კანდიდატის გზამკვლევი
რა არის ფსიქოთერაპია?
ფსიქოთერაპია არის სისტემური მეთოდოლოგიური ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკასა და მთელ ორგანიზმზე სპეციალური ფსიქომარეგულირებელი ტექნიკებით და სავარჯიშოებით, რაც იწვევს ფსიქიკის თვითმარეგულირებელი მექანიზმების აღდგენას. შედეგად: ორგანიზმის გარემოსთან ადაპტირების მექანიზმები მყარდება. ფსიქოთერაპიის მიზანია_პიროვნების დაბრუნება შინაგანი კეთილდღეობის განცდასთან.

რა ფუნქციას ასრულებს EAP (ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაცია)?
EAP განკარგავს ფსიქოთერაპიის შესახებ ევროპის ცენტრალიზებულ საინფორმაციო ბაზას მთავრობების, საჯარო ხელისუფლების ორგანოების და სხვა ორგანიზაციებისთვის.
წარმოადგენს ევროპის საბჭოს  საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციას და ერთიანდება ფსიქოთერაპიის მსოფლიო საბჭოში World Council for Psychotherapy (WCP). ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციას ეროვნული ქოლგა ორგანიზაციის სახით აქვს წარმომადგენლობა მსოფლიოს 42 სახელმწიფოში მათ შორის საქართველოში. საქართველოში ასოციაციის წარმომადგენელია ეროვნული ქოლგა ორგანიზაცია ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი (ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ბმულზე).

როგორია ფსიქოთერაპიული განათლების პანევროპული სტანდარტი?

ფსიქოთერაპიის ევროპულმა ასოციაციამ დაამკვიდრა ფსიქოთერაპიული განათლების პანევროპული სტანდარტი. პროგრამა მოიცავს სავალდებულო კომპონენტებს, რომელიც ერთიანობაში ქმნის ფსიქოთერაპევტის კვალიფიკაციას. იმისთვს რომ დაინტერესებული პირი გახდეს ფსიქოთერაპევტი პანევროპული სტანდარტით მან უნდა მოიპოვოს 3200 საგანმანათლებლო საათი, რომელიც მოიცავს წინასწარ დადგენილი კომპონენტების ერთობლიობას და რომლის ავთენტურობაც (აკრედიტაცია) დადასტურებულია თავად EAP-ის (უმაღლესი EAPTI აკრედიტაცია) ან მასში გაერთიანებული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციების მიერ (EWAO აკრედიტაცია).

ფსიქოთერაპიის რომელი მიმართულებები ითვლება ვალიდურად პანევროპული სტანდარტის მიხედვით?
იმისთვის, რომ ფსიქოთერაპიის ესა თუ ის მიმდინარეობა ჩაითვალოს ვალიდურად უნდა შეფასდეს მისი შესაბამისობა სამეცნიერო-ვალიდურობის კრიტერიუმებთან. სამეცნიერო-ვალიდურობის კრიტერიუმებთან ფსიქოთერაპიული მოდალობის შესაბამისობა ფასდება ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის მიერ.
დღეისათვის ვალიდურობა დადასტურებულია ფსიქოთერაპიის შემდეგ მოდალობებში (იხილეთ ბმულზე).
თითოეულ მოდალობას უძღვება EAP-ის ცენტრალურ სისტემას დაქვემდებარებული სხვადასხვა ორგანიზაცია - ევროპული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაცია. ეს ორგანიზაციები ქმნიან მათი საქმიანობის სფეროს დაქვემდებარებულ მოდალობაში საქმიანობის და განათლების წესებს და აწარმოებენ ამ მოდალობაში მოღვაწე სპეციალისტების რეესტრს. მაგალითად, სერტიფიცირებული ინტეგრირებული ფსიქოთერაპევტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის რეესტრში: ECIP Holders – European Association of Integrative Psychotherapy (euroaip.eu)
სერტიფიცირებული გეშტალთ თერაპევტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ EAP- ის სისტემას დაქვემდებარებულ გეშტალტ თერაპიის ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციაში EAGT რეესტრში: member (eagt.org).

როგორ უნდა მოვხვდეთ ვალიდური მოდალობების რეესტრში?
ფსიქოთერაპევტთა რეესტრში აღრიცხვისთვის საჭიროა EAP-ის ან მის სისტემას დაქვემდებარებული რომელიმე ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული კურსის გავლა. თითოეული ეს კურსი გრძელდება სულ მცირე 4 პოსტდიპლომური წლის განმავლობაში. კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული წარადგენს მის მიერ სტანდარტის დაკმაყოფილების დამადასტურებელ დოკუმენტებს და აკრედიტებული ორგანიზაციის რეკომენდაციას.

რას ნიშნავს ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატი (ECP) ?
უამაღლესი კატეგორია, რომელიც შესაძლოა მოიპოვოთ ფსიქოთერაპევტის პანევროპული სტანდარტის შესაბამისად არის EAP ის მიერ დამკვიდრებული ECP აკრედიტაცია.  

არსებობენ თუ არა საქართველოში ლიცენზირებული ფსიქოთერაპევტები?
საქართველოში არიან ფსიქოთერაპევტები, რომლებიც ფლობენ ეროვნულ ლიცენზიას. (ეროვნული ლიცენზია განსხვავდება ECP სტანდარტისგან, თუმცა ის დამოუკიდებლად ადასტურებს ფსიქოთერაპევტად საქმიანობის უფლებას ეროვნულ დონეზე). ფსიქოთერაპევტის ლიცენზიას (სახელმწიფო სერტიფიკატს ფსიქოთერაპიაში) ფლობენ ექიმი ფსიქოთერაპევტები, რომლებმაც ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით რეზიდენტურის და შესაბამისი გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ მოიპოვეს ფსიქოთერაპევტად საქმიანობის უფლება. ამჟამად სამედიცინო საქმიანობებისთვის განსაზღვრული სერტიფიცირების წესით ფსიქოთერაპევტთა ლიცენზირება შეწყვეტილია, მაგრამ ყველა უკვე გაცემული სერტიფიკატი ითვლება ავთენტურად, მოქმედებს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად და აღიარებულია ეროვნული ქოლგა ორგანიზაციის, ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაციის მიერ.

როგორ მოვიპოვოთ ECP ? 
ECP-ს მოსაპოვებლად უნდა გაიაროთ სათანადო სასწავლო კურსი 4 წლიანი პროგრამა EAP-ის გაედლაინის შესაბამისად და ჩააბაროთ სასერთიფიკაციო გამოცდა როგორც ამას ითვალისწინებს სასწავლო პროგრამა. კანდიდატს, რომელიც წარმატებით დაასრულებს პროგრამას შეუძლია მიიღოს EAP -ის მიერ აკრედიტებული კურსის შემთხვევაში ECP ან მის სისტემას დაქვემდებარებული ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის ამა თუ იმ მოდალობის სერტიფიცირება.

როგორ გადავამოწმოთ არის თუ არა დაწესებულება აკრედიტებული?
დაწესებულების აკრედიტაციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ EAP-ის მიერ აკრედიტებული დაწესებულებების რეესტრში (იხილეთ ბმული) ან EAP-ის სისტემას დაქვემდებარებული ამა თუ იმ ფართო აკრედიტაციის ორგანიზაციის ორგანიზაციული წევრების რეესტრში. 


პარტნიორები

გაგვიზიარე შენი აზრი

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ:

სასწავლო კურსის შესახებ

ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი
მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე. ოჯახად
გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს
პიროვნების ჩამოყალიბებაშიი, რისთვისაც ოჯახის სწორ ფუნქციონირებას
დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახის ჯანსაღი ფუნქცინირება დამოკიდებულია
შემდეგი კრიტერიუმების გამართულ მუშაობაზე:
1. ფსიქიკური, სულიერი და ემოციური სიახლოვე წევრთა შორის.
2. სივრცესა და დროში
შეკავშირებულობა.
3. შემოსაზღვრულობა, და პიროვნებათშორისი ინტიმი.
4. ხანგრძლივი ურთიერთობები,
ერთმანეთისადმი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები; აღნიშნული
კრიტერიუმები ხშირად ირღვევა. ზოგჯერ გაძნელებულია მათი ოჯახის
წევრების მხრიდან დამოუკიდებელი დარეგულირება და საჭიროებს ოჯახის
კონსულტანტის ჩართულობას, რომელიც ეხმარება ოჯახს ჯანსაღი
ფუნქციონირებისთვის საჭირო დარღვეული კომპონენტების აღდგენასა და
გამართვაში.
სასწავლო კურსის შესახებ
ოჯახი არის საზოგადოების უმცირესი მოდელი, რომელშიც სრულად არის წარმოდგენილი საზოგადოების სახე. ოჯახად გაერთიანებული ადამიანთა ჯგუფი, მნიშვნელოვან როლს თამაშობს პიროვნების ჩამოყალიბებაშიი, რისთვისაც ოჯახის სწორ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახის ჯანსაღი ფუნქცინირება დამოკიდებულია შემდეგი კრიტერიუმების გამართულ მუშაობაზე:
1. ფსიქიკური, სულიერი და ემოციური სიახლოვე წევრთა შორის.
2. სივრცესა და დროში შეკავშირებულობა.
3. შემოსაზღვრულობა, და პიროვნებათშორისი ინტიმი.
4. ხანგრძლივი ურთიერთობები, ერთმანეთისადმი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები; აღნიშნული კრიტერიუმები ხშირად ირღვევა. ზოგჯერ გაძნელებულია მათი ოჯახის წევრების მხრიდან დამოუკიდებელი დარეგულირება და საჭიროებს ოჯახის კონსულტანტის ჩართულობას, რომელიც ეხმარება ოჯახს ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის საჭირო დარღვეული კომპონენტების აღდგენასა და გამართვაში.
სასწავლო კურსის შესახებ 

არტთერაპია პრაქტიკული ფსიქოლოგიის
ერთ-ერთი მეთოდია, რომლის პროცესშიც შემოქმედებითი კომპონენტების
გამოყენებით ხდება კლიენტის ცხოვრებისეულ გამოწვევებთან მუშაობა.
არტთერაპიის დახმარებით შესაძლებელია თვითშემეცნების პროცესის
ხელშეწყობა, ემოციების რეგულირება, პიროვნული დისბალანსის
იდენტიფიცირება და დაძლევის სტრატეგიების შემუშავება. ფსიქოთერაპიის
ქართული ფედერაცია დენდრონის ბაზაზე შემუშავებული ართერაპიის
სასწავლოთერაპიული კურსი ორიენტირებულია მოამზადოს სპეციალისტები,
რომლებიც შეძლებენ არტთერაპიული სავარჯიშოებისა და ტექნიკების
გამოყენებას ადამიანის ფუნქციონირების პროცესში წარმოქნილი სხვადასხვა
გამოწვევების დაძლევისთვის.
სასწავლო კურსის შესახებ 
არტთერაპია პრაქტიკული ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის პროცესშიც შემოქმედებითი კომპონენტების გამოყენებით ხდება კლიენტის ცხოვრებისეულ გამოწვევებთან მუშაობა. არტთერაპიის დახმარებით შესაძლებელია თვითშემეცნების პროცესის ხელშეწყობა, ემოციების რეგულირება, პიროვნული დისბალანსის იდენტიფიცირება და დაძლევის სტრატეგიების შემუშავება. ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის ბაზაზე შემუშავებული ართერაპიის სასწავლოთერაპიული კურსი ორიენტირებულია მოამზადოს სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ არტთერაპიული სავარჯიშოებისა და ტექნიკების გამოყენებას ადამიანის ფუნქციონირების პროცესში წარმოქნილი სხვადასხვა გამოწვევების დაძლევისთვის.