

სიხარულით მივესალმებით წევრის სტატუსით ყველა იმ ორგანიზაციას, რომელსაც სურს შეუერთდეს ჩვენს ძალისხმევას სააქართველოში კვალიფიციური ფსიქოთერაპიის დანერგვის პროცესში, იზიარებს იდეას, რომ ფსიქოთერაპია უნდა წარმოებდეს მაღალი კლინიკური და ეთიკური სტანდარტით და შეესაბამება ან სურს საკუთარი საქმიანობა შეუსაბამოს ამ სტანდარტს.











2021 წლიდან საქართველოს ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის სახით ჰყავს ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია დარგის ევროპულ ფლაგმანში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის მიერ ქოლგა ორგანიზაციის სტატუსის მოპოვება და რა შანსს აძლევს მისი ნაციონალური წარმომადგენლობის არსებობა ფსიქოთერაპევტთა ევროპულ ასოციაციაში (EAP) ჩვენს ქვეყანას?

1. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს კონსულტაციური სტატუსის მქონე ორგანიზაციის -  EAP ნაწილი. EAP - ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც წარმართავს ევროპაში ფსიქოთერაპიის დარგს, აერთიანებს 41 ქვეყანას და 120 000 სპეციალისტს.
დენდრონი მადლობას უხდის ევროპელ კოლეგებს საქართველოში კვალიფიციური ფსიქოთერაპიის მხარდაჭერისათვის. 30 ივლისს დენდრონის მიერ ჩატარდა პირველი საერთაშორისო ფსიქოდრამაფესტივალი საქართველოში.

პარტნიორები

ფსიქოთერაპიული სერვისების გზამკვლევი

ინდივიდუალური თერაპია არის სისტემური ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკასა და მთელ ორგანიზმზე სპეციალური ფსიქომარეგულირებელი მეთოდებით, რაც აღადგენს ფსიქიკის თვითმარეგულირებელ მექანიზმებს.
ჯგუფური ფსიქოთერაპია ფსიქოთერაპიის ერთ/ერთი ძირითადი სამუშაო მიმართულებაა, რომლის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ თერაპიის პროცესში გამოიყენება ჯგუფის დინამიკა, (მთელი ერთიანობა_ ურთიერთობები, ზემოქმედებები, ემოციები), როგორც თერაპიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.
ოჯახური ფსიქოთერაპია ოჯახისა და მისი წევრების ერთობლივი ფსიქოთერაპიული პროცესია, რომელიც ფოკუსირებულია ოჯახის წევრების ურთიერთობების სახის და ხარისხის გაუმჯობესებაზე, ოჯახის ემოციური მუხტის დაბალანსებაზე,

ძიება